8 რჩევა ინტიმური ჰიგიენისთვის - რათა თავიდან აიცილოთ დაავადებები
- 29.03.2017
როგორ შევინარჩუნოთ ინტიმური ჰიგიენა, ისე რომ თავიდან ავიცილოთ დაავადებები? - გთავაზობთ 8 საინტერესო რჩევას, რომელიც ჰიგიენის დაცვაში დაგეხმარებათ.
1. დაიცავით დიეტა
იმისათვის რომ შეინარჩუნოთ კარგი რეპოდუქციული ჯანმრთელობა დაიცავით დაბალანსებული დიეტა. არსებობს საკვები რომელიც გეხმარებათ ვაგინალური სიმშრალის დაძლევაში. მაგალითად, იდეალურია მოცვი, სოიო. საკვების ეს სახეობები შეიცავს ესტროგენებს და ერთგვარ ლუბრიკანტის როლს ასრულებს.
2. აუცილებლად გამოიყენეთ პრეზერვატივი
თუ დაფეხმძიმებას არ აპირებთ, ბაქტერიებისა და ვაგინალური ინფექციებისგან თავის დასაცავად სექსის დროს აუცილებლად გამოიყენეთ პრეზერვატივი.
3. გაიპარსეთ
მხოლოდ მითია, რომ ინტიმურ ადგილას თმა ინფექციებისგან დაგიცავთ, პირიქით, გაიპარსეთ თმა კვირაში ერთხელ და გამოიყენეთ ყოველ ჯერზე ახალი ერთჯერადი საპარსი.
4. იარეთ გინეკოლოგთან
2-3 წელიწადში ერთხელ გაიკეთეთ პაპ-ტესტის ანალიზი. ეს დაგიცავთ საშვილოსნოს ყელის კიბოსგან, რადგან ადრეული ინფორმაცია, რომ პრობლემა გაქვთ, მის დაძლევაში დაგეხმარებათ. ასევე მიაკითხეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ საშოს მიდამოებში უცნაური ქავილის შეგრძნებას და სუნიან გამონადენს.
5. ატარეთ ბამბის თეთრეული
ნუ იფიქრებთ მხოლოდ იმაზე როგორ გამოიყურება თქვენი ბიკინი, არამედ შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ის აუცილებლად იყოს ბამბის. ბამბა შთანთქავს ტენიანობას და კანს აძლევს სუნთქვის საშუალებას.
6. გაიძლიერეთ მენჯის კუნთები
ბევრმა ქალმა არ იცის, რომ ძლიერი ორგაზმის ერთ-ერთი საიდუმლო სწორედ კეგლის ვარჯიშებშია. ეს ყველა ქალმა უნდა გააკეთოს.
7. დაიცავით თავი შორტების ხმარებისას
წარმოიდგინეთ და შორტი იწვევს გენიტალიურ დაბუჟებას, ამიტომ თუ მასში მცირეოდენ დისკომფორტს მაინც იგრძნობთ, აუცილებლად გაიხადეთ.
8. სარეცხის საპონი აკრძალულია
რატომღაც ხშირად გაიგებთ მითს, რომ საშოს დაბანა სარეცხის საპონით ძალიან კარგია. რეალურად კი ეს საშიშია თქვენი ჯანმრთელობისთვის, რადგან შეიძლება კანის სიმშრალე გამოიწვიოს. ამიტომ დაიბანეთ მხოლოდ თბილი წყლის და არ იხმაროთ არანაირი საპონი.
თემები: ჰიგიენა, ინტიმური, აბაზანა
<a href="http://www.wikihow.com/">http://www.wikihow.com/</a>