SEX

რამდენიმე საიდუმლო საუკეთესო სექსისთვის

რამდენიმე საიდუმლო საუკეთესო სექსისთვის

თქვენ ზუსტად არ გახსოვთ როდის მოხდა ეს, თუმცა, გრძნობთ, რომ სექსუალური ცხოვრებისა და პარტნიორის მიმართ ინტერესი დაკარგეთ. საღამოს 11 საათზე, სატელევიზიო შოუთი უფრო ინტერესდებით ვიდრე თქვენს პარტნიორთან ერთად სექსუალური ფანტაზიების გაცოცხლებითა და სექსით. მაშინაც კი, როცა თავს ენერგიულად გრძნობთ, სექსის განწყობა არ გაქვთ. 

საქმე იმაშია, რომ თქვენ გიყვართ და მოგწონთ სექსი, მეტიც, ძალიანაც მოგწონთ. იგივეს გრძნობთ საკუთარი პარტნიორის მიმართაც. თუმცა, არ იცით რა ხდება?! ის რაც კარგ სექსში ხელს გვიშლის, ზოგჯერ რამდენიმე ტიპის ემოციური ბარიერით არის განპირობებული. იწყება საკუთარი სხეულის კომპლექსითა და მოწყენილობის ფორმას იღებს. თუმცა, კარგი ამბავი ის არის, რომ ამის დაძლევა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია და საკუთარი სექსუალურობის გაცოცხლებაც არც ისე რთულია. 

გაგიმხელთ რამდენიმე საიდუმლოს იმისთვის, რომ შეძლოთ საკუთარ მოწყენაზე გამარჯვება და შედეგად, სასურველ პარტნიორთან შეუდარებელი და საუკეთესო სექსით დაკავდეთ:

1. შეიყვარეთ საკუთარი შიშველი სხეული

რამდენიმე საიდუმლო საუკეთესო სექსისთვის

ქალები, რომლებიც საკუთარ სექსუალურ ცხოვრებას არ უჩივიან, საკუთარი სხეულის მიმართ დადებითად არიან განწყობილები. ასეთი ქალების უმრავლესობა თავს ძლიერ და სექსუალურ ქალად თვლის. ქალები, რომლებიც თავიანთი სხეულის იდეალურობას ეჭვქვეშ აყენებენ და გამუდმებით, სექსის დროს იმაზე ფიქრობენ თუ როგორი პრობლემური წონა, არაესთეტიკური ვიზუალი აქვთ, ვერასოდეს იღებენ პარტნიორთან სექსით ისეთ სიამოვნებას, როგორიც სურთ. რახან ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ყველა პრობლემა, რომელიც გვაქვს, საკუთარ თავზე მუშაობით გვარდება, იმაზეც უნდა შევთანმდეთ, რომ არც ეს კონკრეტული პრობლემაა გამონაკლისი და პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, საკუთარი სხეულისა და თავის მიღება შევძლოთ ისეთად, როგორებიც ვართ. ხშირად შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ არ არსებობს არაფერი და არავინ იდეალური, ასევე, სთხოვეთ თქვენს პარტნიორს, ხშირად გითხრათ კომპლიმენტები. 

2. დაუკავშირეთ თქვენი გონება სხეულს

რამდენიმე საიდუმლო საუკეთესო სექსისთვის

თუ მხოლოდ ის პერიოდი გახსენდებათ პოზიტიურად, როცა საკუთარი სხეულით ბოლომდე კმაყოფილი იყავით, გაიხენეთ, რა აქტივობის ან ძალისხმევის შედეგად მიხვედით კმაყოფილებმადე. ეცადეთ, კვლავ დაკავდეთ იმავე აქტივობებით და ნაკლებად კრიტიკულად შეაფასოთ საკუთარი ვიზუალი. როცა ქალი საკუთარი თავის მიმართ უარყოფითად არის განწყობილი, მას ნაკლებად შესწევს უნარი, თავისი სხეულის ენა გაიგოს. ავარჯიშეთ საკუთარი გონება, მომართეთ იგი პოზიტიურისკენ და თუ ფიქრობთ, რომ დამატებითი აქტივობები აუცილებლად გჭირდებათ ფორმაში ყოფნისთვის, დადებითად მიუდექით ამ საკითხსაც. 

3. შეიქმენით განწყობა და დაკავდით სექსით

რამდენიმე საიდუმლო საუკეთესო სექსისთვის

ვიცით, რომ ძალიან რთულია, განწყობის გარეშე ნებისმიერი რამის კეთება, თუმცა, ასევე უნდა გითხრათ, რომ ეს მეთოდი საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. როცა ადამიანი საკუთარ თავს იმაში არწმუნებს, რომ არ შეუძლია ჰქონდეს სექსი, მას ამის სურვილიც ეკარგება. დაარწმუნეთ საკუთარი თავი იმაში, რომ რეალობას თვალი გაუსწოროს, თქვენს პარტნიორს ძალიან მოსწონხართ და ამიტომაც სურს სექსი თვენთან. ნუ მისცემთ უფლებას ზედმეტ და არასაჭირო თვითკრიტიკას იმის უფლებას, რომ სიამოვნების მიღებაზე უარი თქვათ. 

4. გამოიყენე სექსუალური ხრიკები

რამდენიმე საიდუმლო საუკეთესო სექსისთვის

განსაკუთრებით მათ, ვინც დიდხნიან ურთიერთობაში იმყოფება და კარგა ხანია ერთსა და იმავე პარტნიორთან აქვს სექსი, ახალი თავგადასავლები და ექსპერიმენტები სჭირდებათ. ამიტომაც, ეცადეთ თქვენი სექსუალური ცხოვრება მოწყენილობამ არ შთანთქას და რუტინად არ იქცეს. თუ თქვენი პარტნიორისგან ახალ გამოცდილებასა და თავგადასავალზე არასოდეს მიგიღიათ შემოთავაზება, ნუ დაიცდით. თავად გადადგით პირველი ნაბიჯი და ალაპარაკდით იმ აუცილებლობაზე, რომელიც როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკე გჭირდებათ. 

5. დატოვეთ სახლი

რამდენიმე საიდუმლო საუკეთესო სექსისთვის

როგორც სექსში მრავალფეროვნებაა მნიშვნელოვანი და აუცილებელი, ასევეა გარემო, რომელშიც სექსით კავდებით. შესაბამისად, თუ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ თქვენს საძინებელში აძლევდით თავს უფლებას გქონოდათ სექსი სასურველ პარტნიორთან, ეცადეთ, დატოვოთ სახლი და ახალ გარემოშიც სცადოთ. გადით ქალაქგარეთ ან აიღეთ სასტუმროს ნომერი, შეგიძლიათ სცადოთ ლაშქრობაც. 



fitnessmagazine.com