LIFE

რატომ აკეთებს ათასგვარ სიგიჟეს ადამიანი შეყვარებულობის დროს - მკვლევარების დასკვნა

რატომ აკეთებს ათასგვარ სიგიჟეს ადამიანი შეყვარებულობის დროს - მკვლევარების დასკვნა

როდესაც ადამიანი შეყვარებულია, ის სრულიად სხვაგვარად იქცევა და საყვარელი ადამიანის გამო ათასგვარ სისულელესა და სიგიჟეს სჩადის.

მეცნიერები ამბობენ, რომ ადამიანის ქცევა ამ დროს ტვინის სრულიად განსხვავებულ მუშაობასთანაა დაკავშირებული.

ტვინი ამ დროს ნაწილობრივ დაბინდულია, რის გამოც ის უამრავ სიგიჟეს სჩადის დაიღებს ირაციონალურ გადაწყვეტილებებს.

ტვინის სკანირების საშუალებით, მკვლევარებმა დაინახეს ის ქიმიური ცვლილებები, რომლებიც შეყვარებული ადამიანის თავში ხდება.

მათ აღმოაჩინეს, რომ ტვინის ის ნაწილი, რომელზეც დამოკიდებულია მოვლენების შეფასება და სწორად აღქმა, ამ დროს დაბინდულია.

ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი სემირ ზეკი ამბობს, რომ შეყვარებული ადამიანის ტვინის ერთი ნაწილი ხდება უფრო აქტიური, მაგრამ მეორე ნაწილი, რომელზეც მოვლენების განსჯაა დამოკიდებული, ამ დროს უმოქმედოა.

შეყვარებული ადამიანი ორიენტირებულია მხოლოდ დადებით ემოციებზე, პოზიტივზე და ის ვერ ხედავს მის წინ არსებულ ვერანაირ სირთულეს.

ზოგჯერ უგონოდ შეყვარებული იმედგაცრუებული რჩება, იმ მიზეზით, რომ მან ვერ შეამჩნია ის უარყოფითი მხარეები, რომლებიც ურთიერთობას ახლდა. ამიტომ დაშორება ძალიან მტკივნეულია, რაც უმეტეს შემთხვევაში დეპრესიას იწვევს.

ეცადეთ, იყოთ უფრო ყურადღებით და ფრთხილად, ეს ძალიან რთულია, მაგრამ სამაგიეროდ, ცოტათი მაინც დაიზღვევთ თავს გულის გატეხვისგან.



<a href="http://www.femalenetwork.com/">http://www.femalenetwork.com</a>