7 საუკეთესო რომანტიკული სერიალი, რომლის თითოეული ეპიზოდი შედევრია
- 26.08.2026
სასიყვარულო სამკუთხედები, ვნება, უთქმელი გრძნობები, ბედისწერა და ნამდვილი სიყვარული - შევარჩიეთ სერიალები, რომლებშიც რომანტიკა ხელოვნურად და ზედაპირულად არ გამოიყურება. აქ თითოეული ისტორია სიყვარულზე, ადამიანურ ურთიერთობებსა და იმ რთულ არჩევანებზეა, რომლებიც ზოგჯერ ბედნიერების გზაზე გვხვდება. ეს 7 სერიალი, სადაც თითქმის ყოველი ეპიზოდი პატარა ისტორიაა და არცერთი მათგანი მოსაწყენად არ მოგეჩვენებათ ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი უიღბლო და გამოუსწორებელი რომანტიკოსი დილანი სიყვარულში მუდმივად იმედგაცრუებულია. ის ერთი პაემნის შემდეგაც კი შეიძლება ძლიერ შეიყვაროს ადამიანი, თუმცა ურთიერთობის დასრულებას მაშინვე ვერ ეგუება. მისი მთავარი საყრდენი კოლეჯის საუკეთესო მეგობრები - ლუკი და ევი არიან, რომლებთან ერთადაც ცხოვრობს. ერთ დღეს დილანი იგებს, რომ ქლამიდია აქვს და ახლა ვალდებულია, ამის შესახებ ყველა ყოფილ შეყვარებულს აცნობოს. თითოეული ასეთი საუბარი კი წარსულში აბრუნებს და აიძულებს, გაიხსენოს, როგორი იყო ეს ურთიერთობები და რატომ დასრულდა. საინტერესოა ისიც, რომ სერიალის თითოეული ეპიზოდი იმ ქალის სახელს ატარებს, რომელთანაც დილანს რთული საუბარი ელოდება. თუმცა მთავარი ისტორია ბევრად უფრო ღრმაა - დილანსა და ევის წარსულში რთული სიყვარულის ისტორია აკავშირებთ. ევი უკვე სხვაზეა დანიშნული, მაგრამ იქნებ მისი „ერთადერთი“ ადამიანი მთელი ამ ხნის განმავლობაში მის გვერდით იყო? ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი სერიალის სახელწოდება იმავე სახელწოდების ფილმს გვახსენებს და ეს შემთხვევითი არ არის. დექსტერი და ემა უკვე 14 წელია მეგობრები არიან. ზოგჯერ მათ ურთიერთობაში რომანტიკული მომენტებიც ჩნდება, თუმცა „ერთად სამუდამოდ“ ყოფნამდე საქმე არასდროს მიდის. მაყურებელი მათ ცხოვრებას ყოველ ჯერზე 15 ივლისს ხედავს - სწორედ ეს თარიღია მნიშვნელოვანი, რადგან ამ დღეს გაიცნეს ერთმანეთი ედინბურგის უნივერსიტეტის დამთავრების წვეულებაზე. წლების განმავლობაში ისინი სხვა ადამიანებს ხვდებიან, სამუშაოს გამო ქალაქებს იცვლიან, უამრავ სირთულეს აწყდებიან, თუმცა ცდილობენ, რთულმა გრძნობებმა მათი განსაკუთრებული მეგობრობა არ დაანგრიოს. ერთ დროს მათ ურთიერთობის დაწყებაც სცადეს, მაგრამ მალევე გადაწყვიტეს, რომ მეგობრობა უფრო საიმედო იყო. თუმცა მართლები იყვნენ? ეს მინი-სერიალი ორი ადამიანის მრავალწლიანი, რთული და ძალიან ლამაზი ურთიერთობის ისტორიას გვიყვება. ქვეყანა: ირლანდია „ნორმალური ადამიანები“ სიყვარულზე, სიახლოვესა და იმ გრძნობებზე მოგვითხრობს, რომელთა ხმამაღლა თქმა ადამიანებს ხშირად უჭირთ. კონელი სკოლაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბიჭია და ადგილობრივი საფეხბურთო გუნდის ვარსკვლავია. მარიანა კი ჩუმი, მორიდებული და გამორჩეულად ნიჭიერი მოსწავლეა. მათ შორის მოულოდნელი კავშირი ჩნდება და ორივე გადაწყვეტს, ერთად იყოს. თუმცა ერთ-ერთი მათგანის საბედისწერო შეცდომა მათ ერთმანეთს დააშორებს. მოგვიანებით ისინი კვლავ ხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ შეძლებენ კი ამჯერად ურთიერთობის შენარჩუნებას? სერიალის მთავარი ძალა ხმაურიან რომანტიკულ ჟესტებში კი არა, პაუზებში, მზერებში, უხერხულ საუბრებსა და უთქმელ სიტყვებშია. ეს არის ძალიან გულწრფელი და ემოციური ისტორია სიყვარულზე, ზრდასა და იმ ადამიანზე, რომელიც შეიძლება ერთდროულად ყველაზე ახლობელიც იყოს და ყველაზე რთულად გასაგებიც. ქვეყანა: აშშ ნიუ-იორკელი წარმატებული იურისტი რებეკა კარიერის ოცნებას ისრულებს. თითქოს მისი ცხოვრება საბოლოოდ დალაგდა, მაგრამ ერთ დღეს ქუჩაში მოულოდნელად ხვდება ჯოშ ჩანს - ბიჭს, რომელთანაც მოზარდობისას რომანი ჰქონდა. რებეკა უცებ ხვდება, რომ ცხოვრებაში არასდროს ყოფილა ისე ბედნიერი, როგორც მასთან ყოფნის დროს. ამიტომ ყველაფერს ტოვებს და ჯოშის გამო კალიფორნიაში გადადის - თან იტყუება, თითქოს იქ სამუშაოს გამო მიდის. თუმცა სერიალი მალევე ანგრევს მითს, თითქოს ქალის ბედნიერების გარანტია „იდეალური“ ურთიერთობაა. რებეკა ცდილობს, საყვარელი ადამიანი დაიბრუნოს და მასში საკუთარ ბედნიერებას ხედავს, მაგრამ საბოლოოდ აღმოაჩენს, რომ მთავარი საკუთარ თავთან გარკვევაა. არ შეგაშინოთ სიტყვამ „მიუზიკლი“ - ეს არის კეთილი, სახალისო და მოულოდნელი სიუჟეტური შემობრუნებებით სავსე ისტორია, რომელსაც მუსიკალური ნომრები ძალიან ბუნებრივად ერწყმის. ქვეყანა: აშშ სერიალი სინთია ჰენდის, ბროდი ეშტონისა და ჯონი მედოუსის ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნება. მოქმედება გამოგონილ მე-16 საუკუნის ინგლისში ვითარდება. მთავარი გმირი ჯეინი იძულებულია, გარიგებით გათხოვდეს, რაც მას საერთოდ არ სურს. ამიტომ მომავალ მეუღლეს თავიდანვე უარყოფითად უყურებს. შემდეგ კი ყველაფერი იცვლება. ჯეინი ადგილობრივ პაბში მომხიბვლელ უცნობს ხვდება და მასზე შეყვარებული ხდება. ალბათ უკვე მიხვდით, რომ ეს უცნობი სხვა არავინაა, თუ არა მისი მომავალი ქმარი, გილფორდ დადლი. ახალგაზრდა კაცსაც არ სურს უსიყვარულოდ ქორწინება, თუმცა იმ ეპოქაში პირადი სურვილები ხშირად მეორეხარისხოვანი იყო. წყვილს წინ ელოდება სასახლის ინტრიგები, მტრებთან ბრძოლა და ერთმანეთის ნელ-ნელა გაცნობა. სერიალი კლასიკურ სიყვარულის ისტორიას საკმაოდ ორიგინალურად და თანამედროვე იუმორით ჰყვება. სამწუხაროდ, პროექტი ერთი სეზონის შემდეგ დაიხურა, თუმცა სეზონის ფინალი დასრულებულია და მაყურებელს ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არ რჩება. ქვეყანა: აშშ ეს რომანტიკული კომედია რეიჩელ კონისა და დევიდ ლევიტანის ამავე სახელწოდების წიგნს ეფუძნება. დეში და ლილი ხალხმრავალ ნიუ-იორკშიც კი თავს მარტოსულად გრძნობენ. ლილი განსაკუთრებით განიცდის იმას, რომ მშობლები დღესასწაულებზე ქალაქიდან მიდიან. სწორედ ამიტომ თანხმდება, ძმის დახმარებით, უცნობ ადამიანს უჩვეულო გზით გაეცნოს - წითელი ბლოკნოტის საშუალებით. სკეპტიკოსი დეში იმავე ბლოკნოტს წიგნის მაღაზიის თაროზე პოულობს. ახალგაზრდები თამაშს იწყებენ: ერთმანეთს დავალებებს უგზავნიან და ნელ-ნელა აიძულებენ, საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოვიდნენ. მათ წარმოდგენაც კი არ აქვთ, ვინ იმალება ბლოკნოტის მეორე მხარეს. თუმცა მიმოწერის პარალელურად ერთმანეთის მიმართ გრძნობები უჩნდებათ და ეს უჩვეულო გაცნობა ნელ-ნელა ნამდვილ სიყვარულად იქცევა. ქვეყანა: აშშ სიის ბოლოს, რა თქმა უნდა, „ბრიჯერტონები“ უნდა ყოფილიყო - სერიალი, რომელიც უკვე შეიძლება სიყვარულზე გადაღებული თანამედროვე კლასიკის კატეგორიაში მოვათავსოთ. მისი პოპულარობა მხოლოდ ისტორიულ ეპოქას, ულამაზეს კოსტიუმებსა და მსახიობთა შემადგენლობას არ უკავშირდება. სერიალის მთავარი ძალა რთული და მრავალფეროვანი გრძნობების ლამაზად გადმოცემაა. ოთხივე სეზონში ბრიჯერტონების ოჯახის სხვადასხვა წევრს საკუთარი სიყვარულის ისტორია აქვს და ბედნიერების გზაზე არაერთ დაბრკოლებას აწყდება. დაფნი და საიმონი, ენტონი, ედვინა და ქეითი, კოლინი და პენელოპე, ბენედიქტი და სოფი - რთულია იმის გადაწყვეტა, რომელი წყვილის ისტორიაა ყველაზე მომხიბვლელი. განსაკუთრებით დასაფასებელია ის, რომ სერიალი მეორეხარისხოვან პერსონაჟებსაც საკმარის ყურადღებას უთმობს. სწორედ ამიტომ „ბრიჯერტონები“ დამსახურებულად იკავებს ადგილს იმ რომანტიკული სერიალების სიაში, სადაც თითქმის თითოეული ეპიზოდი პატარა შედევრია.„ყველა კავშირის გახსენება“ (2014–2018)
ჟანრი: კომედია
მთავარ როლებში: ჯონი ფლინი, ანტონია თომასი, დენიელ ინგსი და სხვ.
ერთი ეპიზოდის ხანგრძლივობა: 24 წუთი
რეიტინგი: 7.2/10

