დიეტა, რომლის საშუალებითაც სულ რაღაც ორ კვირაში 8 კილოგრამს დაიკლებთ
- 25.03.2017
გთავაზობთ დიეტას, რომლის საშუალებითაც ორ კვირაში 8 კილოგრამის დაკლებას შეძლებთ
პირველი დღე
საუზმე - ყავისა და კაკაოს მუსი. მომზადების წესი: დააბლენდერეთ გაყინული ბანანი ¾ ჭიქა ნუშის რძესთან, ½ ჭიქა ცივ ყავასთან, ერთი სუფრის კოვზ ნუშის კარაქსა და ერთი სუფრის კოვზ კაკაოს პუდრთან ერთად. დაამატეთ ცოტაოდენი მარილი და მიირთვით მიღებული მიქსი.
სადილი - ავოკადოსა და კვერცხის სალათი. მომზადების წესი: აურიეთ 2 ცალი კარგად მოხარშული კვრეცხი და ½ ავოკადო, დაუმატეთ კამა. შეგიძლიათ დაუმატოთ ბოსტნეულის ასორტი და ასე მიირთვათ.
ვახშამი - ახალი თევზი და ბოსტნეული. მომზადების წესი: თევზის რამდენიმე ნაჭერს დაუმატეთ პომიდორი, ზეთის ხილი და შეწვით. მიირთვით ამ საჭმელთან ერთად ერთი ჭიქა ქოქოსის რძე, ჯინჯერი. შეგიძლიათ მიირთვათ ის დარიჩინთან ერთად.
მეორე დღე
საუზმე: შემწვარი კვერცხი. მომზადების წესი: ორ კვერცხს დაუმატეთ ისპანახი, რეჰანი და ზღვის მარილი. დაუმატეთ მაფინი და ქოქოსის ზეთი. შეწვით 325გრადუს ცელსიუსზე.
სადილი: შეურიეთ დამარილებული თევზი და ზეთისხილი, დაამატეთ ერთი, კარგად მოხარშული კვერცხი. დაუმატეთ მოხარშული ლობიოს მარცვლები, პომიდორი და ზეითუნის ზეთი. ამ საკვებთან ერთად შეგიძლიათ მიიღოთ მზესუმზირის კარაქი.
ვახშამი - ყაბაყისა და ინდაურის ბურგერი. მომზადების წესი: ინდაურის მოხარშულ ხორცს დაუმატეთ ½ გახეხილი ყაბაყი, 1, ან 2 წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი. ერთი სუფრის კოვზი პიტნა და ქინძი. დაუმატეთ ნახევარი კბილი ნიორი, ¼ სუფრის კოვზი წიწაკა.
მესამე დღე
საუზმე - ჩიას მარცვლებისა და ნუშის რძის პუდინგი, ½ ჭიქა ალუბლით. მომზადების წესი: ორ სუფრის კოვზ ჩიას მარცვლებსა და ასევე ამდენივე ქოქოსის ფანტელებს დაუმატეთ ერთი ჭიქა ნუშის რძე, აადუღეთ, ღამე მაცივარში შეინახეთ და დილით მიირთვით
სადილი: - მიირთვის ინდაურის ბურგერი პომიდორთან და ბოსტნეულთან ერთად. დაუმატეთ ½ ავოკადო და ზღვის მარილი.
ვახშამი: ორაგული მდოგვთან და კომბოსტოსთან ერთად. მომზადების წესი: ორაგულის ნაჭრებსა და ½ დაჭრილ კომბოსტოს დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და შეწვით 450 გრადუსზე და გააჩერეთ 20 წუთი. დაუმატეთ ზღვის მარილი და ცოტაოდენი პილპილი.
მეოთხე დღე:
საუზმე: შვრია - დაუმატეთ ორ ჩაის კოვზ კაკაოს დაჭრილი ნიგოზი, ან ნუში. ზღვის მარილი და ნაზავი შეურიეთ ერთ ჭიქა მოხარშულ შვრიაში.
სადილი: შეურიეთ მოხარშული ქათმის თეთრი ხორცი დაჭრილ ვაშლს. წითელ ხახვს, ნიახურს, ერთ სუფროს კოვზ ავოკადოს. დაუმატეთ ვაშლის ძმარი. შეგიძლიათ მიირთვათ მასთან ერთად ნუში.
ვახშამი: შემწვარი კვერცხი მოხალულ სატაცურთან ერთად და ასე მიირთვით.
მეხუთე დღე:
საუზმე: - ავოკადოს მუსი - დააბლენდერეთ ½ ავოკადო ისპანახთან და ცოტაოდენ რეჰანთან ერთად. დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი ჩიას მარცვლები და ასევე ერთი სუფრის კოვზი ჯინჯერი. დაუმატეთ ერთი ჭიქა ქოქოსის რძე და ნახევარი ჭიქა დაჭრილი ანანასი.
სადილი: - კომბოსტოს სალათი - ნახევარ დაჭრილ კომბოსტოს დაუმატეთ გოგრის მარცვლები, ერთი სუფრის კოვზი გამხმარი ალუბალი, დაუმატეთ ორი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი ერთი სუფრის კოვზი, ნახევარი სუფრის კოვზი დაჭყლეტილი ნიორი. შეგიძლიათ მიირთვათ მასთან ერთად მოხარშული კვერცხი და კიტრი
ვახშამი: -ყაბაყი ზღვის პროდუქტებთან ერთად. დაჭრილ ყაბაყს დაუმატეთ რომელიმე მოხარშული ზღვის პროდუქტი. შეგიძლიათ დაამატოთ ერთი კბილი ნიორი, მცირეოდენი რეჰანი, დაამატეთ ზეითუნის ზეთი.
მეექვსე დღე:
საუზმე: ბანანის ბლინები - ორ ათქვეფილ კვერცხს დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი გახეხილი ქოქოსი. მოაყარეთ გახეხილი ბანანი. დაამატეთ 1 სუფრის კოვზი შიის მარცვლები და დარიჩინი. დაუმატეთ ქოქოსის ზეთი და შეწვით.
სადილი: მიირთვით ორაგულისა და ავოკადოს სალათი ბოსტნეულთან ერთად.
ვახშამი: შემწვარი ქათამი ყვავილოვან კომბოსტოსთან ერთად: შეაზავეთქათამი ყვავილოვანი კომბოსტოთი, მოასხით ზეითუნის ზეთი და ასე შეწვით.
მეშვიდე დღე:
საუზმე: მიირთვით ავოკადო. ½ ავოკადოს დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი ზღვის მარილი, ლიმონის წვენი და მიირთვით ის პურთან ერთად.
სადილი: ბოსტნეულის სალათი - შეურიეთ მოხარშული ლობიოს მარცვლები კარგად დაჭრილ კომბოსტოსა და სტაფილოს და დაუმატეთ მოხალული ყვავილოვანი კომბოსტო. მარილი გემოვნებით
ვახშამი - მიირთვისთ სტეიკი ჩიმიჩურისთან ერთად. ეს უკანასკნელი არგენტინული საწებელი გახლავთ .
გაიმეორეთ დიეტა ორი კვირის განმავლობაში და შედეგი თვალშისაცემი იქნება.
თემები: დიეტა, სწორი კვება, მოტივაცია, წონაში დაკლება, კალორიები, რა უნდა მივირთვათ, რა არ უნდა მივირთვათ
<a href="http://www.harpersbazaar.com/">http://www.harpersbazaar.com/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია