მშობლები

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როდესაც მისი შვილი მასწავლებლის მხრიდან ბულინგის მსხვერპლია?

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როდესაც მისი შვილი მასწავლებლის მხრიდან ბულინგის მსხვერპლია?

სკოლებში მასწავლებლის მხრიდან ბულინგი არც თუ ისე იშვიათია. ეს კი უარყოფითად მოქმედებს მოზარდის განვითარებაზე და მათ ფსიქიკაზე.

ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია და მნიშვნელოვანია, მშობელმა გონივრულად იმოქმედოს.

პირველ რიგში, მოუსმინეთ თქვენს შვილს. შეაგროვეთ ყველანაირი ინფორმაცია მისგან.

მნიშვნელოვანია, განსაზღვროთ ეს არის ბულინგი მასწავლებლის მხრიდან, თუ კონფლიქტი მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის რაიმე კონკრეტული მიზეზის გამო.

არის რამდენიმე კითხვა, რომლებზე პასუხიც შვილისგან უნდა მიიღოთ:

1. რამდენი ხანია გრძნობს ის დამცირებას კონკრეტული მასწავლებლისგან?

2. ხომ არ უკავშირდება პრობლემა სკოლაში თქვენი შვილის ცუდ ქცევას?

3. კონკრეტულ მასწავლებელს აქვს თუ არა მსგავსი დამოკიდებულება სხვა მოსწავლეებთანაც? 

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როდესაც მისი შვილი მასწავლებლის მხრიდან ბულინგის მსხვერპლია?

სთხოვეთ შვილს, რომ მოგიყვეთ კონკრეტული მაგალითები. გაარკვიეთ კონკრეტულად რა სახის შენიშვნები მიიღო მასწავლებლისგან, რის გამო იგრძნო თავი შეურაცხყოფილად. განიხილეთ რა ვითარებაში მიიღო შენიშვნები.

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როდესაც მისი შვილი მასწავლებლის მხრიდან ბულინგის მსხვერპლია?

შეგიძლიათ გამოკითხოთ შვილის კლასელები. უსიამოვნო შენიშვნები, სავარაუდოდ, მათაც უნდა ახსოვდეთ და შეატყობინეთ მათ მშობლებსაც ამის შესახებ.

თუ მოზარდი კრიტიკის ობიექტი ხდება იმის გამო, რომ არ ასრულებს საშინაო დავალებას, მასწავლებელს შეუძლია უბრალო ზარით, ან წერილით გაგაფრთხილოთ და გთხოვოთ შეხვედრა და ერთად იმსჯელოთ პრობლემის გადაჭრაზე.

ყოველივეს გარკვევის შემდეგ უნდა მიხვიდეთ სკოლაში და ესაუბროთ კლასის დამრიგებელს პრობლემის შესახებ. ამის შემდეგ თუ კონკრეტული მასწავლებელი თქვენი შვილის მიმართ შეურაცხმყოფელი შენიშვნების მიცემას გააგრძელებს, შეგიძლიათ, საჩივრით მიმართოთ სკოლის დირექციას.

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როდესაც მისი შვილი მასწავლებლის მხრიდან ბულინგის მსხვერპლია?

თუ დარწმუნებული ხართ, რომ სხვა პედაგოგებთან მოზარდს მსგავსი პრობლემა არ აქვს, რეკომენდებულია პირადად შეხვდეთ სკოლის დირექტორს და გააცნოთ საქმის ვითარება, მოუყვანოთ კონკრეტული მაგალითები.

უკეთესია, თუ პრობლემას მოაგვარებთ დიმპლომატიურად. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და სცადეთ, რომ თქვენი რეაქციები არ იყს გადაჭარბებული პედაგოგებთან საუბრისას.

მნიშვნელოვანია, მოზარდი გრძნობდეს მშობლისგან მხარდაჭერას.

ამ მომენტში ბავშვისთვის მშობლის მხარდაჭერა ყცველაზე მნიშვნელოვანია. მიეცით მას საშუალება გულწრფელად ისაუბროს თავის განცდებზე და გრძნობებზე. განსაჯოს შექმნილი სიტუაცია თქვენთან ერთად.



<a href="http://www.bullying.co.uk">http://www.bullying.co.uk</a>