სილამაზე

როგორ მოვუაროთ ყველა ტიპის თმას ძვირადღირებული შამპუნებისა და ბალზამების გარეშე

როგორ მოვუაროთ ყველა ტიპის თმას ძვირადღირებული შამპუნებისა და ბალზამების გარეშე

1. დაბანის შემდეგ გადაივლეთ წყალში, რომელში დაუმატებთ რამდენიმე წვეთ ლიმონს. ნაყენი განსაკუთრებულად უხდება ქერა თმას.

2. თმის ძირების გასამაგრებლად ეფექტურია ოხრახუშის ფოთლების ფაფა. ოხრახუშის ფოთლები მიქსერში დააქუცმაცეთ და მცირე რაოდენობით თბილ წყალში გააზავეთ. მიღებული ფაფა თმაზე დაიდეთ და პოლიეთილენის თავსაფრით შეიხვიეთ, ერთი საათის შემდეგ წყლით ჩამოიბანეთ.

როგორ მოვუაროთ ყველა ტიპის თმას ძვირადღირებული შამპუნებისა და ბალზამების გარეშე

3. კომბოსტოსა და ატმის წვენის ნაყენი თმას ამაგრებს. 2 სუფრის კოვზი კომბოსტოსა და 2 სუფრის კოვზი ატმის წვენი ერთმანეთში აურიეთ, დაუმატეთ კვერცხის გული, 20 გრ კონიაკი და 20 გრ თაფლი. ნიღაბი თმაზე დაიდეთ, პოლიეთილენის ქუდი დაიხურეთ და ზემოდან პირსახოცი დაიფარეთ. 2 საათის შემდეგ ჩვეულებრივი შამპუნით დაიბანეთ. ეს ნიღაბი კვირაში ერთხელ გაიკეთეთ. თერაპიული კურსი 2-3 თვე გრძელდება.

4. სტაფილოს შამპუნი. 1 კვერცხის გული, 20 გრ ზეთი, 20 გრ ლიმონის წვენი და 4 სუფრის კოვზი სტაფილოს წვენი ერთმანეთში კარგად აურიეთ. შამპუნის ნაცვლად თმა ამ ნაყენით დაიბანეთ.

როგორ მოვუაროთ ყველა ტიპის თმას ძვირადღირებული შამპუნებისა და ბალზამების გარეშე

5. ერთი კვერცხის გულს ნახევარი ლიმონიდან გამოწურული წვენი და რამდენიმე წვეთი ნუშის ზეთი დაუმატეთ. თმის ძირებზე წაისვით და 20 წუთი გაიჩერეთ. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.



<a href="cosmo.ru">cosmo.ru</a>