ყოველდღიურ რუტინაში ხშირად ქალები ივიწყებენ საკუთარ თავს და საჭიროებებს. ისინი ბედნიერებისა და წარმატების ზოგადად მიღებულ კრიტერიუმებს ანაცვლებენ თავიანთი ნამდვილი სურვილებით.
TREND გიზიარებთ 6 მარტივ ნაბიჯს, რომელიც ქალებს დაეხმარება თანამედროვე სამყაროში საკუთარი თავის შენარჩუნებაში.
1. მიიღეთ კომპლიმენტები
გააუმჯობესეთ თქვენი უნარი, ამოიცნოთ სიგნალები, რომლებიც ადასტურებენ თქვენს ნიჭსა და შემოქმედებით პოტენციალს. ეს შეიძლება იყოს გარშემომყოფების კომპლიმენტები, რაც ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად ყველაზე ბანალური ქებაც კი შეიძლება მთელი დღის განმსაზღვრელი გახდეს.
ისწავლეთ იმის მიღება, რაც თქვენს ნიჭსა და შესანიშნავ თვისებებს გახსენებთ!
2. იყავით ფხიზლად
ყოველ წამს, სამყაროში რაღაც ხდება და თქვენი ცხოვრებაც ამ ორომტრიალშია, ისწავლეთ ასობით იდეიდან აირჩიოთ ის, რაც ნამდვილად დაგეხმარებათ წინსვლაში. ეს რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი!
3. არ მოუსმინოთ კრიტიკოსებს
არ არის მარტივი საქმე შინაგანი და გარეგანი კრიტიკოსების თავდასხმის ატანა, ჩვენ ხშირად გვესმის, მსგავსი შეფასებები: „არასწორი“, „მახინჯი“, „სუსტი“ - რაც თვითშეფასებაზე ნეგატიურად მოქმედებს, ამიტომ თავი შორს დაიჭირეთ ასეთი ადამიანებისგან. შექმენით სივრცე, რომელშიც შეგიძლიათ იყოთ საკუთარი თავი, ის სუფთა, თამამი, გაბედული „მე“, რომელსაც შეუძლია გამოხატოს საკუთარი თავი შეზღუდვების და სხვისი აზრის გათვალისწინების გარეშე.
4. დაბადეთ და შექმენით
ქალის ბუნებაშია სასწაულების მოხდენა - ქალი დაჯილდოებულია სიცოცხლის მინიჭების უნარით. შეხედეთ პატარა გოგონას, რომელიც ჯერ კიდევ შორს არის დედობისგან: პატარა ასაკიდანვე მას შეუძლია არაფრისგან სამყაროს შექმნა.
სიახლის შემოტანა სამყაროში არის დაბადება, რაც ქალს შეუძლია. „დაიბადე“, აცოცხლე ყველაფერი, რაც შენთან მოდის სიხარულისა და შთაგონების ემოციით. შეავსეთ სამყარო თქვენი შვილებით, ნუგეშით, სიმღერით, ცეკვით, პოეზიით, პროზით, ნახატებით, მუსიკით, კულინარიული კერძებით, კაბებით, მაქმანიანი თეთრეულით - ყველაფრით, რაც თქვენი იმპულსებიდან მომდინარეობს.
5. იყავით ნაზი საკუთარი თავის მიმართ
ყოველდღიური საზრუნავის მორევმა შეიძლება თქვენი გეგმები ჩაშალოს, თუ მათ ამის საშუალებას მისცემთ. იყავით ნაზი საკუთარი თავის მიმართ და იმ დროის მიმართ, რომელსაც საკუთარ თავს უთმობთ - თქვენი დრო თქვენი უნდა იყოს. გახსოვდეთ ეს ფრაზა: ჯერ საკუთარ თავზე იზრუნეთ, რათა სხვებზეც იზრუნოთ.
6. ნუ დანებდებით
დაწყებულის დაუმთავრებლობის ჩვევა ბევრი ქალისთვის ნაცნობია; ისინი ხშირად ფიქრობენ: „საინტერესოა, როდის გამოვნახავ კიდევ ამისთვის დროს? „შევძლებ კი ოდესმე?“ დაწყებულის გაგრძელების, „დაბადების“ ბუნებრივ დასრულებამდე მიყვანის უნარი კიდევ ერთი ნიჭია, რომელიც ქალს ყოველთვის აქვს - რაც არ უნდა ხდებოდეს, განაგრძეთ ყოფნა, სიცოცხლე და სრულად ყოფნა ყველაფერში, რაც თქვენთან ახლოსაა, რომელშიც საკუთარ თავს გამოხატავთ.
სულიერი კრიზისი მაშინ ჩნდება, როდესაც ქალი წყვეტს თავისი ნამდვილი „მე“-ს გამოხატვას.
ნება მიეცით ყოველ დღეს გამოკვებოს თქვენ შინაგანი ქალი!
თემები: ქალი, ბედნიერება, სილამაზე