LIFE

თავდაჯერებულ ადამიანები ამ თვისებებს არავის უმხელენ

თავდაჯერებულ ადამიანები ამ თვისებებს არავის უმხელენ

ვერც სილამაზე, ვერც თანამდებობა და მით უმეტეს, ვერც ფეხისა თუ თმის სიგრძე ვერ გაქცევს თავდაჯერებულ ადამიანად. არსებობს შინაგანი ენერგია, არსებობს ხედვა, დამოკიდებულება და განწყობა, რომელთა ერთობლიობა ქმნის თავდაჯერებულობას. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ბედნიერი იყო, მიაღწიო უფრო მეტ წარმატებას, პატივს გცემდნენ და შენთან ურთიერთობის სურვილი ჰქონდეთ.

იყავი თავდაჯერებული და:

8. გამოიყენე სოციალური ქსელები

თავდაჯერებულ ადამიანები ამ თვისებებს არავის უმხელენ

სოციალური ქსელები და იქ განთავსებული ფოტოები ძალიან დიდ გავლენას ახდენს. თუ შენს ფოტოს აქვს ათობით მოწონება და კომენტარი, გარწმუნებ, ეს აუცილებლად დაგეხმარება თვითშეფასების ამაღლებაში. მეგობრებისა თუ უცხო ადამიანების სასიამოვნო შეფასება უფრო თავდაჯერებულს გაგხდის. ხშირად გააზიარე შენი საუკეთესო ფოტოები.

7.ნუ იქნები სტანდარტული

თავდაჯერებულ ადამიანები ამ თვისებებს არავის უმხელენ

თავდაჯერებული ადამიანი არ ცდილობს სხვათა სტანდარტებზე მორგებას. არა აქვს მნიშვნელობა, ვინ რას ფიქრობს შენს სამოსზე, წონასა თუ ვარცხნილობაზე. იდექი მყარად, არ იფიქრო იმაზე, რაც გაცვია აკმაყოფილებს თუ არა ვიღაცის მიერ შემოჩეჩებულ პირობითობებს. იპოვე შინაგანი სიმშვიდე, რაც კიდე უფრო მშვენიერს და ბედნიერს გაგხდის. იყო თავდაჯერებული და დაიცვა შენი არჩევანი - ეს ნიჭია, რომელიც აუცილებლად უნდა აღმოაჩინო შენში.

6.მოუარე თავს

თავდაჯერებულ ადამიანები ამ თვისებებს არავის უმხელენ

შეეცადე, განსაკუთრებულად იზრუნო შენს გარეგნობაზე - მოუარო საკუთარ სხეულს, კანს, თმას. უარი თქვი ალკოჰოლზე, ნიკოტინსა თუ სხვა მავნე ჩვევებზე. როცა თავის მოვლა პრიორიტეტი ხდება, საჭირო უნარებსაც მალე ითვისებ. მოვლილი სხეული ჯანმრთელობა და სილამაზეა, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი თავდაჯერებულობის მისაღწევად.

5.არ გადაიტვირთო ზედმეტად

თავდაჯერებულ ადამიანები ამ თვისებებს არავის უმხელენ

თავის მოვლა და დასვენება საუკეთესო პასუხია ყოველდღიურ, რთულ რეჟიმზე. მძიმე სამუშაო გრაფიკი და თან ოჯახი წარმოუდგენლად დიდ დროს მოითხოვს. თუმცა თავდაჯერებულმა ადამიანმა იცის, რომ თუ არ დაისვენებს, არ განიტვირთება და ცოტა ხნით მაინც არ დაკავდება მისთვის სასიამოვნო საქმით, ვერც სამსახურში იქნება შედეგიანი და ვერც ოჯახში. ზედმეტ პასუხისმგებლობას ნუ აიღებ, რადგან შეუსრულებლობის შემთხვევაში შენს თვითრწმენას დააზარალებ.

4.ჯანსაღად მიუდექი კრიტიკას

თავდაჯერებულ ადამიანები ამ თვისებებს არავის უმხელენ

შეიძლება იდეალური იყო, შენ ირგვლივ მყოფთა შორის ყველაზე იდეალურიც კი, მაგრამ სხვებმა მაინც იპოვონ რამე, რის გამოც მონდომებით გაგაკრიტიკებენ. შეეცადე, შეეჩვიო კრიტიკას და გამოიმუშავე იმუნიტეტი. კრიტიკისგან ნაკლები დრამა შექმენი და ბევრი იცინე ამაზე. იყავი თავდაჯერებული და ამას სხვებიც დაინახავენ.

3.გათავისუფლდი დანაშაულის გრძნობისგან

თავდაჯერებულ ადამიანები ამ თვისებებს არავის უმხელენ

თავდაჯერებულ ადამიანს არ უჭირს ბოდიშის მოხდა მაშინ, როცა ცდება. შეცდომა შეიძლება იყოს, მაგალითად, წამიერი ემოციისგან გამოწვეული არასწორი სიტყვა თუ საქციელი. დაიმახსოვრე, ბოდიშის მოხდა არ ნიშნავს საკუთარი თავის შეურაცხყოფას. ამით, რა თქმა უნდა, თავმოყვარეობა არ შეგელახება, პირიქით, ამ საქციელით მაღლდები, პირველ რიგში, საკუთარ თვალში და ამას აფასებენ სხვებიც.

2.ნუ ელოდები სხვებისგან აღიარებას

თავდაჯერებულ ადამიანები ამ თვისებებს არავის უმხელენ

დიდება მშვენიერი რამ არის! თუმცა, როცა თავდაჯერებული და საკუთარი თავით კმაყოფილი ხარ, სხვებისგან ქება მაინცდამაინც აღარ გჭირდება. სხვის აზრს ნუ მიაქცევ დიდ ყურადღებას, შენი ოცნებების ახდენაზე იფიქრე. საკუთარი აზრები უფრო პრიორიტეტული უნდა იყოს შენთვის, ვიდრე სხვების წარმოდგენები. უბრალოდ, ჰკითხე საკუთარ თავს - "რა მჭირდება ახლა?!"

1.მარცხი

თავდაჯერებულ ადამიანები ამ თვისებებს არავის უმხელენ

თავდაჯერებულობის მიუხედავად, ყველას ცხოვრებაში დგება ცუდი პერიოდი. გახსოვდეს, არასდროს გააკრიტიკო არასწორი არჩევნისთვის საკუთარი თავი, უბრალოდ, გაკვეთილად ჩათვალე, სამომავლოდ გაითვალისწინე და გიყვარდეს შენი თავი ისეთი, როგორიც ხარ - მარცხით და გამარჯვებებით!