1. ისეთ წვეულებებზე სიარული, როგორზეც 18 წლის ასაკში დადიოდით - მიუხედავად იმისა, რომ არაფერია ცუდი ღამით მეგობრებთან ერთად გართობაში, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თინეიჯერი აღარ ხართ და საჭიროა, პასუხიმგებლობით მოეკიდოთ საკუთარ ქცევებს, დამოკიდებულებას ალკოჰოლთან.
2. დაივიწყეთ მტანჯველი სასიყვარულო ურთიერთობა - თქვენ იცით რომ უკეთესს იმსახურებთ. რატომ უნდა იტანჯებოდეთ სიყვარულით? უნდა იცოდეთ, რა არის თქვენთვის პრიორიტეტი. გადაწყვიტეთ, რა გირჩევნიათ - იყოთ მტანჯველ სასიყვარულო ურთიერთობაში, თუ ბედნიერი მარტოხელა, რომელსაც ახალი ურთიერთობის დაწყების შანსი აქვს.
3. შეწყვიტეთ მცდელობა, რომ გარშემო ყველას მოაწონოთ თავი - არ არის აუცილებელი ყველას მოსწონდეთ. შეუძლებელია, ყველა ადამიანის მოთხოვნების დაკმაყოფილება. იყავით ისეთი, როგორიც ხართ სინამდვილეში.
4. თავიდან მოიშორეთ ნეგატიური ადამიანები - გვერდით უნდა გყავდეთ მხოლოდ ისეთები, რომლებიც თავს უკეთესად გაგრძნობინებენ და განვითარებაში დაგეხმარებიან.
5. შეწყვიტეთ ფულის ხარჯვა გამოუსადეგარ ნივთებში - ზოგი ქალი, როგორც წესი, არასასარგებლო ნივთებში დიდ თანხებს ხარჯავს. თუ გსურთ, რომ დაგეგმოთ მომავალი, მოგზაურობა, ან ბიზნესის განვითარება, მაშინ სერიოზულად უნდა მიუდგეთ ფინანსებს და არ უნდა იყოთ მფლანგველები.
6. ნუ იტყვით ყველაფერზე „დიახ“ - მიუხედავად იმისა, რომ ეს ხელს შეუშლის შეთანხმებას. იმოქმედეთ საკუთარი ინტერესების შესაბამისად, გქონდეთ რწმენა და იამაყეთ საკუთარი თავით.
7. თავი დაანებეთ „ფასთ ფუდებს“ - სამზარეულოში ფუსფუსი შეიძლება არ გიყვართ და ეს თქვენთვის მოსაბეზრებელი საქმეა, მაგრამ აუცილებლად უნდა შეეშვათ ქუჩაში ჭამას, ეს მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის. დაიწყეთ მარტივი კერძების მომზადებით.
8. შეწყვიტეთ ფიზიკური, ემოციური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის უგულებელყოფა - არიან ქალები, რომლებსაც არ სურთ თავიანთი ჯანმრთელობის პრობლემების აღიარება. დროა, მიხედოთ საკუთარ ჯანმრთელობას და მცირე ნიუანსიც არ უგულებელყოთ. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რათა მდგომარეობა არ გართულდეს.
9. თავი დაანებეთ წარუმატებლობის სხვადასხვა მიზეზებით გამართლებას - ცხოვრებაში ხშირად ვაწყდებით სირთულეებს, რომლეზეც ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ დაუძლეველია, შემდეგ კი ვიწყებთ ახსნას, ათასგვარ საბაბს ვიგონებთ, რატომ ვერ მივიღეთ სასურველი შედეგი. არ არის უცხო, რომ ცხოვრება რთულია, ყოველთვის იქნება მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ გააკეთეთ ესა თუ ის საქმე, თუმცა ამაზე ფიქრის ნაცვლად, დროა კონცენტრირება მოახდინოთ მიზნის მიღწევაზე.
თემები: სიყვარული, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="http://www.femalenetwork.com/">http://www.femalenetwork.com/</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია