სილამაზე

როგორ ინარჩუნებენ სილამაზეს მსოფლიოს წამყვანი მოდელები - „ბრაზილიური დუნდულების“ საიდუმლო

როგორ ინარჩუნებენ სილამაზეს მსოფლიოს წამყვანი მოდელები - „ბრაზილიური დუნდულების“ საიდუმლო

ხშირად არც ისე რთულია შეინარჩნუნო სილამაზე ისე, რომ ამისათვის ათასების დახარჯვა არ დაგჭირდეს. მთავარი ხომ მაინც მონდომებაა და პატარა ხრიკები, რომელსაც ამჯერად ცნობილი მოდელები გაგვიმხელენ.

კენდის სვეინპოლი

სამხრეთაფრიკელ ლამაზმანს განუმეორებელი გარეგნობა აქვს. გენეტიკურ სილამაზეს კენდისი იოგისა და კრივის მეშვეობით იუმჯობესებს. „ვიქტორია სეკრეტის“ ჩვენების წინ კი სპორტდარბაზს ყოველდღე სტუმრობს, მაგრა ჩვეულებრივ დღეებში კვირაში ორკერ ვარჯიშობს. ჭამს ყველაფერს, მაგრამ ზომიერად. რასაც მოისურვებს, ყველაფერს ჭამს, ოღონდ ზომიერად. კენდისის ყოველდღიური რაციონი ბოსტნეული, წყალი და ახალი ხორცის სტეიკებია _ მუსკულატურის გასავითარებლად.

როგორ ინარჩუნებენ სილამაზეს მსოფლიოს წამყვანი მოდელები - „ბრაზილიური დუნდულების“ საიდუმლო

მირანდა კერი

იოგას ანიჭებს უპირატესობას მირანდა კერიც. მოდელს ვარჯიში ფეხმძიმობის ბოლო თვემდე არ შეუწყვეტია. სწორედ ეს იყო მიზეზი რომ მშობიარობის შემდეგ ჩვეული ფორმები ძალიან მარტივად აღიდგინა. მის საკვებ რაციონში ვერ ნახავთ ხორცს. ძირითადად მაინც დაბალკალორიულ პროდუქტებს ირჩევს. უპირატესობას ტუტოვან მენიუს ანიჭებს და წყალსაც კი სპეციალურ ტუტოვან ფილტრში გატარებულს სვამს.

როგორ ინარჩუნებენ სილამაზეს მსოფლიოს წამყვანი მოდელები - „ბრაზილიური დუნდულების“ საიდუმლო

ალესანდრა ამბროსიო

მას ფომის შენარჩუნების განსაკუთრებული საიდუმლო არ აქვს. მოდელი კვირაში სამჯერ იოგითა და პილატესითაა დაკავებული და პერიოდულად დუნდულების გასამკვრივებელ სპეციალურ ათდღიან ვარჯიშებს იტარებს. მისთვის სპეციალურ პროგრამას პირადი მწვრთნელი არჩევს და სწორედ ის აკონტროლებს მთელ პროცესს. სხვათა შორის, კურსს ასევე ჰქვია - „ბრაზილიური დუნდულები“.

როგორ ინარჩუნებენ სილამაზეს მსოფლიოს წამყვანი მოდელები - „ბრაზილიური დუნდულების“ საიდუმლო



<a href="cosmo.ru">cosmo.ru</a>