LIFE

კარგი და ცუდი მეთოდები ურთიერთობის დასასრულებლად

კარგი და ცუდი მეთოდები ურთიერთობის დასასრულებლად

როდესაც ურთიერთობები დასასრულს უახლოვდება, ემოციური ტკივილი იმდენად მძაფრია, ვფიქრობთ, რომ არ არსებობს გზა, რომლითაც ამ ტანჯვას თავს დავაღწევთ. თუ ურთიერთობის დასრულების ინიციატორი თქვენ ხართ, შესაძლოა თავს დამნაშავედ გრძნობდეთ, ფიქრობდეთ, რომ ოდესღაც თქვენს საყვარელ ადამიანს არასწორად ექცევით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიგატოვეს, მუდამ გტანჯავთ განცდა, რომ უარყოფილი ხართ. 

როგორც ურთიერთობის დასაწყისშია მნიშვნელოვანი კომუნიკაციის სწორი ფორმის შერჩევა მეორე ადამიანის მოსახიბლად, ასევე მნიშვნელოვანია, მის დასასრულებლად სწორი ფორმის მეთოდების გამონახვა, რათა სხვებს დამატებითი ტკივილი არ მივაყენოთ. 

TREND. გთავაზობთ მეთოდების ჩამონათვალს, რომელიც ურთიერთობების დასრულებისთვის ხელსაყრელია და პირიქით.

5 მეთოდი, რომელიც უმჯობესია საყვარელ ადამიანთან განშორებისას არასოდეს გამოიყენოთ:

კარგი და ცუდი მეთოდები ურთიერთობის დასასრულებლად

1. უბრალოდ გაქრობა - ყოველთვის უმჯობესია პირდაპირ უთხრათ სათქმელი პარტნიორს. დაუტოვოთ შეტყობინება წერილი ან გამონახოთ ნებისმიერი სხვა გზა ურთიერთობის დასასრულებლად. მაგრამ, გახსოვდეთ, გაქრობა ყველაზე ცუდი ვარიანტია. 

2. საკუთარი თავის დადანაშაულება - როცა ურთიერთობა სრულდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ორივე ადამიანის შემთxვევაში, რაღაც იცვლება. თუ მხოლოდ თქვენი გრძნობები შეიცვალა, ამაში დამნაშავე მხოლოდ თქვენ არ ხართ. ამიტომ, ეცადეთ, თვითგვემისგან თავი შეიკავოთ და რაციონალურად და მშვიდად ესაუბროთ პარტნიორს. 

კარგი და ცუდი მეთოდები ურთიერთობის დასასრულებლად

3. უპატივცემულობა - ძირითადად, ურთიერთობების დასასრულს, ხშირია წყვილის მხრიდან ერთმანეთის აუგად მოხსენიების ფაქტები, ერთმანეთის ლანძღვა და ა.შ. თუმცა, გახსოვდეთ, ეს დამოკიდებულება მიუღებელია. თქვენ ზრდასრული ადამიანები ხართ და საერთო ლამაზი ისტორია გაკავშირებთ. ნუ გააფუჭებთ ყველაფერს ერთმანეთის მიმართ უპატივცემულობით. 

4. ინფორმირებულობის სურვილი - მას შემდეგ, რაც ურთიერთობას დაასრულებთ, უმჯობესია, ყველაფერი, რაც წარსულ პარტნიორს უკავშირდება, წარსულში დატოვოთ. ხშირად, პარტნიორებს კვლავ აინტერესებთ სად არიან მათი ყოფილები, რას აკეთებენ, როგორ განაგრძობენ ცხოვრებას. კვლევები ადასტურებს, რომ ასეთ ადამიანებს ახალი ურთიერთობების დაწყება უჭირთ. 

კარგი და ცუდი მეთოდები ურთიერთობის დასასრულებლად

5. თვალთვალი - კვლავ, შესაძლოა, მარტლაც გვაინტერესებდეს, როგორ გრძნობს ჩვენი ყოფილი პარტნიორი თავს განშორების შემდეგ, თუმცა, ეს არამც და არამც არ უნდა გადაგვეზარდოს მის თვალთვალში. არ უნდა დავკარგოთ ბევრი დრო მათი სოციალური ქსელის დაუსრულებლად შემოწმებაში და მისი ქმედებების ვარაუდში. 

5 მეთოდი, რომელიც უმჯობესია ურთიერთობის დასასრულებლად გამოიყენოთ:

კარგი და ცუდი მეთოდები ურთიერთობის დასასრულებლად

1. მოამზადეთ ნიადაგი განშორებისთვის - ყოველთვის უმჯობესია, პირდაპირ და მოულოდლენად თქმას, მზად გქონდეთ ნიადაგი და თქვენი პარტნიორისთვის, განშორება მეტისმეტად მოულოდნელი არ აღმოჩნდეს. მიეცით დრო საკუთარ თავსაც და მასაც.

2. დამნაშავის პასუხისმგებლობა ორივეს გეკისრებათ - როცა რაღაც ორ ადამიანს შორის არ გამოდის, გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ერთი მხარე არ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას. ეცადეთ ისაუბროთ იმაზე, რატომ არ შედგა თქვენი ურთიერთობა და საკუთარი შეცდომები თანაბრად აღიაროთ. 

კარგი და ცუდი მეთოდები ურთიერთობის დასასრულებლად

3. ეცით პატივი თქვენსა და თქვენი პარტნიორის ღირსებებს - თქვენი მიზანი, უპირველესად ის უნდა იყოს, რომ განშორების შემდეგ მეგობრული და ჯანსაღი ურთიერთობა შეინარჩუნოთ. შესაბამისად ეცადეთ არ მოექცეთ მას ისე, რომ მომავალში მისი დანახვა შეგრცხვეთ და შეურაცხყოთ თქვენი თავიც. 

4. დააწესეთ საზღვრები - როგორც ძალიან ბევრი ადამიანის გამოცდილება ადასტურებს, განშორების შემდეგ მუდმივი კომუნიკაცია არცერთი პარტნიორისთვის დადებითი შედეგის მომტანი არ არის. ამიტომ ეცადეთ დააწესოთ საზღვრები და ორივემ თქვენ-თქვენი ცხოვრებით იცხოვროთ. 

კარგი და ცუდი მეთოდები ურთიერთობის დასასრულებლად

5. კარგად გაანალიზეთ წარსული ურთიერთობები - სასიყვარულო ისტორიები, ჩვენი ცხოვრების ისტორიის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ამიტომ, სასურველია, ყოველთვის კარგად გავაანალიზოთ წარსული გამოცდილება და ვისწავლოთ მათზე. 



sychologytoday.com