LIFE

20 რჩევა მამაკაცთან ურთიერთობების შესახებ

20 რჩევა მამაკაცთან ურთიერთობების შესახებ

1. ურთიერთობები თანამიმდევრულია. არ იჩქაროთ შემდეგ საფეხურზე გადასვლა და დააცადეთ მოვლენების განვითარებას ეტაპობრივად.

2. ნუ ახსენებთ მას წარსულს. ყოფილი გოგონები იქნება ეს, თუ თქვენი საკუთარი წყენა - არასოდეს არ გამოიყენოთ კამათში, თუ არ გინდათ, რომ ის ჩაიკეტოს და თან დიდი ხნით.

3. იყავით სხვადასხვანაირი. მამაკაცებს მოსწონთ ქალები, რომლებსაც შეუძლიათ მოიქცნენ საზოგადოებაში როგორც ლედი, და ლოგინში - როგორც მეძავები.

4. ნუ დაადანაშაულებთ საკუთარ თავს უმიზეზოდ. მამაკაცებს არ უყვართ ქალები, რომლებიც მუდმივად საკუთარ თავს ადანაშაულებენ.

5. სანამ ატეხავთ ჩხუბს, ყოველთვის მოუსმინეთ მის აზრს. ეს შეაჩერებს ვნებათა ქარტეხილს და დაგაფიქრებთ, რომ თქვენი შეხედულება მოვლენებზე ერთადერთი შესაძლებლობა არ არის.

20 რჩევა მამაკაცთან ურთიერთობების შესახებ

6. თქვენ - გუნდი ხართ. წყვილში არ არსებობს გამარჯვებული და დამარცხებული - თქვენ ყოველთვის უნდა იმოქმედოთ და იაზროვნოთ საერთო კეთილდღეობის მიმართულებით.

7. იზრუნეთ საკუთარ გარეგნობაზე. მამაკაცები შეიძლება ამბობდნენ, რომ არ უყვართ ქალები, რომლებიც ზედმეტად დიდ ყურადღებას აქცევენ საკუთარ გარეგნობას, მაგრამ სწორედ მოვლილი ქალია თითოეულის იდუმალი ოცნებების საგანი.

8. ნუ მოაწყობთ ისტერიკებს. მამაკაცები გარბიან როგორც ცეცხლისგან ისეთი ქალებისგან, რომლებიც წვრილმანებისგან მუდმივად პრობლემას ქმნიან. ეცადეთ არ დაუშვათ ხშირად ჩხუბი - და აუცილებლად დაამთავრეთ ის სექსით.

9. უნდობლობა კლავს სიყვარულს. იმის მაგივრად, რომ იეჭვიანოთ, მეტი ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თავს, მასე უფრო სასურველი გახდებით და მამაკაციც არ დაიწყებს აქეთ-იქეთ ყურებას.

10. ნუ დაკომპლექსდებით. ეჭვები საკუთარი გარეგნობის, ტანსაცმლის ან სოციალური მდგომარეობის შესახებ მხოლოდ თქვენს თავშია. თქვენს პარტნიორს უკვე შეუყვარდით ასეთი, ამიტომ მოდუნდით და ნუ ადარებთ საკუთარ თავს სხვებს.

20 რჩევა მამაკაცთან ურთიერთობების შესახებ

11. იყავით საყრდენი, რომელზეც ის შეძლებს დაყრდნობას. მამაკაცმა ყოველთვის უნდა იგრძნოს თქვენი მხარდჭერა და რწმენა მის ძალებში.

12. მამაკაცები არ კითხულობენ აზრებს. ელაპარაკეთ საკუთარ სურვილებზე, თუ გინდათ რომ მიაღწიოთ მიზანს, მაგრამ არასოდეს არ გააკეთოთ ეს პრეტენზიების ფორმატში.

13. არ მოდუნდეთ. იყავით ყოველთვის სექსუალური, მიმზიდველი, საინტერესო - ისეთი ქალი, რომელიც მას ერთხელ შეუყვარდა.

14. მამაკაცს სჭირდება სივრცე. ნუ ეცდებით დაიკავოთ მთელი მისი დრო. მამაკაცს უნდა ჰქონდეს დრო საკუთარი თავისთვის და მეგობრებისთვის - ისევე, როგორც თქვენ.

15. არ გადააჭარბოთ. ნუ ეცდებით ზედმეტად ასიამოვნოთ თქვენს მამაკაცს. მან უნდა დააფასოს თქვენი სიყვარულისა და ზრუნვა და არა ჩვეულევრივად მიიღოს ის.

20 რჩევა მამაკაცთან ურთიერთობების შესახებ

16. შეაქეთ ის. თუ მამაკაცმა რაღაცას მიაღწია - შეაფასეთ ეს და გაუკეთეთ კომპლიმენტი, თუნდაც ეს წვრილმანს ეხებოდეს. ის ეცდება უფრო მეტი გააკეთოს, რომ თქვენ კიდევ ერთხელ შეაქოთ.

17. ნუ ურტყავთ წელს ქვემოთ. დაადეთ საკუთარ თავს მუდმივი ტაბუ იმ ფრაზებზე, რომლებიც ყველაზე ძალიან სტკენენ გულს. ამ სფეროს ასევე ეკუთვნის ნებისმიერი შეურაცხყოფა მისი მშობლებისა და შვილების მიმართ.

18. სიყვარული - ემოციურისა და ფიზიკურის რთული მიქსია. შეაგნებინეთ, რომ თქვენ სჭირდებით მას ემოციურად მანამდე, სანამ თქვენ მას მოუნდებით.

19. არ გაჩუმდეთ. პარტნიორის იგნორირება შეიძლება მოგეჩვენოთ საუკეთესო საშუალებად ჩაუტაროთ გაკვეთილი ჩხუბის დროს, მაგრამ სინამდვილეში ეს მას ძალიან აღიზიანებს და იწვევს ნამდვილ სიძულვილს.

20. თქვენ ვერ შეცვლით მას, ვისაც არ უნდა რომ შეიცვალოს. თუ მამაკაცი გულწრფელად არ ცდილობს გამოასწოროს სიტუაცია - ეს აბსოლუტურად მკვდარი ნომერია. ტყუილად ნუ ხარჯავთ საკუთარ დროს.

20 რჩევა მამაკაცთან ურთიერთობების შესახებ



<a href="http://elle.ua">http://elle.ua</a>