მშობლები

როგორ გარემოში უნდა გაიზარდოს ბავშვი იმისთვის, რომ უფრო ჭკვიანი იყოს

როგორ გარემოში უნდა გაიზარდოს ბავშვი იმისთვის, რომ უფრო ჭკვიანი იყოს

მოზარდის განვითარებაზე მის გონებრივ, ფსიქოლოგიურ, თუ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე უდიდეს გავლენას ახდენს ის გარემო, რომელშიც იზრდება.

ბუნებაში, მწვანე ადგილას დიდი დროის გატარება აყალიბებს ჯანსაღ ფსიქიკას, ადამიანს ხდის გონებაგახსნილს, კონცეტრირებულს, დადებითად მოქმედებს განწყობაზე - ბავშვებშიც და მოზრდილებშიც.

მეცნიერების საერთაშორისო აკადემიის კვლევის თანახმად, გამწვანებულ ადგილას დიდი დროის გატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდებისთვის. ეს მათ გონებაზე დადებითად მოქმედებს, ზრდის შემეცნებით უნარს და ასეთი ბავშვები უფრო ჭკვიანები არიან.

კვლევაში ჩართული იყო ბარსელონას სკოლების 2623 სკოლის მოსწავლე. მკვლევარებმა პირველ რიგში, შეაფასეს ბავშვების საცხოვრებელი ადგილისა და სკოლის გარშემო გამწვანების არეალი, ხოლო შემდეგ ბავშვების გონებაგახსნილობა სხვადასხვა ტესტების გამოყენებით.

ბავშვები, რომლებსაც ჰქონდათ უფრო მეტი გამწვანება სკოლისა და სახლის გარშემო უფრო პროგრესულები და ჭკვიანები აღმოჩნდნენ.

კვლევის ავტორები წერენ, რომ გამწვანებული ადგილი ერთგვარად ამცირებს ხმაურის აღქმას, რაც კარგი შესაძლებლობაა დავალებების უკეთ შესასრულებლად.

„მოზარდის გაზრდას მწვანე ადგილას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მისი გონებრივი განვითარებისთვის“, - წერენ მკვლევარები.



<a href="https://www.theatlantic.com">https://www.theatlantic.com</a>