LIFE

7 მთავარი მიზეზი, რომელთა გამოც 30 წლის ასაკში ისევ მარტო ხართ

7 მთავარი მიზეზი, რომელთა გამოც 30 წლის ასაკში ისევ მარტო ხართ

ქალების უმეტესობა თანხმდება, რომ 30 წელი ის ასაკია, როცა იციან რა სურთ ცხოვრებაში. ეს შეიძლება იყოს საოცნებო სახლი, მანქანა, მოგზაურობა, ან ქორწინება და ოჯახის შექმნა.

თუ 30 წლის მარტოხელა ხართ და ეძებთ ნამდვილ სიყვარულს, ნუ დაიმორცხვებთ. დარწმუნდით, რომ მზად ხართ ამისთვის და ყველაფერი გააკეთეთ მიზნის მისაღწევად.

გთავაზობთ 7 მიზეზს, რომელიც სიყვარულის პოვნაში ხელს გიშლით:

1. ისევ გაქვთ ურთიერთობა ყოფილთან - რა თქმა უნდა, განშორება მტკივნეულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეწყვიტოთ ცხოვრება და ახალი სიყვარულის ძებნა. ზოგჯერ ყოფილის გაიდეალება ართულებს ახალი „ბოიფრენდის“ პოვნას. შეწყვიტეთ თქვენი „ექსის“ შედარება სხვა ბიჭებთან, ეს შეამცირებს თქვენს შანსს იპოვოთ ახალი სიყვარული და იყოთ ბედნიერი.

7 მთავარი მიზეზი, რომელთა გამოც 30 წლის ასაკში ისევ მარტო ხართ

2. გაქვთ თქვენი კრიტერიუმები - ყველა ჩვენგანს, რა თქმა უნდა, გვაქვს გარკვეული კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ვაფასებთ ადამიანებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ბიჭს უარი უნდა უთხრათ იმის გამო, რომ თქვენი კრიტერიუმიდან რომელიმეს ვერ აკმაყოფილებს. შეიძლება ვერც ერთს ვერ აკმაყოფილებდეს, მაგრამ ბედნიერება იყოს თქვენთვის მასთან ერთად ცხოვრება. 

7 მთავარი მიზეზი, რომელთა გამოც 30 წლის ასაკში ისევ მარტო ხართ

3. თქვენ თამაშობთ - საიდუმლოები ურთიერთობას ვნებს. მნიშვნელოვანია, რომ პატიოსანი და პირდაპირი იყოთ ურთიერთობის დასაწყისშივე. ნუ აეჭვიანებთ მას. თუ გაინტერესებთ როგორ ეჭვიანობს როცა სხვა ბიჭს ეფლირტავებით და ამის სანახავად დრამებს დგამთ, თამაშობთ, ამას ის მარტივად შეამჩნევს. ყოველივეს გამო კი ურთიერთობა უმეტეს შემთხვევაში კრახით სრულდება.

7 მთავარი მიზეზი, რომელთა გამოც 30 წლის ასაკში ისევ მარტო ხართ

4. არ აქტიურობთ - დროა, რომ იაქტიუროთ. შეუძლებელია, ოდესმე პაემანზე წასვლა შეძლოთ თუ 24 საათი კომპიუტერს, ან ტელევიზორს ხართ მიჯაჭვული და საყვარელ შოუებს უყურებთ. დროა, გარეთ გახვიდეთ და გაერთოთ. გაატარეთ დრო მეგობრებთან ერთად. იტრიალეთ მამაკაცების გარემოცვაში. აჩვენეთ მათ, რომ მისაწვდომი ხართ. ნუ დააწესებთ მკაცრ საზღვრებს, თუ გსურთ სიყვარული იპოვოთ. 

7 მთავარი მიზეზი, რომელთა გამოც 30 წლის ასაკში ისევ მარტო ხართ

5. გეშინიათ ვალდებულებების - გეშინიათ იმ ვალდებულებების აღების, რომელიც ოჯახის შექმნას ყოველთვის თან სდევს. თუმცა თუ გსურთ, რომ სიყვარული იპოვოთ ეს შიში უნდა დაძლიოთ.

7 მთავარი მიზეზი, რომელთა გამოც 30 წლის ასაკში ისევ მარტო ხართ

6. გეშინიათ ახალი ურთიერთობის - არაერთხელ გატკინეს გული და ამიტომ გეშინიათ ახალი ურთიერთობის, ისევ გულის გატეხვის. აუცილებლად უნდა მოიშოროთ ეს შიში, სხვანაირად ახალ ურთიერთობას ვერ დაიწყებთ - გახსოვდეთ, რომ აუცილებლად გაგიმართლებთ. 

7 მთავარი მიზეზი, რომელთა გამოც 30 წლის ასაკში ისევ მარტო ხართ

7. და ბოლოს, თქვენ უბრალოდ არ შეხვედრიხართ იმ ადამიანს, რომელიც შეგიყვარდებოდათ - თუ მარტოხელა ხართ, უბრალოდ ისიამოვნეთ მომენტით. იზრუნეთ საკუთარ თავზე და იურთიერთეთ ადამიანებთან. „ის“ სწორედ მაშინ გამოჩნდება, როცა არ ელოდებით.

7 მთავარი მიზეზი, რომელთა გამოც 30 წლის ასაკში ისევ მარტო ხართ



<a href="http://www.femalenetwork.com/">http://www.femalenetwork.com/</a>