რა არ უნდა გააკეთოთ უცხო ქვეყნებში მოგზაურობისას არავითარ შემთხვევაში - წესები, რომელთა დაცვაც აუცილებელია
- 23.03.2017
უცხო ქვეყანაში ვიზიტისას ყველას უწევს ადგილობრივი ტრადიციებისა და წესების დაცვა. სხვადასხვა ქვეყნებში ადამიანებს განსხვავებული შეხედულებები და წესები აქვთ და თუ მათ მიმართ პატივისცემის გამოხატვა გვსურს, გარკვეულწილად, მათ წესებს უნდა დავემორჩილოთ.
მოგზაურობის მოყვარულებს გთავაზობთ საინტერესო ინფორმაციას, რომელიც უცხო გარემოში ადაპტირებას გაგიმარტივებთ:
რა არ უნდა გააკეთოთ ქვემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში მოგზაურობისას არავითარ შემთხვევაში:
1. ჩილე - არაფერი შეჭამოთ აქ თითებით. მანერებს ჩილელები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ;
2. სინგაპური - ფრთხილად იყავით, აქ უმნიშვნელო საკითხებზეც შეიძლება დაგაჯარიმონ - აკრძალულია ფრინველების დაპურება, ჭამა საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
3. ინდოეთი - არ აკოცოთ და არ ჩაეხუტოთ საპირისპირო სქესის წარმომადგენელს საჯაროდ. ინდოეთში ამის გამო შეიძლება ციხეში მოხვდეთ.
4. ახალი ზელანდია - აქ არასოდეს იხუმროთ რაგბიზე, „ბეჭდების მბრძანებელსა“ და დიდი ბრიტანეთის დედოფალზე. ახალი ზელანდიელები ამ თემებზე არ ხუმრობენ და ყველა სიტყვას სერიოზულად აღიქვამენ.
5. ნორვეგია - არავის მისცეთ თანხმობის ჟესტი. ეს აქ უხამს ჟესტად ითვლება. ეცადეთ, არ მიიღოთ ალკოჰოლი. ქუჩაში საჯაროდ მთვრალი სიარული სამარცხვინოდ ითვლება.
6. დიდი ბრიტანეთი - არ ჰკითხოთ ადამიანებს რა რაოდენობის ფულს გამოიმუშავებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უტაქტო ადამიანად ჩაგთვლიან.
7. ირლანდია - ნუ ეცდებით, რომ ისაუბროთ ირლანდიელებივით. ირლანდიელებს რეგიონების მიხედვით განსხვავებული აქცენტი აქვთ და აქცენტის მიხედვით ცნობენ ადამიანებს, თქვენს მცდელობას - მიემსგავსოთ მათ, სასაცილოდ ჩათვლიან. არ დაიწყოთ ბარში დალევა, თუ საკმარისი ფული არ გაქვთ.
8. გერმანია - ნუ გამოიყენებთ ნაცისტურ ჟესტიკულაციას. ეს გერმანიაში დანაშაულად ითვლება და შეიძლება დაგსაჯონ. ნუ მიაშტერდებით ადამიანებს - აქ ასე მხოლოდ გაუნათლებლები და გიჟები იქცევიან. ნუ შეხედავთ ვინმეს მეგობრულად - გერმანელს დიდი დრო სჭირდება ადამიანთან დასაახლოებლად, ამიტომ, თქვენი მეგობრული მზერა უადგილოა. დაბადების დღე არავის მიულოცოთ მის დადგომამდე. ამ საკითხში გერმანელები არიან ცრუმორწმუნეები და სჯერათ, რომ ერთი წუთით ადრე მილოცვაც კი ცუდის ნიშანია.
9. მალაიზია - არავის შეეხოთ თავზე! მეგობრულად თავზე ხელის გადასმა, ან თმაზე შეხება, განსაკუთრებით ბავშვებზე, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და ამას უპატივცემულობად ჩათვლიან. მალაიზილებს მიაჩნიათ, რომ თავი სხეულის ყველაზე წმინდა ნაწილია.
თემები: მამაკაცი, ქალი, მოგზაურობა
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია