გაკვეთილი ყველასთვის ვისაც სურს, დილით ადრე ადგეს და ამით სიამოვნება მიიღოს
- 14.06.2017
დილით ადრე ადგომა ადამიანთა უმეტესობისთვის ტანჯვასთანაა დაკავშირებული. გესმით მაღვიძარას ხმა, მაგრამ რთავთ მას და ცდილობთ, რომ საწოლში ნებივრობა ხუთი წუთით მაინც გაიხანგრძლივოთ.
შემდეგ იღებთ ტელეფონს, ამოწმებთ მეილებსა და „ფეისბუქის“ შეტყობინებებს, ამინდის პროგნოზს და ნახევრად ისევ გძინავთ. ასე გადის ათი წუთი, შემდეგ კიდევ ხუთი და თქვენ არ გძინავთ, მაგრამ არც ფხიზლად ხართ.
ბლოგერი ჯონ ზარაცკი გვიზიარებს თავის გამოცდილებას, როგორ შეძლო გამოემუშავებინა, რომ დილით ადრე ადგომა არ გასჭირვებოდა და თან ამით სიამოვნება მიეღო.
„ეს არ მომხდარა ბუნებრივად, მე ბრძოლა მქონდა საკუთარ თავთან, რომ ეს შემძლებდა. მაგრამ ახლაგაოგნებული ვარ იმ პოტენციალით, რასაც დილით ადრე ადგომა მაძლევს. შემიძლია ვიყო პროდუქტიული და მთელი დღე ასე გრძელდება. დილით ადრე ადგომამ ასევე მომცა უფრო მეტი დრო ჩემი ცოლისთვის. მიშელი მუშაობს კომპანიაში, სადაც სამუშაო ძალიან ადრე იწყება და მე მეზიზღებოდა მისი განსხვავებული გრაფიკი“, - წერს ბლოგერი.
ის გვასწავლის, თუ როგორ უნდა შევძლოთ ეს ჩვენ, დანარჩენებმა.
ყავა, მსუბუქი კვება და რაიმე საქმე:
ჯონი წერს, რომ ეს წარმატებული დილისთვის საჭირო ინგრედიეტებია. მისი აზრით, ყავის შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია დილით მისი მომზადებით მიღებული სიამოვნება, ვიდრე მისი მირთმევა. ყავის მომზადებას ის 15 წუთს ანდომებს.
„ნუ დაელოდებით მზის ამოსვლას. უმჯობესია, ადგეთ და სახლში სინათლე აანთონთ, შემდეგ კი, უბრალოდ დატკბეთ მზის ამოსვლის ცქერით. ვარჯიში დილის აუცილებელი აქტივობაა. ნებისმიერი აქტივობა, თუნდაც ჭურჭლის დარეცხვა, მაისურების გაუთოება, ენერგიას შეგმატებთ“, - წერს ბლოგერი და გვირჩევს მსუბუქად ვისაუზმოთ.
აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ძილის ხანგრძლივობა. ადამიანს 8 საათი მაინც უნდა ეძინოს დღე-ღამეში.
ჯონი მართალია დილით 5:45 წუთზე დგება, სამაგიეროდ საღამოს 9:45 წუთზე იძინებს.
თუ ღამით გვიან დაიძინებთ და დილით ადრე ადგებით, ეს წარმოუდგენლად გამოფიტავს თქვენს ორგანიზმს.
ყურადღება მიაქციეთ, რა გავლენას ახდენს საკვები და სასმელი თქვენს ძილზე. არსებობს უამრავი მტკიცებულება რომ ალკოჰოლი არ აუმჯობესებს მშვიდი ძილის ხარისხს. ჩვენ გვიყვარს შავი შოკოლადის მირთმევა ვახშმის შემდეგ, მაგრამ ვინაიდან ის შეიცავს კოფეინს, დიდი ალბათობით,დაძინებაში ხელს შეგვიშლის.
ბლოგერი წერს, რომ დილით ადრე ადგომა ადამიანს პოზიტიურ განწყობაზე აყენებს და ენერგიით ავსებს.
„ისიამოვნეთ დილით, იყავით ენერგიულები, მუდამ ტონუსში და საუკეთესო განწყობაზე“, - გვირჩევს ბლოგერი.
თემები: ჯანსაღი ცხოვრების წესი, რჩევები, დილა, გაღვიძება.
<a href="http://motto.time.com">http://motto.time.com</a>