LIFE

5 უნარი, რომელიც წარმატების მიღწევის წინაპირობაა - მეცნიერების დასკვნა

5 უნარი, რომელიც წარმატების მიღწევის წინაპირობაა - მეცნიერების დასკვნა

რა გვხდის წარმატებულებს? - მართალია, რომ აღზრდა, სწავლა. სიყვარული, მხარდაჭერა ადრეული ასაკიდანვე თამაშობს დიდ როლს, მაგრამ მკვლევარები მიიჩნევენ, რომ წარმატების საიდუმლო ეს არ არის.

ლონდონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეისწავლეს 8 119 მამაკაცი და ქალი და განსაზღრეს მათი ცხოვრებისეული უნარები, რომელიც ხელს უწყობს წარმატების მიღწევას.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ისინი ვინც ადრეულ ასაკში იყვნენ წარმატებულები, მდიდრები და ბედნიერები, არ იყვნენ მოზრდილ ასაკში ისეთივე მდგომარეობაში.

მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადამიანის წარმატებას განაპირობებს 5 მარტივი პიროვნული თვისება.

 1. ემოციური სტაბილურობა - იმისთვის, რომ ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიოთ,პირველ რიგში, იზრუნეთ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. „ჩვენი უნარი, გავაკონტროლოთ ემოციები, არის ყველაზე ძლიერი უნარი რაც გაგვაჩნია“, - განმარტავს ალაბამას უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგი ჯოშუა ქლაფოუ.

ემოციური სტაბილურობა ჰგავს ჩვენი ცხოვრების ერთგვარ მარეგულირებელს. ის გვაძლევს საშუალებას არ ვიყოთ ცრუ ოპტიმიზმით სავსე.

ინდიანას უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ემოციური სტაბილურობა და წარმატება მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან.

5 უნარი, რომელიც წარმატების მიღწევის წინაპირობაა - მეცნიერების დასკვნა

ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ თავის გაკონტროლება, ემოციების მართვა, ახერხებენ მარტივად გაუმკლავდნენ სტრესს, რაც ხელს უწყობს მომავალში შესაძლებლობების ფართო სპექტრის გაშლას. ასე რომ, თუ გსურთ მომავალში იყოთ მდიდარი, ჯანმრთელი და წარმატებული, ფოკუსირება მოახდინეთ თქვენს ემოციურად მდგრადობაზე.

2. ანალიზი, განსაზღვრა - მკაფიოდ განსაზღვრა სურვილების, მომავლის ანალიზი ეხმარება ადამიანს მიზნის მიღწევაში.

სანამ რაიმის გაკეთებას დაიწყებთ, აუცილებელია, წინასწარ გათვალოთ და გაწეროთ თითოეული ნაბიჯი. თვითგამორკვევა თერაპიის მსგავსია და მასწავლებელია ყოველდღიურ ცხოვრებაში.

5 უნარი, რომელიც წარმატების მიღწევის წინაპირობაა - მეცნიერების დასკვნა

3. კონტროლი - თუ ისწავლოთ შეხედოთ სამყაროს, როგორც მოვლენებისა და სიტუაციების მთელ რიგს, შეძლებთ ცხოვრების გაკონტროლებას. პირველ რიგში, თუ გსურთ, რომ ცხოვრება აკონტროლოთ, საკუთარი თავის კონტროლი უნდა შეგეძლოთ. წარმატებას მიაღწევთ იმ შემთხვევაში, თუ შეგეძლებათ წარმოიდგინოთ მოვლენები ფართო ხედითა და ყველა კუთხით. ასე უფრო მარტივად შეძლებთ ცხოვრების გაკონტროლებას. 

5 უნარი, რომელიც წარმატების მიღწევის წინაპირობაა - მეცნიერების დასკვნა

4. ოპტიმიზმი - ოპტიმისტები ელოდებიან, რომ აუცილებლად მოხდება რაღაც კარგი მათ ცხოვრებაში და ერთი შეხედვით, ეს ადამიანები არარეალისტები ჩანან. თუმცა ეს იმასაც ნიშნავს, რომ ისინი ცდილობენ იპოვონ კარგი იმაში, რასაც აკეთებენ.

ფსიქოლოგი ენდრიუ სტეპთოე და მისი კოლეგა ჯეინ უორდლი ამბობენ, რომ როცა ადამიანში ოპტიმიზმი წარმატების მომტან სხვა თვისებებთან ერთად კომბინაციაშია, წარმატება გარდაუვალია. ოპტიმზმი ადამიანს სტრესის დაძლევაში ეხმარება.

5 უნარი, რომელიც წარმატების მიღწევის წინაპირობაა - მეცნიერების დასკვნა

5. კეთილსინდისიერება - მიიჩნევა რომ კეთილსინდისიერი ადამიანები საქმეს აკეთებენ სწორად. როგორც წესი, არიან ძალიან ორგანიზებულები, დეტალებზე ამახვილებენ ყურადღებას და აქვთ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევართა დასკვნით, ადამიანი უფრო კეთილსინდისიერი ხდება თუ მის გარშემო ასეთი ადამიანები არიან.

5 უნარი, რომელიც წარმატების მიღწევის წინაპირობაა - მეცნიერების დასკვნა

ვინაიდან კეთილსინდისიერი ადამიანები საქმეს ზედმიწევნით სწორად აკეთებენ, ეს თვისება წარმატების მიღწევის ერთ-ერთ წინაპირობად მიიჩნევა. 



<a href="http://www.rd.com">http://www.rd.com</a>