„ერთი დღე“ (2024)
ჟანრი: დრამა, მელოდრამა, კომედია
მთავარ როლებში: ლეო ვუდალი, ამბიკა მოდი და სხვ.
პლატფორმა: Netflix
რეიტინგი: 7.6/10

„ნორმალური ადამიანები“ (2020)
ჟანრი: დრამა, მელოდრამა
მთავარ როლებში: პოლ მესკალი, დეიზი ედგარ-ჯონსი და სხვ.
ერთი ეპიზოდის ხანგრძლივობა: 30 წუთი
რეიტინგი: 7.6/10

„შეშლილი ყოფილი“ (2015–2019)
ჟანრი: მიუზიკლი, კომედია
მთავარ როლებში: რეიჩელ ბლუმი, დონა ლინ ჩაპლინი და სხვ.
ერთი ეპიზოდის ხანგრძლივობა: 42 წუთი
რეიტინგი: 7.1/10

„ჩემი ლედი ჯეინი“ (2024)
ჟანრი: ფენტეზი, მელოდრამა, დრამა, კომედია, ისტორიული
მთავარ როლებში: ემილი ბეიდერი, ედვარდ ბლუმელი და სხვ.
პლატფორმა: Amazon Prime Video
რეიტინგი: 7.4/10

„დეში და ლილი“ (2020)
ჟანრი: მელოდრამა, კომედია
მთავარ როლებში: ოსტინ აბრამსი, მიდორი ფრენსისი და სხვ.
პლატფორმა: Netflix
ერთი ეპიზოდის ხანგრძლივობა: 25 წუთი
რეიტინგი: 7.3/10

„ბრიჯერტონები“ (2020–დღემდე)
ჟანრი: დრამა, მელოდრამა
მთავარ როლებში: ჯული ენდრიუსი, ფიბი დინევორი, რეჯე-ჟან პეიჯი, ჯონათან ბეილი, ნიკოლა კოფლანი და სხვ.
სეზონების რაოდენობა: 4
რეიტინგი: 7.8/10

თემები: სერიალი, სერიალები ქალებზე
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია