LIFE

7 მთავარი სიმპტომი - ფრთხილად! თქვენ დეპრესიაში ხართ

7 მთავარი სიმპტომი - ფრთხილად! თქვენ დეპრესიაში ხართ

ზოგჯერ ადამიანები დეპრესიაში არიან, თუმცა ეს მკვეთრად გამოხატული არ არის. ამის გამო ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა დროთა განმავლობაში შესაძლოა ძალიან გართულდეს.

გთავაზობთ დეპრესიის 7 სიმპტომს. თუ ეს ნიშნები თქვენს თავში აღმოაჩინეთ, ყურადღებით უნდა იყოთ, თქვენ დეპრესიაში ხართ

1. ყველაფერი რთულად გეჩვენებათ - დეპრესია იწვევს ქმედითი ფუნქციების დაქვეითებას. ამ დროს ძალიან რთულია დაარწმუნო თავი რომ გააკეთოთ რაიმე.მცირედი სამუშაოს შესრულებაც კი კოშმარად გეჩვენებათ. ნუ უგულებელყობთ ამ სიმპტომს. ის დეპრესიის ნიშანია.

7 მთავარი სიმპტომი - ფრთხილად! თქვენ დეპრესიაში ხართ

2. ყველაფერი მოსაწყენია - დეპრესის დროს ადამიანი ემოციურად დაცლილია. დეპრესია შთანთქავს ცხოვრების ნათელ ფერებს და ყველაფერს, რაც ლამაზად გეჩვენებოდათ.თქვენთვის მოსაწყენი ხდება მეგობრებთან საუბარი, ერთ დროს საყვარელი სატელევიზიო გადაცემა. სიამოვნებას აღარაფერი გგვრით. გიჭირთ კონცენტრირება და არ გაინტერესებთ არაფერი, რაც სიცოცხლისთვის აუცილებელია.

7 მთავარი სიმპტომი - ფრთხილად! თქვენ დეპრესიაში ხართ

3. ყველა გაღიზიანებთ - ყველა და ყველაფერი ნერვებს გიშლით? - თუ რაიმე არ მოგწონთ და ჩხუბის ნაცვლად უბრალოდ გსურთ ადამიანებისგან იზოლირებული იყოთ, იკეტებით საკუთარ თავთან, ეს დეპრესიის ერთ-ერთი ნიშანია.

7 მთავარი სიმპტომი - ფრთხილად! თქვენ დეპრესიაში ხართ

4. ჭამთ გადაჭარბებულად, ან საერთოდ არ გაქვთ მადა, გაღიზიანებთ ტანსაცმლის საყიდლად წასვლაც კი - ზოგიერთი ადამიანი დეპრესიის დროს ნუგეშს საჭმელში ეძებს, ზოგიერთს საერთოდ ეკარგება მადა. ამიტომ, დეპრესიამ შეიძლება გამოიწვიოს წონაში მომატება და დაკლება. გაზრებათ ყველაფერი, მათ შორის საყიდლებზე წასვლა.

7 მთავარი სიმპტომი - ფრთხილად! თქვენ დეპრესიაში ხართ

5. თმა არის ცხიმიანი - ფსიქიკური აშლილობა გარდაქმნის ადამიანს. ის ივიწყებს ჰიგიენის ნორმებს. საერთოდ ივიწყებენ შხაპის მიღებას, შეუძლიათ ერთი კვირა ატარონ ჭუჭყიანი სამოსი.

7 მთავარი სიმპტომი - ფრთხილად! თქვენ დეპრესიაში ხართ

6. ვერ იძინებთ, ან სულ გეძინებათ - დეპრესიაში მყოფ ზოგიერთ ადამიანს გამუდმებით ეძინება, ან პირიქით - ვერ იძინებს. საერთოდ კი, ძილის გრაფიკის დარღვევა შეიძლება გახდეს დეპრესიის მიზეზი.

7 მთავარი სიმპტომი - ფრთხილად! თქვენ დეპრესიაში ხართ

7. ხდებით განსაკუთრებით მგრძნობიარე, ტკივილი აუტანელია - ურთიერთობა დეპრესიასა და ტკივილს შორის წარმოუდგენლად დიდია. ადამიანები, რომლებსაც ქრონიკულად სტკივათ რაღაც დიდი რისკის ქვეშ არიან - მათ დაჯაბნით დეპრესია. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ გონებას დეპრესია ტკივილისადმი უფრო სენსიტიურს ხდის. ადამიანები განსაკუთრებით მგრძნობიარეები ხდებიან.

7 მთავარი სიმპტომი - ფრთხილად! თქვენ დეპრესიაში ხართ



<a href="http://mentalfloss.com/">http://mentalfloss.com/</a>