რაშია შენი ძალა ზოდიაქოს მიხედვით - ქალური სიძლიერის ჰოროსკოპი
- 07.04.2017
ვერძი
ვერძის ძალა - მიზანდასახულობაშია. თუ ქალი-ვერძის გზაზე აღიმართება გადაულახავი კედელი, ის ადრე თუ გვიან დაანგრევს მას. მან შესანიშნავად იცის, რომ კედელს შეიძლება მოუარო, თუ კარგად ეცდები, მაგრამ თვლის, რომ რეალობასთან კომპრომისები - სუსტებისთვის არის.
კურო
კუროს ძალა - ფანტაზიაშია. ყველას რატომღაც ჰგონია, რომ ქალი-კურო - აბსოლუტურად მიწიერი პერსონაა, რომელსაც არ გააჩნია ფანტაზია. სინამდვილეში ის უბრალოდ ძლიერი და ჭკვიანია და ადვილად უმკლავდება წვრილმან პრობლემებს. აი, სერიოზული პრობლემებისგან კი ის თავს აფარებს თავის შინაგან სამყაროს, რომელსაც არავის აჩვენებს.
ტყუპები
ტყუპების ძალა - კომუნიკაბელურ ჩვევებშია. ქალი-ტყუპები ქმნის სოციალურ კავშირებს ისევე ადვილად და ბუნებრივად, როგორც ობობა აკეთებს ქსელს. მაგრამ მისი მთავარი ძალა მაინც სიტყვაა. მას შეუძლია ნებისმიერი მოკლას ლაპარაკით, და ნებისმიერი გააცოცხლოს რამდენიმე სიტყვით.
კირჩხიბი
კირჩხიბის ძალა - ემპათიაშია. ქალი-კირჩხიბი ტყუილუბრალოდ არ იმალება მთელი ცხოვრება სამყაროსგან საკუთარ ჯავშანში. იმიტომ რომ, თუ თითის წვერი მაინც გამოყო იქიდან - მორჩა: ის დაუყონებლივ მოექცევა სხვის ტყავში, მას მოუწევს იფიქროს სხვის მაგიერ, განიცადოს სხვისი გრძნობები და ჩაებას სხვის პრობლემებში.
ლომი
ლომის ძალა - უშიშარობაშია. ქალი-ლომი ყოველთვის და ყველგან პირველია. სანამ ყველა დანარჩენი ზის და ეშინია გამოავლინოს საკუთარი თავი, ის უბრალოდ დგება, მეფურად მიდის ტახტთან და ჯდება მასზე. თითქოს ასეა საჭირო.
ქალწული
ქალწულების ძალა - ლოგიკასა და ინტელექტშია. ქალწულის ჭკუა - ეს კატანაა, სამურაების ხმალი, რომელსაც შეუძლია ერთნაირი სიმარტივით გაკვეთოს აბრეშუმიც, და მარმარილოც. ის დაშლის ატომებად ნებისმიერ სიტუაციასა და პრობლემას, ყურადღებით დააკვირდება, შეისწავლის და ისევ ააწყობს - ახლა ზუსტად ეცოდინება, რა უნდა მოუხერხოს ყველაფერ ამას.
სასწორი
სასწორის ძალა - სიმსუბუქეში და ხიბლშია. ნაზი, მომხიბვლელი და არაჩვეულებრივად ქარიზმატიული. ქალი-სასწორის გვერდით უღირსი მამაკაციც კი თავს შესანიშნავ გმირად გრძნობს, თითოეული დაღლილი ქალი - ნორჩ პრინცესად, თითოეული მცირეწლოვანი ხულიგანი კი - ანგელოზად. იმიტომ რომ არავის არ უნდა რომ აწყენინოს ამ ფერიას.
მორიელი
მორიელის ძალა - ბუნებრივ მაგნიტიზმშია. ქალი-მორიელი მცირე ძალასაც არ ატანს იმისათვის, რომ მაგნიტივით მიიზიდოს ნებისმიერი. ეს თავისთავად ხდება. საბედნიეროდ, მას აინტერესებს მხოლოდ რჩეულები, საკუთარი მსხვერპლის უმრავლესობას არც იმჩნევს და ისინი თანდათან თვითონ სცილდებიან მას ფიქრით: ეს რა იყო?
მშვილდოსანი
მშვილდოსნების ძალა - მდგრადობასა და ოპტიმიზშია. აბსოლუტურად ურყევი ნიშანია. გარშემო ყველაფერს წალეკავს ცხოვრებისეული ცუნამი, ვიღაცას წაიღებს, ვიღაცას გამოაგდებს უცხო ნაპირზე, დაანგრევს ქალაქებს, ქალი-მშვილდოსანი კი ისევ იქ იდგება, სადაც იდგა. მის ძალაში შეიძლება დაემალო ყველა ცხოვრებისეულ გასაჭირის, როგორც მიუდგომელ ციხე-სიმაგრეში.
თხის რქა
თხის რქის ძალა - შრომისუნარიანობაშია. ზოგიერთები ცდილობენ შეიბრალონ „საწყალი“ თხის რქები და არ ესმით მთავარი: ქალი-თხის რქა - მუდმივი ძრავაა, საკუთარ ენერგიას ის ხაპავს სწორედ მოქმედებაში.
მერწყული
მერწყულის ძალა - არასტანდარტულ აზროვნებაშია. ზოგიერთები თვლიან კიდეც, რომ ის არ არის შეგუებული ნორმალურ ცხოვრებას, რადგან მუდმივად დაფრინავს ღრუბლებში. აი, მაშინ როდესაც ყველა დაიწყებს სირბილს ჭერზე ყვირილით: „დავიღუპეთ!“, ქალი-მერწყული წამიერად მონახავს გამოსავალს.
თევზები
თევზების ძალა - წარმოუდგენელ ინტუიციაშია. ის გრძნობს სამყაროს, როგორც წყალს: ტემპერატურის უმცირეს მერყეობასა და ცვალებადობას ის წუთიერად შეუჯერებს, და ამჩნევს იმ ნიუანსებსაც, რომლებიც არავისთვის არ არის ხელმისაწვდომი.
თემები: ქალები, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი
<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია