11 მითი, რომლისაც გვჯერა როდესაც ყოფილ ქმარს ან შეყვარებულს ვუბრუნდებით
- 08.05.2017
განშორება ადამიანთან, რომელთანაც ერთ დროს სიყვარული გაკავშირებდათ, ძალიან რთულია. ზოგჯერ წყვილები ერთმანეთს მეორე შანსს აძლევენ და ფიქრობენ, რომ ამჯერად ყველაფერი იდეალურად იქნება. სამწუხაროდ, სტატისტიკურად, ხშირ შემთხვევაში არათუ იდეალურად, არამედ ყველაფერი უარესობისკენ მიდის.
გთავაზობთ 11 მითს, რომლისაც გვჯერა, როდესაც ყოფილ პარტნიორს ვუბრუნდებით:
1. ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნება - ფიქრობთ, რომ მსოფლიო იცვლება და შეიძლება ურთიერთობაც უკეთესობისკენ შეიცვალოს. ნუ დაუჯერებთ თქვენს ფიქრებს. კვლევის თანახმად, წყვილები, რომელთა თანაცხოვრებაც განშორებით დასრულდა, ნეგატივზე იყვნენ ყოველთვის კონცენტრირებულები და ისინი იშვიათად ცდილობენ ამის გამოსწორებას.
2. ის სრულიად შეიცვალა - ადამიანები არ იცვლებიან. სულ მცირე პატარა ჩვევის თავიდან მოშორებასაც კი, დიდი ძალისხმევა, სურვილი, მოტივაცია და დრო სჭირდება. ყოველივე ამის შემდეგ კი დაფიქრდით, შესაძლებელია თქვენი ყოფილის რადიკალური ცვლილება?
3. არავინ მიცნობს ისე კარგად, როგორც ის - მართალი ხართ. თქვენ დიდი დრო გაქვთ ერთად გატარებული. ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობთ, იცით დადებითი და უარყოფითი მხარეები და იქნებ ეს იყო თქვენი განშორების მიზეზი?
4. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმეს მასზე უკეთესს ვიპოვი - თქვენ უბრალოდ არ გსურთ უკეთესის პოვნა იმიტომ, რომ ახალ ურთიერთობას გაჰყავხართ კომფორტის ზონიდან და ეს გაშინებთ.
5. ის არ არის სრულყოფილი, მაგრამ ის ჩემია - ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა იქნება უკეთესი - იცხოვრო ბედნიერად ვიდრე ოდესმე, გქონდეს ახალი ცხოვრება, თუ დაიბრუნო წარსული, რომელიც არ იყო სრულყოფილი, მაგრამ იქ იყო თქვენი პარტნიორი.
6. არ მაქვს დრო პაემნებისთვის და ახალი ურთიერთობისთვის -ახალი ადამიანის გაცნობას სჭირდება ახალი ჰორიზონტი და დრო, ეს მართალია, მაგრამ ის, რომ დრო არ გაქვთ, არ ნიშნავს რომ ყოფილს უნდა დაუბრუნდეთ.
7. ჩვენ ახლა მეგობრები ვართ, რაც ნიშნავს რომ ურთიერთობა გამოგვივა - როგორც წესი, მეგობრობა ყოფილ პარტნიორებს შორის მყარი არ არის. ეს ურთიერთობა არ ეფუძნება ემოციებსა და ნდობას. სურვილი, რომ იმეგობროთ „ექსთან“ შეიძლება მენტალური აშლილობის ნიშანი იყოს.
8. ორი ჭიქა ღვინო დალიეთ, ერთმანეთს აკოცეთ და სახლში ერთად დაბრუნდით - ყოფილი პარტნიორების დიდ ნაწილს კვლავ აქვთ სექსი, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ერთად იდეალურად იქნებით. ამის გამო ნუ ჩათვლით რომ თანაცხოვრება ბედნიერი იქნება.
9. არავინ არ არის სრულყოფილი - ვის სურს სრულყოფილება? უბრალოდ საჭიროა, რომ ერთმანეთთან თავს კარგად გრძნობდეთ. გულგატეხილი იმიტომ კი არ ხართ რომ თქვენს შორის რომელიმე სრულყოფილი არ არის, უბრალოდ ვერ შეეწყვეთ ერთმანეთს.
10. ჩემს ყოფილს არ სურს ჩემი დატოვება - განშორების შემდეგ ერთ-ერთი პარტნიორი მოულოდნელად შეიძლება გააქტიურდეს - გირეკავთ, გიგზავნით მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, გწერთ სოციალურ ქსელში, გაკვირვებთ მოულოდნელი ვიზიტებით. ამ დროს თქვენ ფიქრობთ - „ეს არის სიყვარული“, „მას არ შეუძლია ჩემი დავიწყება“. ხშირად ის ამ დროს უბრალოდ თქვენს გაკონტროლებას ცდილობს და არ გაძლევთ ახალი ცხოვრების დაწყების საშუალებას. ამიტომ ფრთხილად იყავით.
11. იქნებ მე ვაზვიადებ - თუ დაშორდით ნათესავების, სამსახურის, ან სხვა მიზეზით, შეიძლება მეორე ცდამ გაამართლოს. მაგრამ თუ უფრო სერიოზული მიზეზებია, ეჭვიანობა, ტყუილი, ღალატი - ნუ დასჯით თავს იმაზე ფიქრით, რომ აზვიადებთ.
თემები: სიყვარული, რჩევები ქალებს, მამაკაცები, ურთიერთობა, წყვილი, ქალები, რჩევები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>