სილამაზის 10 გიჟური სტანდარტი წარსულიდან, რომელთა დაჯერებაც ძალიან რთულია
- 29.04.2017
ქალის სილამაზის სტანდარტები დროთა განმავლობაში იცვლება. გამონათქვამს - „სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს“ ერთ დროს პირდაპირი მნიშვნელობა ჰქონდა.
გთავაზობთ 10 მტკიცებულებას იმისას, რომ „იდეალური“ ცვალებადი კონცეფციაა. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე მოდის ტენდენციებს ეხება.
1. მე-15, მე-17 საუკენეები, პლატფორმა ფეხსაცმელი - ფეხსაცმელი მისი მფლობელის მაღალ სოციალურ სტატუსს უსვამდა ხაზს. მისი ქუსლის სიმაღლე 50 სმ-ს აღწევდა და ქალებს, რომლებიც მას ატარებდნენ, ყოველთვის თან ახლდათ დამხმარე ქალი, რომელიც გადაადგილებაში ეხმარებოდათ.
2. 1939 წელი - სახის საბურველი - ამ უჩვეულო წვეტიანი საფარველით ქალები ცდილობდნენ წვიმისაგან დაეცვათ მაკიაჟი. თუმცა ეს მოდა მალე გადავიდა, რადგანაც ძალიან მოუხერხებელი იყო.
3. მე-20 საუკუნე - ჩაღრმავებები სახეზე - ქალის სილამაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ითლებოდა სრულყოფილად, თუ ლოყებზე ჩაღრმავებები ექნებოდა. ამ ეფექტის მისაღწევად კი, ქალები სპეციალურ ხელსაწყოს იყენებდნენ, რომელიც ლოყებს აწვებოდა და შესაბამისი ეფექტი მიიღწეოდა. მისი გამოყენება მტკივნეული იყო და სასურველი ეფექტის მისაღწევად ხანგრძლივი მოხმარება იყო საჭირო.
4. რენესანსი - მაღალი შუბლი და უარი წამწამებს - ამ პერიოდში ბუნებრიობა მოდიდან გადავიდა და ქალები აქტიურად იყენებდნენ კოსმეტიკას. ქალის სხეული უნდა ყოფილიყო დახვეწილი. მოდაში იყო მაღალი და მრგვალი შუბლი. ქალები თმას იწევდნენ იმდენად მაღლა, რამდენადაც შესაძლებელი იყო. მათი უმეტესობა შუბლთან თმას იპარსავდა და ასე ქმნიდა მოდურ ლუქს. ასევე, ისინი იშორებდნენ წამწამებს.
5. მე-17 საუკუნის ინგლისი - თეთრი კანი - კანის გასათეთრებლად ინგლისელი ქალები იყენებდნენ ძმრითა და ტყვიით დამზადებულ პროდუქტს, რომელიც თავდაპირველად მართალია კანს ათეთრებდა, მაგრამ შემდეგ ის ყვითლდებოდა. ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი ელიზაბეტ პირველი მისი მომხმარებელი იყო.
6. მე-17 საუკუნის ინგლისი - თავიანთი მაღალი წარმომავლობისთვის ხაზგასასმელად ქალები ფანქრით იხატავდნენ ყელზე ვენებს, რათა უფრო გამოკვეთილი ყოფილიყო ის.
7. ვიქტორიანული ეპოქა - დედოფალმა ვიქტორიამ კოსმეტიკის გამოყენება აკრძალა, თუმცა ქალებმა ალტერნატიული გზა იპოვეს. ტუჩები რომ წითელი ყოფილიყო, ისინი კბენდნენ საკუთარ ტუჩებს, ხოლო ლოყებს ჩქმეტდნენ და ასე იღებდნენ „რუმიანის“ ეფექტს.
8. მე-19 საუკუნე - ამ ეპოქის ქალები არც მეტი არც ნაკლები დარიშხანს იმისთვის იყენებდნენ, რომ კანი პრიალა და ნათელი ყოფილიყო, ხოლო თვალები მეტყველი. დარიშხანის მიღება ხშირ შემთხვევაში მისი მომხმარებლის სიკვდილს იწვევდა.
9. ვიქტორიანული ეპოქა - მწვანე კაბები - ამ პერიოდში მწვანე კაბები ნამდვილი ტრენდი იყო. აღსანიშნავია რომ მისი შექმნის დროს დარიშხანისა და სპილენძის ნარევს იყენებდნენ, რაც კაბის მფლობელს ნელ-ნელა კლავდა.
10. მე-18 საუკუნე, ევროპა - ხალები - ხელოვნური ხალები არა მხოლოდ მაკიაჟის ნაწილი გახდა, არამედ ის იყო იარაღი ფლირტისთვის.
ხალი ნახევარმთვარის ფორმით - საღამოს პაემანზე მიპატიჟებას ნიშნავდა.
ხალი ზედა ტუჩთან - ნიშნავდა, რომ ქალი მარტოხელა იყო და თავისუფალი საქორწინო შეთავაზებისთვის.
ხალი მარჯვენა ლოყაზე - მიუთითებდა, რომ ქალი დაქორწინებული იყო.
ხალი მარცხენა ლოყაზე - ნიშნავდა, რომ ქალი ქვრივი გახლდათ.
თემები: სტილი, მოდა, რჩევები ქალებს, სილამაზე ყველა ასაკში, ქალები, რჩევები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>