LIFE

5 ისტორიული პიროვნება, რომლებმაც საკუთარი სახელი ნივთებსა და კერძებს დაარქვეს

5 ისტორიული პიროვნება, რომლებმაც საკუთარი სახელი ნივთებსა და კერძებს დაარქვეს

1. ნიკოტინი

მე-16 საუკუნეში ჟან ვილჰელმ ნიკო წარმოადგენდა საფრანგეთის ელჩს პორტუგალიაში. მისთვის დაკისრებული მისია გაერიგებინა პრინცესა მარგარიტა დე ვალუა - მეფე სებასტიან პორტუგალსკისთვის, მან არ შეასრულა, მაგრამ შეძლო გაეთქვა სახელი სხვა რამით. დიპლომატმა ჩამოიტანა საყნოსი თამბაქო.

ეკატერინე მედიჩს მოეწონა სიახლე, ამიტომ მოკლე დროში თამბაქოს უკვე ყნოსავდნენ სამეფო კარის მსახურები, შემდეგ კი მთელი პარიზი. თამბაქომ მიიღო სახელწოდება Nicotiana. თვითონ ნიკოტინი აღმოაჩინეს მხოლოდ მე-19 საუკუნეში. მოგვიანებით ქიმიკოსებმა სწორედ იმ ფრანგის საპატივცემულოდ დაარქვეს, რომელმაც მთელი საფრანგეთი „აიძულა“ თამბაქოს ყნოსვა დაეწყოთ.

5 ისტორიული პიროვნება, რომლებმაც საკუთარი სახელი ნივთებსა და კერძებს დაარქვეს

2. კარპაჩო

უმი საქონლის ფილეს კერძმა თავის სახელწოდება იტალიელი ფერწერის ვიტორე კარპაჩოს საპატივცემლოდ მიიღო, რომელიც მე-15 საუკუნეში მოღვაწეობდა. მისი სურათები განსხვავდებოდნენ საღებავების მრავალფეროვნებით. რამდენიმე ასეული წლის შემდეგ, 1950 წელს ვენეციაში ტარდებოდა კარპაჩოს ტილოების გამოფენა.

ამავე დროს ცნობილ რესტორანში „ბარი გარისთან“ შეფ-მზარეულმა ჯუზეპე ჩიპრიანიმ სპეციალურად გრაფინია ამალია ნანი მოჩენიგოსთვის მოამზადა ახალი კერძი. ვინაიდან ეს კერძი მდიდარი იყო პომიდორით, წითელი ფერის უხვმა რაოდენობამ წააქეზა მზარეული დაარქვას კერძი ფერწერის საპატივცემლოდ - კარპაჩო.

5 ისტორიული პიროვნება, რომლებმაც საკუთარი სახელი ნივთებსა და კერძებს დაარქვეს

3. პიცა მარგარიტა

1889 წელს იტალიის მეფე უმბერტო Ι და მისი მეუღლე მარგარიტა სავოისკაია დასასვენებლად ნეაპოლში იმყოფებოდნენ. ერთ-ერთ დღეს მათ მოუვიდათ იდეა გაესინჯათ ის, რითაც იკვებებოდა ხალხი. ყველაზე უნივერსალურ კერძად კი იმ მომენტისთვის პიცა ითვლებოდა. სამეფო მზარეული დაიბნა, ამიტომ სამზარეულოში მოიწვიეს ქალაქში საუკეთესო პიცერიის მფლობელი რაფაელო ესპოზიტო.

მან მოამზადა ორი ტრადიციული პიცა და ერთი განსაკუთრებული: პომიდორი ჩერით, მოცარელათი და ბაზილიკის ფოთლებით. სწორედ მესამე პიცა, რომელიც ფერთა გამის მიხედვით შეესაბამებოდა იტალიურ დროშას, ყველაზე ძალიან მოეწონა დედოფალს. ამიტომ რაფაელო ესპოზიტოს დიდხანს არ უფიქრია და საკუთარ ქმნილებას „პიცა მარგარიტა“ დაარქვა.

5 ისტორიული პიროვნება, რომლებმაც საკუთარი სახელი ნივთებსა და კერძებს დაარქვეს

4. მანსარდა

ფრანსუა მანსარი ითვლებოდა თავისი დროის ერთ-ერთ ცნობილ არქიტექტორად. ის აშენებდა სახლებს მე-17 საუკუნისთვის ტრადიციულ ბაროკოს სტილში, მაგრამ ამასთან მიისწრაფოდა სრულყოფილებისკენ და მუდმივად იწყებდა გადაკეთებას.

სწორედ ფრანსუა მანსარს მოუვიდა თავში იდეა - ჩაესვა ფანჯრები უშუალოდ სახურავის ქვეშ. ამდაგვარად, სხვენი დროთა განმავლობაში გადაიქცა საცხოვრებელ ადგილად და მას უწოდებდნენ მანსარდას.

5 ისტორიული პიროვნება, რომლებმაც საკუთარი სახელი ნივთებსა და კერძებს დაარქვეს

5. ჰემინგუეის შამპანიური

ერნესტ ჰემინგუეის სიყვარული ალკოჰოლური სასმელების მიმართ ყველასთვის არის ცნობილი. ნებისმიერ ქალაქში, სადაც იმყოფებოდა მწერალი, აუცილებლად მოიპოვება ადგილი, რომელიც მოიხსენიებს საკუთარ თავს როგორც „პაპა ერნესტოს საყვარელი ბარი“.

კოქტეილების სმისას, ჰემინგუეიმ მოიფიქრა საკუთარი სასმელის რეცეპტი, რომელსაც დაარქვა „სიკვდილი შუადღეზე“. ეს არის შამპანიური, რომლის შემადგენლობაში შედის აბსენტი. ამ სასმელში მთავარია - არ დაიკარგოს შუშხუნის ეფექტი.

5 ისტორიული პიროვნება, რომლებმაც საკუთარი სახელი ნივთებსა და კერძებს დაარქვეს



<a href="http://www.kulturologia.ru">http://www.kulturologia.ru</a>