1. Escentric Molecules
ყველა Escentric Molecules ფუძეში დევს უნიკალური მოლეკულა Iso E Super. ჯადოსნურ მოლეკულას გააჩნია თვისებები, რომლებიც შეიძლება შევადაროთ ფერომონების ეფექტს, რომლის დახმარებით ჩვენ ვიზიდავთ სხვა ადამიანებს. მოლეკულა Iso E Super რამდენჯერმე აძლიერებს ამ ეფექტს და ხაზს უსვამს ჩვენს სექსუალურობას. ნებისმიერს ამ არომატებიდან მამაკაცები უსიტყვოდ და სამუდამოდ ემორჩილებიან.
2. Criminal of Love, K by Kilian
Criminal of Love, K by Kilian - ეს უბრალოდ სუნამო კი არა, არამედ ნამდვილი პარფიუმერული პროვოკაციაა! არაჩვეულებრივად ქალური და ეროტიკული არომატი, რომლის წინაშეც თავს ვერ შეიკავებთ.
3. Allure Sensuelle, Chanel
Chanel -ის მთავარმა „ცხვირმა“ ჟაკ პოლჟმა სპეციალურად ნაზი, გრძნობადი და რომანტიკული პიროვნებებისთვის წარმოადგინა ტუალეტის წყალი Allure Sensuelle. ჩვენ შევამოწმეთ: რომანტიკოსი მამაკაცები ავსებენ შეყვარებულებს ყვავილებითა და ლექსებით, ბრუნდებიან და მორჩილად მისდევენ კვალდაკვალ.
4. L`Ange Noir, Givenchy
L`Ange Noir Givenchy-გან - ელეგანტური, მაცდური, მაგრამ ძალიან სახიფათო საბედისწერო ქალის გრძნობადი ბანგი. ჩვენ დარწმუნებულები ვართ: ასეთ „ბანგის“ წინაშე ვერცერთი მამაკაცი თავს ვერ შეიკავებს.
5. Side Effect The Carnal, INITIO
უგუნურად თამამი და გძნობადი არომატი The Carnal INITIO-ს ახალი კოლექციიდან Side Effect ძირავს თავის მფლობელს და მასთან ერთად მათაც, ვინც მის გვერდით იმყოფება, მდგომარეობაში, როცა შეუძლებელი არაფერი არ არის, ყველა შიში უკან რჩება და მხოლოდ მოსინჯვაღა დარჩა...
6. Midnight Oud, Juliette Has a Gun
შეისხურეთ ძვირფასი არომატის Midnight Oud რამდენიმე წვეთი - და ჩაიძირეთ ღამეში, ახალ სასიყვარულო თავგადასავლებთან შესახვედრად! მაგრამ იყავით ფრთხილად: მასში შემავალი პარფიუმერიის ერთ-ერთი ყველაზე რთული და მომაჯადოებელი ინგრედიენტი მამაკაცებს გულისცემას უხშირებს.
7. Devil Tender, ExNihilo
არომატი Devil Tender ExNihilo-გან - მომაჯადოებელი ქალურობის განსახიერებაა. უმანკო, ნაზი და ამასთანავე უტიფარი და კეკლუცი, აბა როგორ გაუძლო ამას და არ დაემორჩილო მის მომხიბვლელობას?
8. Alaia Blanche, Azzedine Alaia
არომატი Alaia Blanche ეძღვნება აქტიურ, მოურიდებელ და შესანიშნავ ქალებს, რომლებიც ფეხდაფეხ მიჰყვებიან დროს და ყოველთვის ყველაზე უკანასკნელი ტრენდების საქმის კურსში არიან. ასეთ ქალებს კი მამაკაცები, როგორც ცნობილია, ხელიდან არ უშვებენ.
9. Narciso Poudree, Narciso Rodriguez
თავის ყველა პარფიუმში ნარცისო როდრიგესი ხაზს უსვამს მაღალ გრძნობადობასა და ცდუნების ხელოვნებას. და ახალი, რიგით მესამე არომატი NARCISO eau de parfum Poudrée არ არის გამონაკლისი. თბილი, ძლიერი, გულწრფელი, ახალი „პუდრის“ Narciso შესრულებულია მაგიური მიმზიდველობით, რომლის წინაშე თავს ვერ შეიკავებ.
10. The One Essence, Dolce&Gabbana
საკულტო არომატმა Dolce&Gabbana The One მოიპოვა საკუთარი მაქსიმალური გამოხატულება ესენციის ფორმით. აქ არანაირი კომპრომისი არ არის: ეს ნათელი ყვავილოვან-აღმოსავლური კომპოზიცია პირდაპირ გულში „ჭრის“ მამაკაცებს.
11. L’eau Kenzo Aquadisiac, Kenzo
კენზოს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს წყალთან. ბრენდისთვის წყალი - სტიქიაა, რომელიც აღფრთოვანებს, აღვიძებს წარმოსახვას და აფორიაქებს გრძნობებს. ახალი მომაჯადოებელი არომატი L’eau Kenzo Aquadisiac აღვიძებს გრძნობებს და წამიერად გაყვარებს თავს: ის წამოგყვება ქვეყნის ბოლოში.
12. Si Rose Signature, Giorgio Armani
ძალა, გრძნობადობა, დამშვიდება. ამ არომატის შექმნაზე Giorgio Armani-ს ფარფიუმერები შთააგონა თანამედროვე ქალის სახემ. ქალის, რომელიც ეუბნება ცხოვრებასა და ბედნიერებას თავდაჯერებულ „კი“-ს. ასეთმა გაბედულმა და შეუდარებელმა ქალმა უბრალოდ შეუძლებელია თქვას „არა“.
13. Magnolia Love, Erborian
მაგნოლია - მარადიული სიყვარულისა და გაზაფხულის სიმბოლოა, ასევე ის უძველესი ყვავილია მსოფლიოში, რომელიც ცნობილია მათრობელა არომატით. კორეაში მაგნოლია ითვლება ქალურობის, უმანკოებისა და სილამაზის სიმბოლოდ, ყვავილის ეთერზეთი კი ითვლება უძლიერეს აფროდიზიაკად. ასე რომ არომატის Magnolia Love -ის წინაშე მამაკაცები უბრალოდ უძლურები არიან.
თემები: ურთიერთობა, ქალები, რჩევები, სუნამო, არომატი
<a href="http://storyx.me">http://storyx.me</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია