4 მაისს GD Alco-მ სამეფო უბნის თეატრში ხელნაკეთი ვისკის — Balvenie-ს დეგუსტაცია გამართა.
თეატრის ჰოლი შოტლანდიის სიმბოლოებით გააფორმეს: იატაკზე დაგებული მწვანე ნოხი ბალახის ასოციაციას ქმნიდა; სხვადასხვა კუთხეში კასრები იყო განლაგებული, რომლებზეც Balvenie-ს 12, 14 და 17-წლიანი ჩამოსხმები ელაგა. თითოეული ჩამოსხმის უნიკალურ საგემოვნო თვისებებზე სტუმრებს Balvenie-ს ბრენდ ამბასადორი — დიმიტრი ჩერკაშინი ესაუბრა.
დეგუსტაციას სხვადასხვა დარგში მოღვაწე ხელოვანების მასტერკლასი ახლავდა: საშა გოცირიძე, ირინა ჯიბუტი, ტასო გომელაური და ლანა ლობილაძე სტუმრებს თავიანთი ხელნაკეთი ნივთების დამზადების სპეფიციკას უხსნიდნენ; გურამ წიბახაშვილი კი მსურველებს სამახსოვრო პორტრეტებს უღებდა ძველებური „ყუთი აპარატით“.
თემები: დეგუსტაცია, The Balvenie, სამეფო უბნის თეატრი, ვისკის დეგუსტაცია