ქმედებები რის გამოც ადამიანებს ჩვენ მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება უჩნდებათ
- 12.04.2017
ყველას გვახსენდება ერთი ისტორია მაინც, როცა არც ისე კარგად ნაცნობ ადამიანზე, არც ისე კარგი წარმოდგენის მქონენი გახლდით, თუმცა, მას შემდეგ, რაც იგი კარგად გავიცანით, მივხვდით, რომ ვცდებოდით. გავაცნობიერეთ, რომ ადამიანი, რომელზეც ცუდი შთაბეჭდილება გვქონდა, რეალურად ძალიან კარგი ადამიანია.
ზოგჯერ, ადამიანებთან ურთიერთობისას, საკმარისია, რამდენიმე წუთიც იმისთვის, რომ მათთან კომუნიკაცია დაუსრულებლად მოგვინდეს. ამ განცდას ძალიან, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო დეტალი განაპირობებს. ხანდახან, ეს დეტალები საპირისპიროდაც მოქმედებენ და სულაც უარყოფითად განაწყობენ ადამიანებს ერთმანეთის მიმართ.
TREND. გთავაზობთ იმ ქმედებათა ჩამონათვალს, რომელიც ადამიანებს ჩვენ მიმართ უარყოფითად განაწყობს:
1. არ დადოთ ძალიან ბევრი ფოტო სოციალურ ქსელებში
შესაძლოა, თქვენ იმ კატეგორიის ადამიანი ბრძანდებით, რომელიც ყველა დეტალს მნიშვნელობას ანიჭებს და არც მეტი, არც ნაკლები ყველაფრის ფოტოს ინსტაგრამსა და ფეისბუქზე აქვეყნებთ. ვირტუალურ და რეალურ ურთიერთობებზე ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ ფეისბუქზე გადაჭარბებული აქტივობა ვნებს თქვენს ცხოვრებაში არსებულ ურთიერთობებს. როგორც ჩანს, უახლოესი მეგობრებისა და ნათესავების გარდა, სხვა ადამიანები, შორეული ნაცნობები და უბრალოდ ფეისბუქ მეგობრები, არც ისე კარგი წარმოდგენის არიან იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ძალიან ბევრ, ყველას და ყველაფრის ფოტოს აქვეყნებენ თავიანთ ფეისბუქზე.
2. როცა ძალიან ბევრი ან ძალიან ცოტა ფეისბუქ მეგობარი გყავთ
ჩატარებული კვლევებისას განხორცილებული დაკვირვებები იმის დასტურია, რომ საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი ფეისბუქ მეგობრების რაოდენობასაც. მაგალითად, თუ ძალიან ბევრი მეგობარი გყავს, ადამიანების უნდობლობას და უარყოფით დამოკიდებულებას ვიმსახურებთ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ისინი ზედმეტად სოციალურ, ფეისბუქზე დამოკიდებულ ადამიანად მიგვიჩნევენ. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ მეგობართა სიმცირით გამოვირჩევით, დეპრესიული და უკონტაქტო ადამიანის შთაბეჭდილებას ვახდენთ.
3. ზედმეტი გულახდილობა
ზოგადად, ადამიანი საინტერესოდ მიიჩნევა მაშინ, როცა იგი ნაკლებად ღიაა და ამოუხსნელია. თუმცა,ბუნებრივია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ვიმეგობროთ ადამიანებთან ან არ გავუმხილოთ მათ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამბები. ზედმეტ გულახდილობაში თითქმის უცნობისთვის, პირადი ცხოვრებისა და პიროვნების შესახებ ზედმეტი ინფორმაციის გაცემა მოიაზრება. ასეთი ადამიანები სანდოობას არ იწვევენ და შესაბამისად, ადამიანების დამოკიდებულება მათ მიმართ არც ისე დადებითია.
4. უტაქტო კითხვების დასმა
ხშირად ადამიანებს კითხვების დასმა ისე სჩვევიათ, რომ მათ შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. უტაქტო კითხვების დასმაში სწორედ ეს მოიაზრება. როგორც წესი, ადამიანებს შორის ნდობა მაშინ იღვიძებს, როცა ერთმანეთის შესახებ ბევრი რამ იციან და მიუხედავად სიახლოვისა, ერთმანეთის მიმართ პატივისცემას არ კარგავენ.
5. არ ატვირთოდ ახლო ხედით გადაღებული პროფილის ფოტო
გამოიჩინეთ გონიერება და უპირველესად ნუ გადაიღებთ ახლო ხედის მქონე ფოტოებს. ხოლო, იმ შემთვევაში, თუ ასეთი ფოტო გაქვთ, ნუ დააყენებთ მას პროფილის ფოტოდ.
6. ნუ დამალავთ თქვენს ემოციებს
ადამიანები, გარდა კომუნიკაციისა, ერთმანეთთან ემოციურ კონტაქტსაც ვამყარებთ და ეს ნდობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, ეცადეთ არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში და ძალიან ნუ დამალავთ საკუთარ ემოციებს. გაეცით იმდენი, რამდენსაც გარშემომყოფთაგან იღებთ. ადამიანებს გვერდით გვჭირდება ისეთი ადამიანები და ურთიერთობები, რომლებშიც ინვესტიციას ჩავდებთ და ზუსტად გვეცოდინება, რომ მათგანაც იგივეს მივიღებთ. შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც თავიანთ ემოციებს მალავენ, უნდობლობას უწვევენ.
7. იდეალური ქცევები
ყველანი ვთანხმდებით, რომ იდეალური არავინაა. შესაბამისად, იდეალური ქცევების მქონე ადამიანები არაბუნებრივის შთაბეჭდილებას ქმნიან და ნდობასაც არ იწვევენ. ადამიანი საინტერესოა თავისი უარყოფითი თვისებების, უცნაურობებისა და ინდივიდუალურობის გამო.
8. მორიდებულობა
ისევე, როგორც ზედმეტად თამამი ადამიანი ქმნის სხვადასხვა სიტუაციაში დისკომფორტს, ზედმეტად მორიდებული ადამიანის მსგავს დამოკიდებულებას იწვევს. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა რთულია და ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელიც კი. არასდროს არის სირცხვილი იმის აღიარება, რომ რაიმე არ ვიცით. პირიქით, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი რაც არ ვიცით, ახლის სწავლის დიდი შესაძლებლობაა.
9. ზედმეტად ემოციური და ფეთქებადი
არასოდეს დაანახოთ სხვა ადამიანებს თქვენი მოზღვავებული ემოციები და ნერვიული ფონი. ეცადეთ, ნებისმიერ სიტუაიციაში აკონტროლოთ ემოციები და ნერვები, ვინაიდან, ადამიანებში ნერვიული და გაუწონასწორებელი ადამიანები უნდობლობასა და ანტიპათიას იწვევენ.
10. გაიღიმეთ
ხანდახან, მართლაც რთულია გავიღიმოთ მაშინ, როცა არ გვეღიმება, ბევრი პრობლემა გვაქვს ან დაღლილები ვართ. თუმცა, ღიმილი ის მნიშვნელოვანი იარაღია, რომელიც ყველაფერში მშვიდობას ამყარებს. შესაბამისად, ამ გზით, შეძლებთ მოიპოვოთ ადამიანების კეთილგანწყობა და ნდობა.
თემები: ტრენდი, ემოციების მართვა, ქალები, რჩევები, ფეისბუქი, ინსტაგრამი, სოციალური მედია, დამოკიდებულება, კეთილგანწყობა, ანტიპათია
businessinsider.com