10 ვარსკვლავი, რომლებმაც დაამტკიცეს რომ ქარიზმა იდეალურ გარეგნობაზე ბევრად მნიშვნელოვანია
- 14.03.2017
1. შარლოტა გინსბურგი
შარლოტა გინსბურგმა ერთ-ერთ თავის ინტერვიუში აღიარა, რომ მთავარ წარუმატებლობად თვლის საკუთარ გარეგნობას. აი ცნობილი რეჟისორი ლარს ფონ ტრიერი კი, რომელიც სიამოვნებით იღებს შარლოტას თავის ფილმებში, როგორც ჩანს, პირიქით თვლის.
2. ადამ დრაივერი
ვარსკვლავური ომების ნანატრი მე-7 ნაწილის გამოსვლის შემდეგ, ალბათ მხოლოდ ზარმაცმა არ განსაჯა კაილო რენის გარეგნობა მსახიობ ადამ დრაივერის შესრულებით. ნამდვილად რთულია უწოდო ადამს ლამაზი, ამ სიტყვის კლასიკური მნიშვნელობით, რაც სულაც არ უშლის მას გაიკეთოს წარმატებული კარიერა ჰოლივუდში.
3. უმა თურმანი
უმა ქალისათვის საკმაოდ მაღალია, 42 ფეხის ზომა აქვს, მაღალი შუბლი და „გველური“ გამოხედვა. და სწორეთ ეს ნაკვთები მოსწონს მასში კვენტინ ტარანტინოს, რომელსაც უმას არასტანდარტული გარეგნობა შთააგონებს უკვე მრავალი წელია.
4. ედრიან ბროუდი
დაბნეული მზერა, მოღუნული ცხვირი და არასტანდარტული სახე - დაგვეთანხმეთ, ეს ნაკვთები ცალ-ცალკე არ ასოცირდება მამაკაცური მიმზიდველობისა და სექსუალურობის ცნებასთან. მაგრამ, თუ ისინი ედრიან ბროუდის ეკუთვნის, ისინი მაშინვე მის სიმბოლოდ ხდებიან. აი, ასეთი მაგიაა.
5. ლედი გაგა
ბევრი თვლის, რომ ლედი გაგას ეფექტურ გამოჩენას პუბლიკაზე და მის ექსტრავაგანტულ სამოსს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - დაფაროს მისი არც ისე მიმზიდველი გარეგნობა. მაგრამ რაც არ უნდა თქვან ბოროტმა ენებმა, ამ ქალმა დიდი ხანია დაიკავა საკუთარი ადგილი პოპ-კულტურაში და არ აპირებს მის დატოვებას.
6. ჯეკ ნიკოლსონი
ჯეკ ნიკოლსონს, რომელსაც თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს მსახიობს უწოდებენ, მისი ღირსებებისა და რეგალიების სიის ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ იდეალური გარეგნობა ნამდვილად არ იქნება ამ სიის პირველ რიგში. მაგრამ ეს ვის აღელვებს?
7. მერილ სტრიპი
მერილ სტრიპი - ეს დახვეწილი და არისტოკრატული სილამაზის ნამდვილი განსახიერებაა. თავად კი ყოველთვის ირონიული დამოკიდებულება ჰქონდა საკუთარი გარეგნობის მიმართ. „მე არასოდეს არ განვიხილავდი საკუთარ გარეგნობას, როგორც „კოზირს“, და ამ კარტს არ ვათამაშებდი“, - ოდესღაც აღიარა მსახიობმა.
8. ჯესი აიზენბერგი
როგორც საკუთარი პროტოტიპი ფილმიდან „სოციალური ქსელი“, ჯესი აიზენბერგი „იღებს“ უპირველეს ყოვლისა არა გარეგნობით, არამედ ნიჭითა და ქარიზმით. და მათი წყალობით რეგულარულად ხვდება ყველაზე სასურველი მამაკაცების სიაში.
9. რუნი მარა
რუნი მარას არ გააჩნია ჰოლივუდის ლამაზმანის აუცილებელი ატრიბუტები: სექსუალური ფორმები, პუტკუნა ტუჩები და თოჯინის სახე, მაგრამ მას ეს ყველაფერი არც სჭირდება, ვინაიდან რეჟისორები აფასებენ მას სწორედ ორიგინალური გარეგნობის გამო.
10. ადრიანო ჩელენტანო
ეს მამაკაცი იმდენად შორს დგას მიღებული სილამაზის იდეალებისგან, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მაგრამ საკუთარი უძლიერესი ენერგეტიკისა და ქარიზმის წყალობით, ის რჩება მილიონი ქალის საყვარელ მამაკაცად.
თემები: ასაკი, ჰოლივუდი, ვარსკვლავები, გარეგნობა
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია