1. რაიან გოსლინგი - მსახიობს ტაბლოიდებმა „დედიკოს ბიჭის“ სტატუსი მიანიჭეს. ის დიდ დროს ატარებს დედასთან. მასთან ერთად ჩნდება წითელ ხალიჩაზე და წვეულებებზე. ამბობს, რომ დედა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
2. ჯასტინ თიმბერლეიკი - ჯანსტინს დედის, ბომარ ჰარლესის ინიციალები ზურგზე აქვს ‘’ამოტვიფრული“.
„ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს, ის ჩემი საუკეთესო მეგობარია. საოცარი ქალია. შეუძლია ისეირნოს ჩემთან ერთად, დარჩეს სახლში ჩემთან, ის ყოველთვის გვერდით მიდგას. მე ვფიქრობ, რომ ეს პრობლემებს მიქმნის გოგონებთან. როცა ეძებ ვიღაცას ვინც ისეთივე კარგი იქნება, როგორც დედაშენია, აგებ ბრძოლას“, - ამბობდა ჯასტინი 2003 წელს.
ჯასტინმა საბოლოოდ მოიგო ეს ბრძოლა და უკვე 5 წელია ჯესიკა ბილზეა დაქორწინებული. მისი სიყვარული და დამოკიდებულება დედისადმი არ შეცვლილა.
„იმაზე მეტად მიყვარხარ ვიდრე ამის განსაზღვრა და გადმოცემა სიტყვებს შეუძლიათ. ის, რაც ახლა ვარ და რაც მომავალში ვიქნები, შენი დამსახურებაა, მიყვარხარ დედა“, - დაუწერა დაბადების დღეზე ჯასტინმა დედიკოს.
3. დიუან ჯონსონი - ეს ათლეტური და სექსუალური მამაკაცი გიჟდება დედაზე, ატა ჯონსონზე.
„საუზმის დროს ვკითხე დედას - იყო თუ არა ბედნიერი. მან კი მიპასუხა - ადრე ბოტნეულის ფულიც არ მქონდა და ახლა შეხედე საუზმეს ჩემს წინ. ცრემლები გადმოსცვივდა და მითხრა - კი ჩემო ბიჭო, ბედნიერი ვარ“, - იხსენებს მსახიობი.
დიუან ჯონსონი ამბობს, რომ ეს მომენტი მისთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რადგანაც თვლის, რომ როცა მშობელი შვილს ეუბნება, რომ ის ბედნიერია, ეს ნიშნავს რომ შვილებმა იმედები გაამართლეს.
ვარსკვლავი დედიკოს ყოველთვის ანებივრებს სიურპრიზებით. ერთ-ერთი სიურპიზი კი ძვირადღირებული, ახალი მანქანა იყო.
4. კოლინ ფარელი - კოლინ ფარელი ამბობს, რომ მისი წარმატების საიდუმლო დედაა, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერს და გვერდით უდგას შვილს.
5. ჯარედ ლეტო - მსახიობი თავის ყველა წარმატებას დედას, კონსტანცს უკავშირებს. დედაჩემს სურდა, რომ რაღაც უკეთესი გაეკეთებინა - გაეუმჯობესებინა თავისი და შვილების ცხოვრება. მან მე მასწავლა ოცნება და მერე ამ ოცნებამდე მისასვლელი გზა, ოცნებების რეალობად ქცევა. ის საუკეთესოა“, - ამბობს ოსკაროსანი მსახიობი.
ჯარედ ლეტო არასოდეს უშვებს შანსს ხელიდან, რომ საჯაროდ გამოხატოს თავისი დამოკიდებულება დედის მიმართ.
6. დრეიკი - რეპერის სიყვარული დედისადმი მის მუსიკასა და„ინსტაგრამზე“ კარგად ჩანს. „დედის დღეს გილოცავ ჩემო გმირო, ძალიან მიყვარხარ“, ასე მიულოცა რეპერმა დედიკოს დედის დღეს.
„მან გადაარჩინა ჩემი ცხოვრება“, - ამბობს დრეიკი თავის ერთ-ერთ სიმღერაში დედაზე.
7. ლეონარდო დიკაპრიო - ლეოს დედა ირმელინი განსაკუთრებული ფიგურაა მსახიობის ცხოვრებაში. ლეო როდესაც დასასვენებლად თავის მეგობარ გოგონებთან ერთად მიდის, დედაც ყოველთვის თან ახლავს, ირმელინი შვილის გვერდითაა წითელ ხალიჩაზეც და მსახიობიც არასოდეს იშურებს დედიკოს მიმართ მადლობის სიტყვებს.
„არსებობს ერთი ადამიანი, რომელსაც მადლობა უნდა ვუთხრა, მე აქ ვერ ვიდგებოდი, რომ არა ეს ადამიანი. მე არ მექნებოდა ეს ცხოვრება რომ არა ის. ეს ქალი დამატარებდა სხვადასხვა სკოლაში, დღეში სამჯერ რომ ჩემთვის ახალი შესაძლებლობები ეჩვენებინა.
დღეს მისი დაბადების დღეა. დედიკო გილოცავ, ძალიან მიყვარხარ“, - ასე მიმართა ლეომ დედას სცენიდან, როდესაც ის ფილმ „გადარჩენილში“ შესრულებული როლისთვის „ბაფტას“ ცერემონიაზე დააჯილდოვეს.
8. ბრედლი კუპერი - ბრედლი დღემდე დედასთან ცხოვრობს. ამბობს, რომ ის სუპერ ქალია. მსახიობი ხშირად ჩნდება წითელ ხალიჩაზე მასთან ერთად,
9. მეთიუ მაკკონაჰი - დედა მეთიუს ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. როგორც მსახიობი ამბობს, ის საოცრად მზრუნველია და მის გარეშე ერთი დღეც ვერ წარმოუდგენია. მსახიობი აღიარებს, რომ დედასთან ერთად გასართობად არაერთხელ წასულა.
თემები: სიყვარული, დედა და შვილი, ბედნიერება, მამაკაცები, დედა, ჰოლივუდი
<a href="http://people.com">http://people.com</a>