10 ფსიქოლოგიური პრობლემა, რომელიც ადამიანში აღზრდის არასწორი მეთოდების გამო ჩნდება
- 03.06.2017
1. დეპრესია და ნაკლები დამოუკიდებლობა - ზოგიერთი მშობელი ყოველთვის დიდი დოზით ერევა შვილის ცხოვრებაში, ზედმეტ მზრუნველობას იჩენენ. არ აძლევენ მათ საშუალებას თავად მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. შედეგად კი, ბავშვი ყალიბდება ადამიანად, რომელიც არ არის დამოუკიდებელი, სტანჯავს დეპრესია და შიშები.
2. მავნე მიდრეკილებები - თუ მშობელი ხშირად ეუბნება ბავშვს თუ რამდენ პრობლემას უქმნის, მოზარდი საბოლოოდ დაასკვნის, რომ ყველა ბედნიერი იქნება მის გარეშე. შედეგად, როცა იზრდება, ცდილობს, თვითგანადგურების გზები იპოვოს. უჩნდება მიდრეკილება ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისადმის.
3. არ შეუძლია დაისვენოს და განიტვირთოს - „სერიოზულად მოიქეცი“, „ნუ ხარ ასეთი ბავშვი“ - მსგავსი ფრაზები ზრდასრულ ადამიანზეც კი მოქმედებს და არ აძლევს მოსვენების საშუალებას.
4. დაბალი თვითშეფასება - მშობლები, რომლებიც გამუდმებით ადარებენ საკუთარ შვილს სხვა ბავშვებს, იღებენ თვითკრიტიკულ მოზარდს და როცა ის უკვე იზრდება, სხვადასხვა კომპლექსები უყალიბდება და აქვს დაბალი თვითშფასება.
5. წარუმატებელი პირადი ცხოვრება - დირექტივა - „არავის ენდო“, უარყოფით გავლენას ახდენს მოზარდზე. ის მთელ სამყაროს მტრად აღიქვამს და არავის ენდობა, როცა ის უკვე მოზრდილია, ვერ ალაგებს პირად ურთიერთობებს.
6. ეძებს პარტნიორს, რომელიც მშობლის მაგივრობას გაუწევს - „შენ ძალიან პატარა ხარ ამისთვის“ - როცა მშობელი შვილს ამ და მსგავს ფრაზებს ეუბნება, მისი შვილი მუდამ „პატარა“ რჩება და ცდილობს იპოვოს ისეთი პარტნიორი, რომელიც მასზე დედასავით იზრუნებს.
7. ნიჭის ჩახშობა, ნაკლები ინიციატივა, ნაკლებ კრეატიულობა - ზოგიერთი მშობელი ეუბნება შვილს - „ვერ იქნები ჩემსავით ჭკვიანი“, „შეწყვიტე ოცნება“ - ამის გამო ბავშვებს საკუთარი აზრი აღარ გააჩნიათ, არ იჩენენ ინიციატივას და კარგავენ ლიდერობისთვის აუცილებელ უნარებს. როცა იზრდებიან, ალკოჰოლისკენ არიან მიდრეკილები.
8. საკუთარ თავში ჩაკეტილი და ემოციური - ნაკლებად მგრძნობიარე მშობლები ეუბნებიან შვილებს შეწყვიტონ ტირილი, ან რაიმის გაპროტესტება. ამის გამო, ბავშვი საკუთარ თავში იკეტება და ხშირად რთულ ფსიქოლოგიურ პრობლემებამდე მიდის.
9. დეპრესია და დანაშაულის შეგრძნება -“ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ განათლება მოგცეთ“ - როცა მშობელი შვილს მსგავს ფრაზებს ხშირად უმეორებს, ბავშვი მუდმივი სტრესის ქვეშაა და აწუხებს დანაშაულის გრძნობა. თვლის, რომ რაღაცას ისე ვერ აკეთებს, როგორც მშობლები ელოდებიან. კარგავს თავისუფლების შეგრძნებას. ეს გრძნობა მოზრდილ ასაკშიც სტანჯავს.
10. უპასუხისმგებლობა, სხვებზე დამოკიდებულება - არსებობს პარანოიდი მშობლების კატეგორია. ასეთი მშობელი შვილს არაფრის ნებას არ რთავს. ხშირად უმეორებენ ბავშვს ფრაზებს - „არ შეეხო, ასე არ დაჯდე, ასე არ ჩაიცვა“. ამის გამო ბავშვს ეშინია ყველაფრის, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების. ის პასიურ და უპასუხისმგებლო ადამიანად ყალიბდება.
თემები: მშობლები, ბავშვი, მშობლები და შვილები, ბედნიერი ბავშვი, ბავშვები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია