კულინარია

პომიდორის დიეტური კოქტეილის რეცეპტი, რომელიც წონაში დაკლებაში დაგეხმარებათ

პომიდორის დიეტური კოქტეილის რეცეპტი, რომელიც წონაში დაკლებაში დაგეხმარებათ

ეს დიეტა მხოლოდ 48 საათი გრძელდება და ამ პერიოდის მანძილზე მხოლოდ ორი სხვადასხვა შემადგენლობის კოქტეილის მირთმევა მოგიწევთ.

პირველი დღის კოქტეილი ასე გამოიყურება:

საჭირო მასალა:

300 მლ წყალი

1 სადილის კოვზი თაფლი

ნახევარი კოვზი გახეხილი ჯანჯაფილი

ნახევარი კოვზი დარიჩინი

1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი

4 ცალი პიტნის გამხმარი ფოთოლი

პომიდორის დიეტური კოქტეილის რეცეპტი, რომელიც წონაში დაკლებაში დაგეხმარებათ

მომზადება:

აურიეთ ერთმანეთში ჯანჯაფილი, დარიჩინი და პიტნის ფოთლები. დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 10 წუთის განმავლობაში. თბილ სასმელს დაუმატეთ თაფლი და ლიმონის წვენი. გაყავით ოთხად და დალიეთ სამი კვებისა და ბოლოს ძილის წინ.

მეორე დღის კოქტეილი

საჭირო მასალა:

2 პომიდორი

4 კბილი ნიორი

6 სადილის კოვზი ლიმონის წვენი

500 მლ წყალი

მომზადება:

ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთში და დააბლენდერეთ. მიიღეთ ისეთივე წესით, როგორც პირველი, იმ განსხვავებით, რომ იწყებთ დალევას უზმოზე.

პომიდორის დიეტური კოქტეილის რეცეპტი, რომელიც წონაში დაკლებაში დაგეხმარებათ

ამ 48 საათის განმავლობაში დასაშვები საკვებია: ხილი და ბოსტნეული, მარცვლეულის პური, უცხიმო მოხარშული ხორცი, ვიტამინებით მდიდარი მარცვლეული, როგორიცაა წიწიბურა ან ოსპი. წყალი - მინიმუმ 2 ლიტრი დღეში.



<a href="cosmo.ru">cosmo.ru</a>