LIFE

თუ ღელავ,იცოდე, მარტივად მოგატყუებენ

თუ ღელავ,იცოდე, მარტივად მოგატყუებენ

მოდი, შევთანხმდეთ ერთ ძირითად რამეზე: დავუშვათ, რომ ტყუილი (სამსახურში, სახლში თუ, უბრალოდ, ფლირტისას) არ არის შენი სტრატეგია. თუმცა ზოგჯერ არსებობს მომენტები, როცა სხვები აშკარად არღვევენ თამაშის წესებს, ჩვენ კი ეს მოცემულობა სულაც არ გვეჩვენება საეჭვოდ,იმიტომ,რომ ვენდობით ადამიანებს.

 თუმცა, ბოლო კვლევებს თუ დავუჯერებთ, ალბათობა იმისა, რომ მარტივად მოგატყუებენ,შენი მღელვარების დონით განისაზღვრება.

თუ ღელავ,იცოდე, მარტივად მოგატყუებენ

ექვსი მცირე კვლევა, რომლებიც იკვლევდა სამუშაო ადგილებში შიშისა და ღელვის ფაქტორს ასკვნის, რომ ტყუილს და სხვა ამორალურ ქმედებებს საფუძვლად შიშის და ღელვის გრძნობა უდევს.

ერთ-ერთ მრავლისმეტყველ ექსპერიმენტში, მკვლევრებმა 63 სტუდენტს სთხოვეს, მოესმინათ მშვიდი და წყნარი მელოდიისთვის, რომლის დასასრულიც ამერიკელი კომპოზიტორის, ბერნარდ ჰერმანის, ასევე ცნობილი კომპოზიციით „ფსიქო" იცვლებოდა. თუ ჰიჩკოკის „ფსიქო" ნანახი გაქვს, ეს მელოდიაც აუცილებლად გაგახსენდება და დამეთანხმები, რომ მას მართლაც შესწევს უნარი, ყველაზე საღად მოაზროვნე ადამიანიც კი ძალიან ააღელვოს.

თუ ღელავ,იცოდე, მარტივად მოგატყუებენ

კვლევაში ჩართულმა სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს მარტივ თამაშში, სადაც აშკარად არ ჩანდა ტყუილის კვალი. მაგრამ ისინი, რომლებმაც მოუსმინეს ჰერმანის „ფსიქოს", აღელდნენ და ამიტომაც მათი მოტყუება გაცილებით მარტივი აღმოჩნდა. მათ ძალიან მარტივ რეალობაში გარკვევაც კი გაუჭირდათ.

შიშის შეგრძნება ყველა ჩვენთვის მნიშვნელოვან შეგრძნებებზე წინ იწევს და ამ დროს სრულიად გვავიწყდება მოქცევის წესები.

დააკვირდით ამ შეგრძნებებს,რომელიც რეალურ, პირად ცხოვრებაშიც ასევე ვლინდება. თქვენს თავს დაუსვით საინტერესო კითხვა: გაშინებს ის ფაქტი, რომ შენს მოტყუებას შეეცდებიან არა მხოლოდ თამაშისას, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც? მაგალითად, მეგობრები ან შენი მეორე ნახევარი?



წყარო:&nbsp;<a href="http://www.self.com/story/people-feel-likely-cheat?mbid=synd_zergnet&amp;utm_source=zergnet.com&amp;utm_medium=referral&amp;utm_campaign=zergnet_1207619">self.com</a>