მელოტი ადამიანები უფრო ჭკვიანები, მომხიბვლელები და წარმატებულები არიან - ახალი კვლევის შედეგი
- 17.05.2017
ყველა ჩვენგანი იცნობს მინიმუმ ერთ მელოტ კაცს, რომელიც გამუდმებით წუწუნებს ამის გამო და ჩვენც თანაგრძნობით ვუყურებთ მას.
თუმცა თანაგრძნობა სულაც არაა საჭირო, რადგანაც ახალი კვლევა აჩვენებს, რომ მელოტი კაცები აღიქმებიან დომინანტებად, მამაკაცურებად, თავდაჯერებულებად, ჭკვიანებად და ისინი არიან როგორც წესი, დანარჩენებზე უფრო მაღლები.
ეს ყველაფერი კი, მათი წარმატების განმაპირობებელია.
ამის კარგი მაგალითებია ბრიუ უილისი, ჯეისონ სტეტჰემი, ვინ დიზელი და დიუან ჯონსონი.
ალბერტ მენესის ხელმძღვანელობით ჩატარდა სამი კვლევა. კვლევის ერთი ნაწილი ასეთი იყო - შეარჩიეს 59 არამელოტი მამაკაცის ფოტო და ფოტოშოპის საშუალებითთმა მოაშორეს.
აღმოჩნდა, რომ მათ უფრო მაღალ ადამიანებად აღიქვამდნენ იმ ფოტოებში, რომლებშიც თმა არ ჰქონდათ.
კვლევის დასკვნაში წერია, რომ მელოტი ადამიანი რამდენიმე სანტიმეტრით უფრო მაღალი ჩანს.
თუ თმა შეთხელებული გაქვთ, უმჯობესია რომ ბოლომდე მოიშოროთ. რადგანაც კვლევის თანახმად, შეთხელებულთიანი ადამიანი ნაკლებად მომხიბვლელად და სუსტად აღიქმება.
თემები: მელოტი, მამაკაცები, ურთიერთობა, წარმატება
<a href="http://www.unilad.co.uk">http://www.unilad.co.uk</a>