LIFE

ჰოლივუდის ულამაზესი ვარსკვლავების ცუდი ჩვევები - ცნობილების „ბნელი მხარე“

ჰოლივუდის ულამაზესი ვარსკვლავების ცუდი ჩვევები - ცნობილების „ბნელი მხარე“

ისინი ცნობილები და ლამაზები არიან, მაგრამ სხვა ადამიანების მსგავსად, მათაც აქვთ ცუდი ჩვევები.

გთავაზობთ ჰოლივუდის ვარსკვლავების 10 ცუდ ჩვევას:

1. ბრიტნი სპირსი და ოლივია უაილდი - ისინი ფრჩხილებს იკვნეტენ- ამ ორ ლამაზმანს ერთი საერთო ცუდი ჩვევა აქვთ და ეს ფრჩხილების კვნეტაა. ისინი ცდილობენ დაძლიონ ეს ჩვევა, თუმცა უშედეგოდ.

ჰოლივუდის ულამაზესი ვარსკვლავების ცუდი ჩვევები - ცნობილების „ბნელი მხარე“

2. სარა ჯესიკა პარკერი და ჰოლი ბერი - იკვნეტენ ტუჩებს და ლოყებს - სარა ჯესიკა პარკერი ვერაფრით ანებებს თავს საშინელ ჩვევას - ის შიგნიდან იკვნეტს ლოყებს, რაც ძალიან მტკივნეულია. ჰოლი ბერი კი, კბენს ტუჩებს. ის იყენებს სპეციალურ ბალზამს, რომელსაც არასასიამოვნო გემო აქვს, მაგრამ როცა მისი წასმა ავიწყდება, ისევ ძველ ჩვევას უბრუნდება.

ჰოლივუდის ულამაზესი ვარსკვლავების ცუდი ჩვევები - ცნობილების „ბნელი მხარე“

3. რიჰანა და ქაილი ჯენერი - დამოკიდებულები არიან სოციალურ ქსელებზე - რიჰანას თავისი ცხოვრება სოციალური ქსელების გარეშე ვერ წარმოუდგენია. ფსიქოლოგებმა შეისწავლეს მომღერლის მდგომარეობა და დაასკვნეს, რომ სოცქსელები მისთვის ნარკოტიკივით არის და პათოლოგიურად ეშინია იმის, რომ პოპულარობას დაკარგავს. რაც შეეხება ქაილი ჯენერს, ის ამბობს, რომ სოციალური ქსელები მისთვის ყველაფერია.

ჰოლივუდის ულამაზესი ვარსკვლავების ცუდი ჩვევები - ცნობილების „ბნელი მხარე“

4. ბარბარა სთრეიზანდი და მილა კუნისი - ისინი გიჟდებიან ჭამაზე - ბარბარა სთრეიზანდს შეუძლია ჭამოს ტკბილეული და დონატები შეუჩერებლად. მილა კუნისი კი, გიჟდება ბურგერებზე და ჩინურ საჭმელებზე და ჭამის დროს თავს ვერ აკონტროლებს.

ჰოლივუდის ულამაზესი ვარსკვლავების ცუდი ჩვევები - ცნობილების „ბნელი მხარე“

5. ლანა დელ რეი და კეტრინ ჰეიგლი - ისინი მწეველები არიან - კეტრინ ჰეიგლიმ რამდენჯერმე სცადა ამ მავნე ჩვევისთვის თავის დანებება, თუმცა უშედეგოდ. ლანა დელ რეი კი ამბობს, რომ მას ვერ წარმოუდგენია დილა ფინჯანი ყავისა და სიგარეტის გარეშე. გასაკვირია, რომ ეს მის ხმაზე სულაც არ აისახება.

ჰოლივუდის ულამაზესი ვარსკვლავების ცუდი ჩვევები - ცნობილების „ბნელი მხარე“

6. ქემერონ დიასი და კეტი პერი - შეპყრობილნი არიან სისუფთავით - კამერონ დიასი არასოდეს ეხება საჯარო სივრცეში სახელურებს, კარებს, კარის გაღების დროს ის იდაყვს იყენებს. რაც შეეხება კეტი პერის, მას ყოველთვის თან აქვს 20 კბილის ჯაგრისი და კბილებს დღეში ექვსჯერ იხეხავს.

ჰოლივუდის ულამაზესი ვარსკვლავების ცუდი ჩვევები - ცნობილების „ბნელი მხარე“

7. ჯესიკა სიმპსონი და ადელი - გამუდმებით აქვთ პირში საღეჭი რეზინი - ადელს ყოველთვის აქვს პირში საღეჭი რეზინი, სიმღერის დროსაც კი. ჯესიკა სიმპსონი დამოკიდებულია ნიკოტინიან საღეჭ რეზინზე.

ჰოლივუდის ულამაზესი ვარსკვლავების ცუდი ჩვევები - ცნობილების „ბნელი მხარე“

8. კირა ნაითლი და ჰელენ მირენი - ორივე მათგანის ჩვევაა ბილწსიტყვაობა - არც ერთი მათგანი არ ერიდება ამას როდესაც რაიმე არ მოსწონთ და ასე გამოხატავენ ემოციებს.

ჰოლივუდის ულამაზესი ვარსკვლავების ცუდი ჩვევები - ცნობილების „ბნელი მხარე“

9. ვიქტორია ბეკჰემი და კრისტინა აგილერა - გიჟდებიან შოპინგზე - ვიქტორია ბეკჰემი აღიარებს, რომ წელიწადში ტანსაცმელში 150 000 დოლარს ხარჯავს. ვიქტორიას როცა რაიმე მოსწონს, ყიდულობს ყველანაირ ფერს და ყველა ზომას. გამონაკლისი არ არის არც კრისტინა აგილერა. მისი კარადები სამოსს ვეღარ იტევს.

ჰოლივუდის ულამაზესი ვარსკვლავების ცუდი ჩვევები - ცნობილების „ბნელი მხარე“

10. ჯენიფერ ლოპესი და სოფია ვერგარა - გიჟდებიან ყავაზე - ორივე მათგანი დამოკიდებულია ყავაზე და მათი დილა წარმოუდგენელია 2 ფინჯანი ყავის გარეშე.

ჰოლივუდის ულამაზესი ვარსკვლავების ცუდი ჩვევები - ცნობილების „ბნელი მხარე“



<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>