17 მარტს უკვე საქართველოშიც განსაკუთრებულად ხვდებიან: წმინდა პატრიკის დღესასწაული ირლანდიური წარმოშობისაა, თუმცა მას მთელი მსოფლიო ზეიმობს, როგორც გაზაფხულის მოსვლის და მხიარულების სიმბოლოს. ტრადიციული სასმელი კი ალბათ უკვე გამოიცანით, რომ დღესასწაულის სამშობლოდან გამომდინარე, ვისკია.
წმინდა პატრიკის თბილისური მისია საკუთარ თავზე ტრადიციულმა ირლანდიურმა ვისკიმ — Tullamore D.E.W.-მ აიღო: Tullamore-ის ამბასადორმა მუსიკოსებმა და პრომო-გოგონებმა თბილისის პაბები მოირბინეს და სტუმრებს ნამდვილი დღესასწაული მოუწყვეს: ირლანდიური ჰანგების ქვეშ ვისკის დაგემოვნების საშუალება მისცეს და Tullamore D.E.W.-ის სუვენირებითაც დაასაჩუქრეს.
2 სიტყვით დღესასწაულის შესახებ: წმინდა პატრიკის დღე საუკუნეების წინ მკაცრი რელიგიური დღესასწაული იყო, იმ დროს ირლანდიის ყველა პაბი იკეტებოდა და ადამიანები საოჯახო გარემოში მოკრძალებულად ზეიმობდნენ. დღეს კი ყველაფერი შეიცვალა: გაიგე მეტი წმინდა პატრიკის დღესასწაულის შესახებ და შეუერთდი 17 მარტის ტრადიციას! ბოლოს და ბოლოს, დღესასწაული და ზეიმი ზედმეტი არასოდესაა!
თემები: Tullamore D.E.W., St.Patrick's Day, წმინდა პატრიკის დღე, ირლანდიური ვისკი, თბილისის პაბები, ტრადიციული ვისკი, მაღალი ხარისხის ვისკი, Irish Whiskey
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია