LIFE

9 უცნაური ჩვევა, რის გამოც ადამიანებს დასცინიან, თუმცა ისინი მაღალ ინტელექტზე შეიძლება მეტყველებდეს

9 უცნაური ჩვევა, რის გამოც ადამიანებს დასცინიან, თუმცა ისინი მაღალ ინტელექტზე შეიძლება მეტყველებდეს

ყველას გვაქვს ჩვევები, რომლებიც სხვებისთვის უცნაურად გამოიყურება. ზოგჯერ გვგონია, რომ მხოლოდ ჩვენ ვაკეთებთ რაღაც უჩვეულოს, თუმცა ასეთი თავისებურებები სულაც არ არის დასაცინი. პირიქით, ზოგი მათგანი შეიძლება ინტელექტსა და ემოციურ განვითარებასაც უკავშირდებოდეს.

აი, 9 უცნაური ჩვევა, რომელსაც ხშირად დასცინიან, თუმცა მას შესაძლოა დადებითი მხარეებიც ჰქონდეს.

1. საკუთარ თავთან ხმამაღლა საუბარი

ყოველდღიური საქმიანობის დროს საკუთარ თავთან საუბარი გონებრივი სიცხადისა და კონცენტრაციის შენარჩუნებაში გვეხმარება. მაგალითად, საჭმლის მომზადებისას საკუთარი თავის გამხნევება ან დილის რუტინის დროს სასარგებლო ფრაზების გამეორება ყურადღებას აწმყოზე ამახვილებს და სტრესსაც ამცირებს.

2. იატაკზე დაწოლა და არაფრის კეთება

როცა ყველაფერი გვღლის და გადატვირთულობას ვგრძნობთ, ზოგჯერ ყველაზე მეტად იატაკზე დაწოლა და ჭერის ყურება გვინდა.

ერთი შეხედვით, ეს სიზარმაცეს ჰგავს, თუმცა ასეთ დასვენებას საკუთარი სარგებელი აქვს. სტატიის მიხედვით, იატაკზე მშვიდად წოლა სხეულთან კავშირის აღდგენასა და მოდუნებაში გვეხმარება. მუდმივი აქტიურობის ნაცვლად, ზოგჯერ უმოქმედობა გონებისა და სხეულის დასვენების საშუალებაა.

3. საყვარელი სიმღერის განმეორებით მოსმენა

ერთი და იმავე სიმღერის უსასრულოდ მოსმენა ბევრისთვის ნაცნობი ჩვევაა. მუსიკას შეუძლია ზუსტად გამოხატოს ის ემოციები, რომელთა გადმოცემაც თავად გვიჭირს.

მიჩიგანის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, ადამიანების დაახლოებით 86% საყვარელ სიმღერას დღეში ერთხელ ან კვირაში რამდენჯერმე მაინც უსმენს, ხოლო 60% ერთ ჯერზე რამდენჯერმე იმეორებს.

კვლევის ავტორის, ფსიქოლოგიის პროფესორ ფრედერიკ კონრადის განმარტებით, სიმღერის განმეორებით მოსმენა მასთან ემოციურ კავშირს აძლიერებს და მელოდიის გახსენებას მაშინაც გვიადვილებს, როცა მუსიკა აღარ ჟღერს.

4. შინაური ცხოველით ზედმეტად გატაცება

შინაური ცხოველისადმი განსაკუთრებული სიყვარულის გამო ზოგჯერ ადამიანებს დასცინიან, თუმცა ცხოველზე ზრუნვას დადებითი გავლენა აქვს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ მდგომარეობაზე.

ძაღლთან ყოველდღიური გასეირნება მოძრაობასა და სუფთა ჰაერზე ყოფნას გვაჩვევს, ხოლო კატის ჩახუტება და მისი კრუტუნის მოსმენა დამამშვიდებლად მოქმედებს.

ცხოველზე ზრუნვა სიყვარულის გამოხატვისა და ემოციური კავშირის გაძლიერების შესაძლებლობაცაა.

5. პატარა ნივთების შეგროვება

ზოგიერთ ადამიანს უყვარს ისეთი ნივთების შეგროვება, რომლებსაც სხვები განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებენ - ქვებს, ნიჟარებს, ძველ ნივთებსა თუ სხვა პატარა სამახსოვროებს.

ასეთი გატაცება ხშირად ბავშვობასთან ასოცირდება, თუმცა ზრდასრულ ასაკში ადამიანებს თითქოს მოეთხოვებათ, უარი თქვან მსგავს ახირებებზე და უფრო სერიოზულად შეხედონ ცხოვრებას.

თუმცა თუ პატარა ნივთების კოლექცია ადამიანს ბედნიერებას ანიჭებს, მისი ღირებულება სწორედ ამაშია.

6. ხეებთან საუბარი

ხეებთან საუბარი ბევრისთვის უცნაურ ჩვევად შეიძლება გამოიყურებოდეს, თუმცა ბუნებასთან ასეთი კავშირი ადამიანს გარემოსთან უფრო ახლოს აგრძნობინებს თავს.

იაპონური პრაქტიკა „შინრინ-იოკუ“, ანუ ტყის აბაზანები, ტყეში ყოფნასა და ბუნების ყველა შეგრძნებით აღქმას გულისხმობს. ნიპონის სამედიცინო სკოლის პროფესორ ცინგ ლის კვლევების მიხედვით, ტყეში დროის გატარებას ჯანმრთელობისთვის არაერთი სარგებელი აქვს: შესაძლოა, დადებითად იმოქმედოს იმუნურ სისტემაზე, განწყობასა და არტერიულ წნევაზე.

პროფესორი რეკომენდაციას უწევს ბუნებაში ორიდან ექვს საათამდე დროის გატარებას, რათა ადამიანმა გარემოს მშვიდად და სრულად აღქმა შეძლოს.

7. მიზნების ვიზუალიზაციისთვის სპეციალური დაფის შექმნა

ზოგი ადამიანი საკუთარ მიზნებსა და ოცნებებს სურათებით ასახავს და მათგან ე.წ. სურვილების დაფას ქმნის. სხვებისთვის ეს უცნაურ ან არარეალურ პრაქტიკად შეიძლება გამოიყურებოდეს, თუმცა ნეირომეცნიერ ტარა სვარტის განმარტებით, ვიზუალიზაცია ტვინს მიზნების განხორციელებაში ეხმარება.

როცა სასურველ შედეგებს სურათებით წარმოვიდგენთ და მათ ხშირად ვხედავთ, ისინი ყურადღების ცენტრში რჩება და მოქმედების მოტივაციას გვაძლევს.

8. ზრდასრულ ასაკშიც სათამაშოებით თამაში

ზრდასრულ ასაკში სათამაშოებით თამაში ზოგისთვის ბავშვურ საქციელად ითვლება, თუმცა მას დასვენებისა და სტრესის შემცირების ფუნქციაც აქვს.

იქნება ეს სამუშაო მაგიდაზე ფიჯეტ-სათამაშოების ქონა, LEGO-ს რთული კონსტრუქციების აწყობა თუ სხვა გასართობი აქტივობა - თამაში ადამიანს ყოველდღიური პასუხისმგებლობებისგან დროებით ათავისუფლებს და შემოქმედებითობას უწყობს ხელს.

სპეციალისტების განმარტებით, ზრდასრულ ასაკში გართობა ფუფუნება კი არა, ცხოვრების ხარისხისთვის მნიშვნელოვანი ნაწილია.

9. მაგიისა და ცრურწმენების რწმენა

იღბლიანი წინდების ჩაცმა მნიშვნელოვანი თამაშის დღეს, სურვილების ჩაფიქრება ან ბავშვებისთვის ზღაპრული ისტორიების შენარჩუნება - ეს ყველაფერი ყოველდღიურ ცხოვრებაში პატარა ჯადოსნურობის შეტანის გზებია.

მაგიის რწმენა ყველასთვის ერთნაირ რამეს არ ნიშნავს. ზოგისთვის ეს ოჯახური ტრადიციებია, ზოგისთვის კი საყვარელ ადამიანთან დაკავშირებული განსაკუთრებული განცდა ან ბუნების სილამაზით აღფრთოვანება.

არ არის აუცილებელი, კრისტალების დიდი კოლექცია გქონდეთ ან ყოველ სავსემთვარეობას რიტუალებს ატარებდეთ. ზოგჯერ ჯადოსნური შეგრძნება ყოველდღიურ, ერთი შეხედვით ჩვეულებრივ მოვლენებშიც იმალება.