LIFE

6 ჰობი რომლებიც შფოთვას ამცირებს

6 ჰობი რომლებიც შფოთვას ამცირებს

შფოთვა სხვადასხვა ფორმით, სხავდასხვა დროს ყველა ადამიანს აწუხებს. სამწუხაროდ, ადამიანების უმრავლესობა სტრესს არაჯანსაღი მეთოდებით უმკლავდება და ბუნებრივია, ეს სტრესს კიარ ამცირებს, არამედ, დროებით ავიწყებს მათ. უმჯობესია, ადამიანებმა სწორად განსაზღვრონ რა აშფოთებთ და ჯანსაღი გზების საშუალებით ეცადონ მათ დამარცხებასა და შემცირებას. 

ყველაზე კარგი საშუალება სტრესისა და შფოთვისგან თავის დასაღწევად ის საყვარელი საქმიანობებია, რომლებსაც ჰობს ვუწოდებთ. ეს თითოეული ადამიანის შემთხვევაში ინდივიდუალურია და შეიძლება იყოს ხატვა, კითხვა, ვარჯიში და ა.შ.

უმნიშვნელოა ის თუ ვინ ხარ, ცხოვრება მაინც ყოველთვის, ყველასთვის დარჩება იმ არაპროგნოზირებად მოვლენად, რომელიც მუდამ გვაძლევს საბაბს სტრესისა და შფოთვისთვის. სწორედ ამიტომ, უმჯობესია აღმოაჩინოთ რისი კეთება გგვრით შვებას. TREND. გთავაზობთ, რამდენიმე ჰობის ჩამონათვალს, რომლებიც, როგორც წესი, საუკეთესო ანტისტრესული აქტივობებია და რაც მთავარია, ჯანსაღი და სასარგებლო:

1. ხატეთ ან წერეთ

6 ჰობი რომლებიც შფოთვას ამცირებს

თუ ხშირად გრძნობთ, რომ თითქმის უმიზეზოდ გეუფლებათ შფოთვა და ეს ძალიან გაწუხებთ, გირჩევთ, მოერიდოთ მთელი ღამის განმავლობაში სოციალური მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გამოყენებას და გააღვიძოთ თქვენში მხატვარი. შესაძლოა, შფოთვის და ცუდი ემოციური ფონის დროს, სულაც ფიქრობდეთ, რომ ხატვა ან წერა საერთოდ არ არის გამოსავალი და ამისი არც ნებისყოფა და ძალა გაქვთ, თუმცა, უბრალოდ სცადეთ. ჩართეთ თქვენი საყვარელი მუსიკოსის შემოქმედება, დაისხით ჭიქა ღვინო და შეუდექით საქმეს. ამ აქტივობის მთელი არსი იმაშია, რომ მაშინაც, როცა არ ფიქრობთ, რომ თქვენში არსებობს შემოქმედებითი ნატურა, თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, იგი მაინც უნდა ეძებოთ. 

2. იკითხეთ ან უყურეთ სატელევიზიო შოუს

6 ჰობი რომლებიც შფოთვას ამცირებს

სწორედ ერთ-ერთ წიგნგში ამოვიკითხე: 'თუ გსურს დაივიწყო მთლიანი, უნდა ორიენტირდე წვრილმანებზე'. პირველად სწორედ მაშინ დავფიქრდი, შეიძლებოდა თუ არა დეტალებზე ორიენტირებით დამევიწყებინა საკუთარი სტრესული მდგომარეობა ან უარყოფითი ემოციური ფონი. უნდა გითხრათ, რომ ეს მეთოდი ამართლებს. სწორედ ამიტომ, გირჩევთ, რომ მთლიანის დასავიწყებლად, ყურადღება ისეთ სასარგებლო საკითხებზე გადაიტანოთ, როგორიც კითხვაა. თუ ეს უკანასკნელი ძალიან არ გსურთ, მაშინ გამოსავალი სატელევიზიო შოუებშია. მსგავს შოუებში მუდამ განიხილავენ ისეთ საკითხებს, რომლებიც გვაინტერესებს ან პირიქით. საქმე იმაშია, რომ ყველა შემთხვევაში, ორივე აქტივობა მოგვცემს საშუალებას ყურადღება გადავიტანოთ სხვა რამეზე ჩვენი არც ისე სახარბიელო ემოციური მდგომარეობიდან. 

3. გაატარეთ დრო გარეთ

6 ჰობი რომლებიც შფოთვას ამცირებს

სუფთა ჰაერი და მზე ხასიათისა და განწყობის გასაუმჯობესებელი საუკეთესო თერაპიაა. თუ ფეხით ბევრი სიარული თქვენთვის პრობლემას წარმოადგენს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ველოსიპედი ან გახვიდეთ ბუნებაში მანქანით და რამდენიმე საათის განმავლობაში დაისვენოთ. სასურველია იცოდეთ, რომ ეს დასვენება მნიშვნელოვანია, როგორც თქვენი განწყობისთვის, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვისაც. 

4. ავარჯიშეთ გონება

6 ჰობი რომლებიც შფოთვას ამცირებს

შფოთვისა და სტრესის ძირითადი გამომწვევი მიზეზი ხშირად ის ხდება, რომ ადამიანებს უჭირთ თავიანთ გონებაში წარმოქმნილ ქაოსთან გამკლავება. ისეთი ჰობი, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენი გონების ვარჯიშს, მის კონცენტრირებას მიზნებსა და ახალ იდეებზე, მნიშვნელოვანია იპოვოთ. ამგვარ ჰობებს შორის, ერთ-ერთ საუკეთესოდ მედიტაცია და იოგა მიიჩნევა. როგორც იოგაზე ამბობენ, იგი არსებითად უფასო მედიცინაა, ხოლო მედიტაცია სტაციონალური მედიცინის ერთ-ერთი სახეობა. 

5. ივარჯიშეთ

6 ჰობი რომლებიც შფოთვას ამცირებს

შფოთვისა და აგრესიისგან გასათავისუფლებლად საუკეთესო გზა ვარჯიშია. მიუხედავად ამისა, ვარჯიშით სიამოვნების მიღება ყველა ადამიანის კომპეტენციაში ერთნაირად არ შედის. თუმცა, თუ თქვენც მათ შორის ხართ, ვინც ვარჯიშისას შფოთვისა და სტრესისგან თავისუფლდება, სიამოვნებას იღებთ, მაშინ, შეუძლებელია ამაზე კარგი რამე გირჩიოთ. 

6. თვითგანვითარების კურსები

6 ჰობი რომლებიც შფოთვას ამცირებს

ბუნებრივია, ისეთ რეჟიმში, როგორიც დღეს ქალების უმრავლესობას აქვს, რთულია დროის გამონახვა დამატებითი კურსებითვის. სამსახური, თავის მოვლა-მოწესრიგება, ოჯახი და სხვა პასუხისმგებლობები საკმაოდ ბევრ დროს გვართმევს, თუმცა, ამავდროულად სტრესისა და შფოთვის გამომწვევი მიზეზებიც ხშირად ეს პასუხისმგებლობები ხდება. ამიტომ, ცოტაოდენი ძალისხმევის შედეგად, გირჩევთ, გამონახოთ დრო იმისთვის რაც ძალიან გიყვართ. თუ კულინარიით ხართ გატაცებული, საშუალება გაქვთ ჩაეწეროთ რომელიმე კულინარიულ კურსში და განივითაროთ თქვენი შესაძლებლობები. 



thisisinsider.com