მათთვის, ვინც ძიებაშია
1. არავის არ სჭირდება ის, ვისაც საკუთარი თავი არ სჭირდება. ის, ვინც იღებს საკუთარ თავს ისეთს, როგორიც არის, სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობს, მიუხედავად ყველა შესაძლებელი პრობლემისა, ის ყველასთვის მისაღებია.
2. თუ მამაკაცთან არაკომფორტულად გრძნობთ თავს პირველ, მეორე, მესამე პაემანზე, არ წახვიდეთ მეოთხეზე. თავიდან მამაკაცი საუკეთესო მხრიდან ავლენს თავს, და თუ არ გსიამოვნებთ მის გვერდით ყოფნა, არაფერი კარგი ამ ურთიერთობიდან არ გამოვა.
3. რაც შეეხება ახალგაზრდა, წარმატებულ და ლამაზ ქალებს, რომლებსაც არ შეუძლიათ მოძებნონ მეწყვილე, იმიტომ რომ მათ თითქოს მაღალი მოთხოვნილებები აქვთ, - ეს შიში და უუნარობაა ურთიერთობების მიმართ.
4. თუ გინდათ გათხოვდეთ, ამაზე აღარ უნდა იფიქროთ. ჯანმრთელი ადამიანების სიტუაცია ცოტათი სხვანაირად გამოიყურება. პირველი - მათ გააჩნიათ მოთხოვნილება უყვარდეთ. ამ სიყვარულის მოთხოვნილებით ისინი პოულობენ მამაკაცს, რომელსაც ისინი უყვარს.
5. არასოდეს არ იურთიერთოთ ცოლიან მამაკაცებთან. ნუ დაკარგავთ დროს. ცოლიან მამაკაცს არ სჭირდება ცოლი, მას სახლში ერთი უკვე ჰყავს.
მათთვის, ვინც ურთიერთობებშია
1. თუ გათხოვება გინდათ და უკვე ერთი წელია საყვარელ ადამიანთან ერთად ცხოვრობთ ან ხვდებით, უნდა ჰკითხოთ, ფიქრობს თუ არა დაქორწინებაზე. თუ მამაკაცი არ არის მზად შექმნას ოჯახი, ესე იგი დროა დაემშვიდობოთ.
2. ნებისმიერი ქალი, რომელიც წლების მანძილზე სახლში ზის და მხოლოდ სახლის მოვლითა და ბავშვების გაზრდით არის დაკავებული, დეგრადაციას განიცდის. ეს გარდაუვალია. საბოლოოდ, მამაკაცს სწყინდება ცოლთან, იწყებს ფიქრს, რომ ის სულელია, და გაყრამდე ამ დროს თითქმის ორი ნაბიჯია.
3. თუ მასთან დაძაბული ხართ, უბრალოდ დაშორდით მას. არ შეგეშინდეთ მარტო დარჩენის. არცერთი მამაკაცი არ ღირს იმად, რომ უგულებელყო საკუთარი სურვილები და მოთხოვნილებები.
4. ყველაფერი მარტივია: ის - ისეთია, როგორიც არის, და თქვენც - ისეთი, ხართ, როგორიც ხართ. ან კარგად გრძნობთ თავს ერთად, ან უნდა დაშორდეთ. თანაც უმჯობესია იქამდე, სანამ იპოთეკურ სესხს აიღებთ ან სამ შვილს გააჩენთ.
5. ის, ვინც ფსიქიკურად ჯანმრთელია, საკუთარ გრძნობებზე ორიენტირდება და ყოველთვის ირჩევს საკუთარ თავს. არც სილამაზე, და არც სიყვარული არ მოითხოვს მსხვერპლს. არ არსებობს მიზანი, რის გამოც ღირს რაღაცის მოთმენა ურთიერთობებში.
ყველასათვის
1. მთელი ცხოვრება თითის წვერებზე ვერ იდგები, გაწბილება კი ყოველთვის უფრო მტკივნეულია, ამიტომ თავიდანვე აჩვენეთ საკუთარი სახე.
2. ადამიანებს, რომლებსაც არ უყვართ საკუთარი თავი, არ შეუძლიათ უყვარდეთ ერთმანეთი, ამიტომ ასეთი წყვილი არ შეიძლება იყოს ბედნიერი.
3. როდესაც ქალი ამბობს: „მიყვარდა“, - ეს ხშირად სიყვარულის ისტორია არ არის. ჯანმრთელი სიყვარული - ეს იმით განისაზღვრება რამდენად ბედნიერი ხარ.
4. თუ არ მოგწონთ როგორ გექცევათ ან რაიმე არასასიამოვნოს აკეთებს, აუხსენით ერთხელ. თუ ისევ გააგრძელა, მაშინ დაემშვიდობეთ.
5. ნორმალური ადამიანი არ აგრძელებს ურთიერთობებს, სადაც მას პატივს არ სცემენ. სხვათა შორის, ის არც დაიწყებს ასეთ ურთიერთობებს.
თემები: რჩევები ქალებს, მამაკაცები, ურთიერთობა, წყვილი, ქალები, რჩევები
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>