LIFE

როგორ უნდა გამოიცნოთ მამაკაცს უყვარხართ, თუ ის უბრალოდ გატაცებულია თქვენით

როგორ უნდა გამოიცნოთ მამაკაცს უყვარხართ, თუ ის უბრალოდ გატაცებულია თქვენით

როდესაც ქალი თავდავიწყებით შეყვარებულია, შეიძლება გაუჭირდეს იმის გარკვევა, მის რჩეულს უყვარს იგი თუ მხოლოდ გატაცებულია და მისით ტკბება. ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ქალს შეუძლია გაარკვიოს, რა გრძნობები აქვს მის მიმართ მამაკაცს.

შეყვარებულია, თუ...

აღიარებს, რომ წინა რომანების დროს არ გაუმართლა.

თქვენში ისეთ თვისებებს აღმოაჩენს, რომლებიც აქამდე არავის შეუმჩნევია.

როგორ უნდა გამოიცნოთ მამაკაცს უყვარხართ, თუ ის უბრალოდ გატაცებულია თქვენით

თქვენს მშობლებთან და მეგობრებთან შეხვედრის წინ შესამჩნევად ღელავს.

განწყობა უფუჭდება, როდესაც მეგობარ მამაკაცებზე რაიმეს უამბობთ.

ყურადღებით გისმენთ, როდესაც ბავშვობაზე უყვებით.

როგორ უნდა გამოიცნოთ მამაკაცს უყვარხართ, თუ ის უბრალოდ გატაცებულია თქვენით

ცდილობს, რაც კი იცის, გასწავლოთ, თუნდაც მანქანის მართვა ან თევზაობა.

გულწრფელად უკვირს, როდესაც ეუბნებით, რომ გახდომას აპირებთ.

თქვენს ტელეფონის ნომერსა და დაბადების დღეს მაშინვე იმახსოვრებს.

როგორ უნდა გამოიცნოთ მამაკაცს უყვარხართ, თუ ის უბრალოდ გატაცებულია თქვენით

აღარ ახსოვს, რა უთხრეს ახლობლებმა თქვენი გაცნობის შემდეგ.

სახლში გეპატიჟებათ და გპირდებათ, რომ ბავშვობის ფოტოებს დაგათვალიერებინებთ.

თავის ცხოვრებაზე ყველაფერს გიამბობთ, თუნდაც იმ ეპიზოდს, როგორ გაძლო ერთი კვირა სრულ მარტოობაში.

როგორ უნდა გამოიცნოთ მამაკაცს უყვარხართ, თუ ის უბრალოდ გატაცებულია თქვენით

გულწრფელად აინტერესებს თქვენი პროფესიული გეგმები.

თქვენ მიერ მოყოლილ უღიმღამო ანეკდოტებზეც კი ეცინება.

თავის გრძნობებს თბილად გამოხატავს და მეტსახელსაც გეძახით.

როგორ უნდა გამოიცნოთ მამაკაცს უყვარხართ, თუ ის უბრალოდ გატაცებულია თქვენით

გაცნობთ თავის ყველა ცოლიან მეგობარს და შემდეგ აღიარებს, რომ მათი ნამდვილად შურს.

ის გატაცებულია, თუ...

სიამოვნებით გიამბობთ წინა რომანებზე.

ბანალურ ქათინაურებს გეუბნებათ, რაც ადრეც არაერთხელ გსმენიათ.

თავის მეტოქეებზე თვითონვე გეკითხებათ და ყურადღებით გისმენთ.

როგორ უნდა გამოიცნოთ მამაკაცს უყვარხართ, თუ ის უბრალოდ გატაცებულია თქვენით

თქვენი ფოტოალბომიდან მხოლოდ ბოლო წლების სურათები აინტერესებს.

გაძლევთ რჩევებს იმის თაობაზე, როგორ გაიუმჯობესოთ გარეგნობა.

მართალია, თქვენი საყვარელი სუნამოს სუნი ახსოვს, მაგრამ თქვენს ტელეფონს ვერ იმახსოვრებს.

როგორ უნდა გამოიცნოთ მამაკაცს უყვარხართ, თუ ის უბრალოდ გატაცებულია თქვენით

არც დედათქვენის სახელი ახსოვს და არც ის, რომელი ნაყინი გიყვართ ყველაზე მეტად.

გაკვირდებათ და გეუბნებათ, რომ ერთ კინოვარსკვლავს აგონებთ.

როგორ უნდა გამოიცნოთ მამაკაცს უყვარხართ, თუ ის უბრალოდ გატაცებულია თქვენით

სახლში გიწვევთ და რომანტიკულ ვახშამს გპირდებათ შამპანურით, სანთლებითა და განსაკუთრებული რეცეპტით მომზადებული ყავით.

როგორ უნდა გამოიცნოთ მამაკაცს უყვარხართ, თუ ის უბრალოდ გატაცებულია თქვენით

თუ თქვენი შეხვედრა გვიანობამდე გაგრძელდა, სახლში ტაქსით გაგზავნით, მაგრამ თან არ მოგყვებათ.

დაწვრილებით გიამბობთ, როგორი შთაბეჭდილება მოახდინეთ მის მეგობრებზე.

როგორ უნდა გამოიცნოთ მამაკაცს უყვარხართ, თუ ის უბრალოდ გატაცებულია თქვენით



<a href="https://www.gorgeousgirl.com">https://www.gorgeousgirl.com</a>