თუ გსურთ რომ ცხოვრებას უკეთ გაუგოთ - 33 რჩევა, რომელიც ძალას შეგმატებთ და უფრო მოტივირებულებს გაგხდით
- 20.07.2020
გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ ცხოვრებას უკეთ გაუგოთ, იყოთ უფრო მოტივირებულები და მიზნისკენ სწრაფვა შეძლოთ:
1. უნდა გესმოდეთ, რომ ცხოვრება ვიდეო თამაშს ჰგავს. მას აქვს საფეხურები, რომელსაც უნდა მიჰყვეთ.
2. გააკეთეთ რაღაც კარგად და თან მარტივად. თუ საქმის გაკეთებას 10 000 საათი სჭირდება და ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, საბოლოოდ, ის ცუდ შედეგს გამოიღებს.
3. გაერკვიეთ საკუთარ ღირებულებებში.
4. სიკეთე ძვირფასი რესურსია და დააფასეთ ის.
5. იყავით ფრთილად, ყურადღებით და დააკვირდით დეტალებს. როგორც ამბობენ, ეშმაკი დეტალებშია.
6. შიში არის პირველი რამ,რაც გაფერხებთ მიიღოთ ის, რაც გსურთ. იყავით გამბედავები და მიჰყევით თქვენს გულს.
7. პერსპექტივა ჩნდება მაშინ, როცა არ ხართ სიტუაციის შუაში და როცა მას „გარედან“ უყურებთ.
8. ენდეთ შინაგან ხმას. ხშირად მან უკეთ იცის რა არის სწორი, ან არასწორი.
9. ჭრილობა და გულის ტკენა უფრო ღრმა კვალს ტოვებს, ვიდრე სიკეთე.
10. არ გამოიყენოთ ადამიანები.
11. როცა ადამიანი ცდილობს ხელი შეგიშალოთ მიზნის მიღწევაში, ჩვეულებრივ მისი მოქმედებები ნაკარნახევია პირადი ინტერესებით.
12. მიეცით ადამიანს მეორე შანსი.
13. ბედნიერება არ არის დამოკიდებული შემოსავალზე.
14. საუკეთესო ურთიერთობა ღვინოს ჰგავს - ის დროთა განმავლობაში უკეთესი და უკეთესი ხდება.
15. ყოველთვის იყურეთ წინ და იყავით ოპტიმისტები.
16. მთავარი განსხვავება მილიონერებსა და ჩვეულებრივ ადამიანებს შორის არის ის, რომ მილიონერებს ესმით, რომ სამყარო დამყოლია და შეგიძლია ცხოვრება ისე წარმართო როგორც თავად გსურს.
17. თუ ცდილობთ დაუმტკიცოთ ვინმეს, რომ ხართ რომელიმე ტომის წევრი, უნდა წარადგინოთ მტკიცებულება, რომ ეს მართლაც ასეა - გამოიყენეთ ეს ნებისმიერ მსგავს სიტუაციაში.
18. თუ გსურთ, რომ ვინმესთან გქონდეთ ურთიერთობა, ვინმეს დაუკავშირდეთ და გაუგოთ, უნდა ისწავლოთ, როგორ ესაუბროთ მას.
19. ყველაფერი ღირებული ცხოვრებაში სარისკოა.
20. გაწიეთ რისკი.
21. რეპუტაციის შექმნას წლები სჭირდება.
22. ნუ შეაფასებთ ადამიანის შესაძლებლობებს სანამ არ ნახავთ, როგორ ართმევს თავს ის რთულ სიტუაციებს.
23. იშრომეთ ბევრი.
24. მაგრამ ყოველთვის გამონახეთ დრო გართობისა და დასვენებისთვის.
25. გამოხატეთ მადლიერება.
26. ცხოვრებაში ყველაზე წარმატებულები ვაჭრები და მსახიობები არიან.
27. იყავით ყურადღებით ყოველთვის, ნუ მოდუნდებით.
28. საუკეთესო ნაბიჯი კარიერაში და რთულ ვითარებაში არის თუნდაც მცირედით დაახლოება მიზანთან.
29. ისაუბრეთ ხმამაღლა თქვენს ოცნებებზე, დარწმუნდით, რომ თქვენი ოცნების ასახდენად იბრძვით და არა სხვების.
30. მიირთვით გემრიელი საჭმელი და იყნოსეთ სასიამოვნო სურნელი.
31. როცა ვიღაცას პირველად ხვდებით, ნუ შეაფასებთ და ნუ გამოუტანთ მას განაჩენს, სანამ კარგად არ გაიცნობთ. ადამიანები ხშირად გვაკვირვებენ.
32. ცხოვრება ხანმოკლეა და სიკვდილი ყველას ათანაბრებს. გააკეთე ყველაფერი რაც გსურს, სანამ შეგიძლია. სხვა რაღაცების დრო უბრალოდ არ არის.
33. მსოფლიო შენია! წადი და დაიპყარი.
თემები: ცხოვრების გამარტივება, ურთიერთობა, ცხოვრება, ცხოვრების გაკვეთილები
<a href="https://www.inc.com">https://www.inc.com</a>