LIFE

ოჯახური ბედნიერების 8 წესი, რომელთაც არ უნდა ენდოთ

ოჯახური ბედნიერების 8 წესი, რომელთაც არ უნდა ენდოთ

როდესაც ადამიანები ქორწინდებიან ისინი უამრავ რჩევასა და იდეას იღებენ „გამოცდილი“ ადამიანებისგან ბედნიერი ოჯახური ცხოვრების შესახებ. ახალდაქორწინებულებს აწვდიან რჩევებს - რა უნდა გააკეთონ, როდის და როგორ არ უნდა მოიქცნენ არავითარ შემთხვევაში.

გთავაზობთ წესებს, რომლებიც ოჯახური ბედნიერებისთვის აუცილებლობად ითვლება, თუმცა რეალობა სხვაგვარია და შეგიძლიათ მათზე თამამად თქვათ უარი:

1. არასოდეს მოატყუო პარტნიორი - ადამიანები, რომლებიც გირჩევენ, რომ პარტნიორს არასოდეს მოატყუოთ, სავარაუდოდ, თავად ასე არ იქცევიან. ყველა იტყუება და ესაა სიმართლე. მცირე ტყუილი ზოგჯერ აუცილებელიც კი არის.

ოჯახური ბედნიერების 8 წესი, რომელთაც არ უნდა ენდოთ

2. იყავი სუსტი და დაუცველი - გახსოვდეთ, რომ თქვენ დაქორწინდით კაცზე, რომელიც არის თქვენი თანასწორი. ნუ გადაიქცევით ჭირვეულ ბავშვად. იყავით ის, ვინც ხართ სინამდვილეში.

ოჯახური ბედნიერების 8 წესი, რომელთაც არ უნდა ენდოთ

3. თავისუფალი დრო ყოველთვის ერთად გაატარეთ - დროის ერთად გატარება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ასე უნდა მოიქცეთ მხოლოდ მაშინ, როცა ნამდვილად გსურთ. თუ გსურთ ცოტა ხნით ერთმანეთისგან დაისვენოთ, ასეც უნდა მოიქცეთ.

ოჯახური ბედნიერების 8 წესი, რომელთაც არ უნდა ენდოთ

4. დაკავდით ერთი და იგივე აქტივობით - არაფერი შეიძლება იყოს იმაზე ცუდი, ვიდრე აიძულოთ პარტნიორს, გააკეთოს ისეთი რამ რისი გაკეთებაც არ სურს და არ აინტერესებს. თუ მას არ უყვარს თეატრში, ან გამოფენებზე სიარული და თქვენ არ გხიბლავთ მის მსგავსად სხვადასხვა სპორტული თამაშების ნახვა, შეგიძლიათ ცალ-ცალკე წახვიდეთ და გაერთოთ საკუთარი ინტერესების შესაბამისად. ამ გზით ორივე თქვენგანი სავსე იქნება პოზიტიური ემოციებით.

ოჯახური ბედნიერების 8 წესი, რომელთაც არ უნდა ენდოთ

5. ნუ იკამათებთ უმნიშვნელო საკითხებზე - არ არის აუცილებელი, რომ გაჩუმდეთ ყველაფერზე და პრეტენზიები არ გამოთქვათ. თუ ასე მოიქცევით, ერთ დღეს ძლიერი კონფლიქტი იჩენს თავს. ისაუბრეთ დეტალებზე, რომელთა გამოც არ ხართ ბედნიერი, იყავით პატიოსანი და გამოთქვით საკუთარი აზრი და პრეტენზიები.

ოჯახური ბედნიერების 8 წესი, რომელთაც არ უნდა ენდოთ

6. ბავშვები მთავარია - რა თქმა უნდა, მშობლებმა უნდა იზრუნონ შვილებზე, დაიცვან და გაუფრთხილდნენ მათ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო საკუთარი თავი და თქვენი საყვარელი ადამიანი დაივიწყოთ. შეგიძლიათ, კვირაში ერთი საღამო მაინც გამოყოთ საკუთარი თავისთვის და ერთმანეთისთვის.

ოჯახური ბედნიერების 8 წესი, რომელთაც არ უნდა ენდოთ

7. თქვენ ერთი გუნდი უნდა იყოთ - ერთმანეთის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიტიური ემოციების გამოხატვაა. არ არის აუცილებელი ყველა სიტუაციაში ერთნაირად მოიქცეთ. თქვენ განსხვავებული ინდივიდები ხართ.

ოჯახური ბედნიერების 8 წესი, რომელთაც არ უნდა ენდოთ

8. იზრუნეთ და დაიხარჯეთ ურთიერთობის განმტკიცებისთვის - ადამიანები ძალიან დიდ დროს ხარჯავენ იმაზე ფიქრში სად წავიდნენ, როგორ გაატარონ ერთად დრო იმისთვის, რომ ურთიერთობა გახადონ მყარი და ძლიერი. ბედნიერებისთვის საუკეთესო გზა არის დასვენება და განტვირთა. ნუ იფიქრებთ პრობლემებზე, უბრალოდ დატკბით ერთად ყოფნით.

ოჯახური ბედნიერების 8 წესი, რომელთაც არ უნდა ენდოთ



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>