LIFE

გიყვართ დახურულ კარს მიღმა ძილი? ფსიქოლოგები გვამცნობენ, რას ამბობს ეს თქვენს ხასიათზე

გიყვართ დახურულ კარს მიღმა ძილი? ფსიქოლოგები გვამცნობენ, რას ამბობს ეს თქვენს ხასიათზე

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ეს, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალი ბევრ რამეს გვიმხელს თქვენი პიროვნების შესახებ. გაიხსენეთ ცნობილი ფრაზა: „მითხარი, როგორ გძინავს და გეტყვი ვინ ხარ“. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ კარის დახურვის ჩვევა შეიძლება დაკავშირებული იყოს  რამდენიმე მნიშვნელოვან პიროვნულ თვისებასთან და ღრმა ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებასთან.

უსაფრთხოების განცდა

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უსაფრთხოების მოთხოვნილებაა. დახურულ კარს აქვს საზღვრის შეგრძნება, დაცვა გარე სამყაროსგან, ხმაურის შემოჭრისა და საფრთხისგან.
მაშინაც კი, თუ გარემო მშვიდი და წყნარია, ტვინს სჭირდება კონტროლის შეგრძნება. ეს ამცირებს კორტიზოლის (სტრესის ჰორმონის) დონეს და ხელს უწყობს მოდუნებას.

საკუთარი სივრცის კონტროლი

ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ მათ, ვინც დახურულ კარს მიღმა სძინავს, სურთ იგრძნონ, რომ გარემოს აკონტროლებენ. ეს შეიძლება ასევე მიუთითებდეს ორგანიზებულობის მაღალ ხარისხზე და წესრიგის სიყვარულზე.

მარტოობის და პირადი საზღვრების საჭიროება

დახურული კარი საზღვრების სიმბოლოა. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც აფასებს პირად დროს და კონფიდენციალურობას.
ამოიცნო საკუთარი საჭიროებები და არ შეგეშინდეს მათი დაცვის, უბრალოდ ჯანსაღი ავტონომიაა.

სტაბილური ძილი და ფსიქიკური ჯანმრთელობა

ძილის სტაბილურობა და ხარისხი პირდაპირ კავშირშია შფოთვის, დეპრესიის და იმუნიტეტის დონესთანაც კი. კარგი ძილის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი კომფორტისა და უსაფრთხოების განცდაა. ამიტომ, თუ თავს კომფორტულად გრძნობთ დახურული კარის მიღმა ძილის დროს, ეს ნიშნავს, რომ იცით, როგორ მოუსმინოთ საკუთარ თავს, შექმნათ კომფორტული გარემო და დაიცვათ თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობა.

ინტროვერსია და ჰიპერმგრძნობელობა სტიმულაციის მიმართ

თუ არ შეგიძლიათ ღია კარით ძილი, შეიძლება ინტროვერტი, ან ძალიან მგრძნობიარე ადამიანი ხართ. ასეთი ადამიანები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან გარე სტიმულების მიმართ - სინათლე, ხმაური და კარს მიღმა მოძრაობა ხელს უშლის მათ მოდუნებაში. ამ შემთხვევაში, დახურული კარი ფილტრის როლს ასრულებს, რაც ხელს უწყობს სტიმულაციის შემცირებას და შინაგანი რესურსების აღდგენას.

ინტროვერტები ასევე უფრო მეტად განიცდიან „სოციალურ დაღლილობას“ და დახურული კარის მიღმა ძილი არა მხოლოდ დასვენებად, არამედ ფსიქიკური ენერგიის სრულ აღდგენად იქცევა.

აღდგენა და გადატვირთვა

დახურული სივრცე ეხმარება ტვინს აღდგენაში. ეს არა მხოლოდ აუმჯობესებს ძილის ხარისხს, არამედ ხელს უწყობს ფსიქო-ემოციურ კეთილდღეობას.

და ბოლოს, ღამით კარის დახურვის ჩვევა შეიძლება ტრივიალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში, მას შეუძლია გამოავლინოს თქვენი შფოთვის დონე, პირადი საზღვრების საჭიროება და საკუთარ თავთან ურთიერთობის დეფიციტიც. ასე რომ, ეს საღამოს რიტუალი არა მხოლოდ ჩვევა, არამედ თქვენი შინაგანი სამყაროს ანარეკლიცაა.