ინგრედიენტები:
ფორთოხალი - 2 კგ
შაქარი - 600 გ
დარიჩინის ჩხირი - 1 ც.
მომზადება:
1. ფორთოხალი კარგად გარეცხეთ. მოაცილეთ კანი (ცედრა). რბილობი გაატარეთ წვენსაწურში. ცედრა დაჭერით წვრილ ჩხირებად. ფორთოხლის წვენს დაამატეთ 750 მლ წყალი, შაქარი და დარიჩინი. დადგით საშუალო ცეცხლზე და მიიყვანეთ დუღილამდე.
2. დაამატეთ ცედრა და ხარშეთ 1 საათი.
3. გაანაწილეთ ჯემი სტერილიზებულ ქილებში, დახუფეთ და დატოვეთ გასაგრილებლად. შეინახეთ ბნელ გრილ ადგილას.
გემრიელად მიირთვით!
თემები: ჯანსაღი კვება, სწორი კვება, კულინარია, გემრიელი, დესერტი
<a href="http://www.gastronom.ru/">http://www.gastronom.ru/</a>