ახალი კვლევა, როგორც ჩანს, იმ თეორიას ადასტურებს, რომელიც მოიაზრებდა, რომ გონიერ ადამიანებს ზარმაცი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა ურჩევნიათ თავიანთი აქტიური კოლეგების გარემოცვაში ყოფნას.
ამერიკული კვლევების დასკვნების მიხედვით კი ჩანს, რომ მაღალი ინტელექტუალური განვითარების კოეფიციენტის მქონე ადამიანებს ყველაფერი მარტივად სწყინდებათ. მათთვის მთავარია, მეტი დრო დაუთმონ ფიქრსა და აზროვნებას.
ხოლო აქტიური ადამიანები ფიზიკურადაც აქტიურები არიან, ვინაიდან მათ სჭირდებათ თავიანთი ქმედებებით აზრებისა და ფიქრების სტიმულირება. ამით ისინი თავიდან იცილებენ ზედმეტ ფიქრებს და ამ გზით მალე აღარ ჰბეზრდებათ ყველაფერი.
ფლორიდის ზღვის უნივერსიტეტის მკვლევრებმა სტუდენტების ჯგუფს სამი ათეული წლის წინანდელი კლასიკური ტესტი მისცეს.
„შემეცნებისთვის საჭირო" კითხვარი მონაწილეებისგან იმის გარკვევას ცდილობდა, თუ რამდენად ეთანხმებოდნენ ისეთ განცხადებას, როგორიცაა „მე ნამდვილად მომწონს საკითხები, რომლებიც მოიცავს პრობლემების გადაჭრის ახალ გზებს" და ასევე „მხოლოდ იმდენს ვფიქრობ, რამდენიც საჭიროა, რომ ვიფიქრო".
მკვლევრებმა, მათ შორის, ტოდ მაკელროიმ (Todd McElroy), გამოყვეს ოცდაათი „მოაზროვნე" და ამდენივე საპირისპირო კანდიდატი კვლევაში ჩართული სტუდენტებისგან.
ორივე ჯგუფის წევრებს, დაახლოებით შვიდი დღის განმავლობაში, მუდმივად ეკეთათ სპეციალური მაჯის მოწყობილობა, რომელიც მათ მოძრაობებსა და აქტიურობას აკონტროლებდა და შეუჩერებლად უზრუნველყოფდა მონაცემების ნაკადს იმის შესახებ, თუ რამდენად აქტიურები იყვნენ კვლევაში ჩართული სტუდენტები.
„მოაზროვნეები“ მთელი კვირის განმავლობაში ნაკლებად აქტიურები ჩანდნენ, ვიდრე ის სტუდენტები, რომლებიც მოაზროვნეთა ჯგუფში ვერ მოხვდნენ.
კვლევის დასკვნები, რომლებიც გამოქვეყნდა ჟურნალ „ჯანმრთელ ფსიქოლოგიაში", აღწერილი იყო, როგორც „ძალიან მნიშვნელოვანი" და „ძლიერი" სტატისტიკური თვალსაზრისით.
თუმცა აღსანიშნავია, რომ დასვენების დღეებში ამ ორი ჯგუფის აქტივობებს შორის არანაირი განსხვავება არ დაფიქსირებულა. ამ შემთხვევის ახსნა შეუძლებელი გახდა.
მკვლევრების მიერ შემოთავაზებულმა დასკვნებმა შესაძლოა გაამყაროს ის აზრი, რომ ადამიანებს, რომლებიც ნაკლებს აზროვნებენ, თავიანთი დროის შესავსებად ფიზიკური აქტივობები სჭირდებათ.
თუმცა უარყოფითი მხარეები იმისა, რომ იყო გონიერი და ზარმაცი - გვაფრთხილებს მაკელროი, - ის არის, რომ უმოქმედო ცხოვრების წესს უარყოფითი შედეგები მოაქვს ჯანმრთელობისთვის.
ის სთავაზობს ნაკლებად აქტიურ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რამდენად ჭკვიანები არიან ისინი, დაისახონ მიზნად თავიანთი აქტიურობის ზღვრის გაზრდა, რათა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაიუმჯობესონ.
ბრიტანეთის ფსიქოლოგიური საზოგადოების მიერ ჩატარებული კვლევა ამბობს: „საბოლოო ჯამში, უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რაც მოაზროვნე ინდივიდებს თავიანთი დაბალი აქტივობის გაზრდაში დაეხმარება, ეს არის ცნობიერება.
როდესაც მოაზროვნე ადამიანები გააცნობიერებენ, რომ მიდრეკილები არიან ნაკლები აქტიურობისკენ, გააცნობიერებენ, თუ რა შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს უმოქმედობა, მიხვდებიან, რომ უმჯობესია, დღის განმავლობაში რაიმე აქტივობით დაკავდნენ".
„მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კვლევა ხაზს უსვამს უჩვეულო ტენდენციას, აღსანიშნავია ისიც, რომ დასკვნები მეტისმეტად ფრთხილად უნდა გაკეთდეს, ვინაიდან კვლევაში ჩართული ადამიანები ერთ ვიწრო, კონკრეტულ ჯუფს წარმოადგენენ", - ნათქვამია კვლევაში.
თემები: კვლევა, სიზარმაცე, მაღალი ინტელექტი
წყარო: <a href="http://ind.pn/2aWmNu6">ind.pn</a>