მშობლები ხშირად განიცდიან თავიანთი შვილების კვებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მათი ნერვიულობა იწყება მაშინ, როცა ბავშვები კვებისას სხვადასხვა შემადგენლობაზე უარს ამბობენ, არჩევენ მწვანილს, ხახვს, სხვდასხვა ბოსტნეულს. მშობლებს კი ბავშვების ახირებების წინააღმდეგ მუდმივი ბრძოლა უწევთ და სწორედ ეს იწვევს სტრესს, რასთანაც გამკლავება მათ ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმეც კი უწევთ.
მშობლები ხშირად აღნიშნავენ, რომ თავიანთი შვილები "ცუდი მჭამელები" ან "უჭმელები" არიან და ეძებენ გზებსა და საშუალებებს ამ პრობლემის დასაძლევად. როგორც ირკვევა, არსებობს სპეციალური მიდგმები, რომლებიც საშუალებას იძლევა დაეხმაროს მშობლებს შვილების კვებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში. ხშირად, ამ მიდგომებს სენსორული და ქევითი აშლილობის სპეციალისტები ურჩევენ მშობლებს.
სპეციალისტების განმარტებით, მშობლების ერთადერთი მიზანი ის არ უნდა იყოს, რომ ნებისმიერი გზით, ესა თუ ის საკვები, შვილის ორგანიზმში აღმოჩნდეს. დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოსა და ადგილს, სადაც მშობლები თავიანთ შვილებს აჭმევენ. სასადილო ოთახებში, ბავშვები ფსიქოლოგიურად განეწყობიან იმისთვის, რომ მიირთვან და მაგრამ, მშობლები, ხშირად სხვადასხვა ადგილას, მაგ. თამაშისას. შესაძლოა, სწორედ ეს განაპირობებს მათ დამოკიდებულებას, კონკრეტულ საკვებზე უარის თქმას. თუ მშობელი სადილისას შვილთან სწორ მიდგომებს გამოიყენებს, ბავშვები დაძლევენ თავიანთ ჩვევებს და მშობლების ნერვიულობაც და ჭამასთან დაკავშირებული პრობლემებიც ეტაპობრივად დასრულდება:
TREND. გთავაზობთ რამდენიმე მიდგომას, რომელსაც მშობლებს სპეციალისტები ურჩევენ:
1. არასოდეს დააძალოთ შვილს გასინჯოს ან ჭამოს ის, რაზეც უარს ამბობს
"გასინჯე და თუ არ მოგეწონება ნახავ!" - ხშირად უმეორებენ მშობლები ამ ფრაზას თავიანთ შვილებს და ამგვარად აძალებენ მათ მიირთვან ესა თუ ის საკვები. ეს დაახლოებით იგივეა, რომ ზრდასრული ადამიანი მოხვდეს ეგზოტიკურ ქვეყანაში, სადაც ადგილობრივები აძალებენ გასინჯოს შემწვარი მწერები ან ნებისმიერი რამ, რისი ჭამაც, ამა თუ იმ ადამიანისთვის წარმოუდგენელია. მშობლებმა მხოლოდ უნდა შესთავაზოთ შვილებს საკვები კონკრეტულ დროს, ბავშვებმა კი თავად უნდა გადაწყვიტონ რამდენს შეჭამენ, რა შემადგენლობას ან საერთოდ შეჭამენ თუ არა. არასოდეს უნდა დააძალოთ მათ ის, რაც არ სურთ.
2. დააწესეთ ნორმები სადილობისას
ბავშვებს არ უყვართ, როცა წარმოდგენა არ აქვთ რა ელოდებათ სადილად. განსაკუთრებით ბრაზდებიან, როცა მშობელი იმას ამზადებს, რაც ძალიან არ უყვართ. ამიტომ, სადილამდე შეუქმენით მათ მოლოდინები. უთხარით რას ამზადებთ და როგორ. ასევე, გახსოვდეთ, ბავშვებს ძალიან უყვართ ტრადიციები, სადილის სხვადასხვა ნორმებით წახალისება. მაგალითად, შეგიძლიათ სასადილო სუფრის გაშლა ტრადიციად დაისახოთ და ჩართოთ მასში თქვენი პატარაც.
3. მიეცით უფლება ითამაშოს საკვებით
ძალიან ბევრ ბავშვს, სადილისას თავისი სათამაშოების დაგროვება უყვარს და საბოლოოდ, იმდენად ერთობიან თამაშით, რომ ჭამაზე უარს ამბობენ. წაახალისეთ ისინი, რომ ითამაშონ საკვებით. მოიფიქრეთ სხვადასხვა თამაში და ჩაერთეთ მასში. ასევე, ძალიან კარგად მუშაობს, საკვების გაფორმების მეთოდიც. კონკრეტულად მის თეფშზე სასაცილო, სათამაშო ფორმით მოათავსეთ საკვები, დაახატეთ თეფშს ღიმილაკები საწებლით და ა.შ.
4. ჩაანაცვლეთ ნელ-ნელა
თუ თქვენი შვილისთვის საკვებს თანდათან არ ჩაანაცვლებთ, იგი მანდვილად არ განაცხადებს, რომ მზადაა ყველაფერი მიირთვას. თუ მას სენდვიჩები, ჰოთდოგები და მსგავსი საკვები უყვარს, ეცადეთ სახლში დაუმზადოთ ისინი. სცადეთ გრილზე მომზადებული სენდვიჩი, რომელსაც ნელ-ნელა დაუმატებთ სხვადასხვა ბოსტნეულს. თანდათან საშუალება გექნებათ ჰოთდოგთან ერთად შესთავაზოთ წვნიანიც და განუცხადოთ, რომ პირველი კერძის შემდეგ იგი შეძლებს მიირთვას საყვარელი ჰოთდოგი.
ბუნებრივია, რთულია და ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა, შვილების ჯანმრთელობისთვის ამ ძალისხმევისა და ენერგიის გაღება ღირს. რაც მთავარია, ნურასოდეს მოატყუებთ მას იმის შესახებ, თუ რას მიირთმევენ. ბავშვისთვის, მთავარია ნდობა.
თემები: ბავშვის კვება, ჯანსაღი კვება, სწორი კვება, დედები და შვილები, ბავშის აღზრდა, შვილი, რჩევები, ბედნიერი ბავშვი
health.usnews.com
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია