4 პროდუქტი, რომლებიც დამანგრევლად მოქმედებენ თქვენი სახის კანზე და ხელს უწყობენ დაბერებას
- 05.05.2017
1. ღვინო
გარდა იმისა, რომ ღვინოში ბევრი შაქარია, ასევე შესაძლებელია პესტიციდებისა და სულფიტების შემცველობა, რის გამოც ალკოჰოლი იწვევს გაუწყლოვანებას. სხეული კარგავს წყალს, ღვიძლი გადატვირთულია, საჭმლის მონელება კი შეიძლება დაირღვეს მეორე დღესვე სპირტიანი სასმელების გამოყენების შემდეგ, შედეგად კანი დანაოჭებული, გაწითლებული და მოშვებულია. როგორ ვუშველოთ? თავი შეიკავეთ ნებისმიერი ალკოჰოლის მიღებისგან როგორც მინიმუმი 3 კვირით. ეს დრო საკმარისი იქნება, რომ კანი აღდგეს.
2. რძე
ყავაში დამატებულმა რძემ ან ნაყინის მორიგმა პორციამ შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს თქვენს სახის კანზე. ასაკთან ერთად ჩვენ ვკარგავთ ენზიმების დიდ რაოდენობას, რომლებიც ეხმარებიან ლაქტოზის გადამუშავებას. ეს ანთების პროვოცირებას ახდენს მთელს სხეულში, მათ შორის სახეზეც. თუ შეამჩნიეთ, რომ სახე შეშუპებულია და თითქოს ნამძინარევი, კანი კი უფერული, ფერისმჭამელებითა და გამონაყარით, რამდენიმე კვირით უარი თქვით რძის პროდუქტებზე.
3. შაქარი
გარდა იმისა, რომ შაქარი ხელს უწყობს წონაშ მატებას, ის ასევე მოქმედებს კანის მდგომარეობაზე. აძლიერებს გლიკაციას - პროცესს, რომლის დროს გლუკოზის ზედმეტი მოლეკულები მაგრდებიან კოლაგენთან, აზიანებენ მას და ხდიან არაელასტიურს. სწორედ ეს პროცესი აჩქარებს კანის დაბერებას, ხელს უწყობს ნაოჭების გაჩენას, არღვევს პიგმენტაციას. არსებობს მხოლოდ ერთი საშუალება მიაღწიოთ ბრწყინვალე კანს - შეამციროთ შაქრის მოხმარება მინიმუმამდე.
4. გლუტენი
შეშუპებული სახე, ფერისმჭამელები შუბლზე, ლოყებსა და ნიკაპზე, წითელი ლოყები - ყველა ეს ნიშანი შეიძლება იყოს იმის სიმპტომი, რომ თქვენი ორგანიზმი ვერ ამუშავებს გლუტენს - ცილას, რომელიც ისეთი პროდუქტების შემადგენლობაშია, როგორიცაა ხორბალი, შვრია, ქერი, ჭვავი, ასევე სასმელებში (ლუდი, არაყი, ვისკი და სხვა). იმისათვის, რომ შეამოწმოთ, ნამდვილად გაქვთ თუ არა გლუტენის აუტანლობა, 2-3 კვირით ამოიღეთ რაციონიდან პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ მას, და დააკვირდით კანის ცვლილებებს. თუ 2 კვირის უგლუტენო დიეტის შემდეგ სიმპტომები არ გაქრა, როგორც ჩანს, სხვა სახის საკვების აუტანლობა გექნებათ. მაგრამ სწრაფი ნახშირწყლებისა და თეთრი ფქვილის პროდუქციისგან ნებისმიერ შემთხვევაში უარი უნდა თქვათ.
თემები: თავის მოვლა, კანი, რჩევები ქალებს, ქალები, რჩევები
<a href="http://www.adme.ru">www.adme.ru</a>