LIFE

7 რჩევა - როგორ უნდა მოიქცეთ იმისთვის, რომ თავდაჯერებული გამოჩნდეთ, მაშინაც კი, თუ საკუთარი ძალების არ გჯერათ

7 რჩევა - როგორ უნდა მოიქცეთ იმისთვის, რომ თავდაჯერებული გამოჩნდეთ, მაშინაც კი, თუ საკუთარი ძალების არ გჯერათ

თავდაჯერებულობა წარმატებული კარიერის გასაღებია. კვლევის თანახმად,ადამიანებს, რომლებიც აჩვენებენ უფრო მეტ თავდაჯერებულობას, ვიდრე კომპეტენციას,დანარჩენები აღფრთოვანებაში მოჰყავთ, იღებენ მაღალ სოციალურ სტატუსს და არიან უფრო გავლენიანები.

არის მომენტები, როცა არ ვართ საკუთარ თავში დარწმუნებული, თუმცა ყველა ადამიანს აქვს უნარი, მოიქცეს ისე, რომ თავდაჯერებულად ჩათვალონ.

ამ შემთხვევაში კონცენტრაცია უნდა მოახდინოთ ვიზუალურ მხარეზე.

1. თვალებით კონტაქტი - როდესაც ერთვებით საუბარში, მნიშვნელოვანია, დაამყაროთ თვალებით კონტაქტი. ნუ დაუწყებთ ყურებას გარემოს, ნივთებს, დაივიწყეთ ტელეფონი. ფოკუსირება მოახდინეთ და მთელი ყურადღება მიაპყარით თანამოსაუბრეებს. ეს აგრძნობინებს მათ, რომ მნიშვნელოვანია თქვენთვის საკითხი, რომელზეც საუბრობენ და თქვენ მიმართ პატივისცემით განიმსჭვალებიან.

2. გააკონტროლეთ ხელების მოძრაობა - საუბრის დროს გამოიყენეთ ხელები და ჟესტიკულაცია, მაგრამ მნიშვნელოვანია დაიცვათ ბალანსი. ჟესტიკულაცია და აქტიურობა შედეგს გამოიღებს და ადმიანები თქვენით დაინტერესდებიან.

3. მსუბუქად შეეხეთ თანამოსაუბრის მხარს - აჩვენეთ თავდაჯერებულობა და სითბო ერთდროულად. შეეხეთ თანამოსაუბრის მხარს მსუბუქად. ეს აჩვენებს თქვენს თავდაჯრებულობას და ასევე არწმუნებს სხვებს, რომ მარტივია და სასიამოვნო თქვენთან ურთიერთობა. ქმნის უფრო შინაურულ გარემოს. ამ ხერხს პრეზიდენტი ობამა ხშირად იყენებდა. 

7 რჩევა - როგორ უნდა მოიქცეთ იმისთვის, რომ თავდაჯერებული გამოჩნდეთ, მაშინაც კი, თუ საკუთარი ძალების არ გჯერათ

4. დაჯექით სწორად და გამართულად, ნუ გადაწვებით სავარძელში და ნუ მოეშვებით - თუ დგახართ ხალხმრავალ აუდიტორიაში და საუბრობთ, არ შეიძლება ამ დროს მიეყრდნოთ კედელს, ან მაგიდას. დადეგით გამართულად.

5. დაჯექით ისე, რომ ორივე ფეხი ეხებოდეს იატაკს - საუბრისას თუკი ზიხართ, ნუ გადააჯვარედინებთ ფეხებს. დაჯექით ისე, რომ ორივე ფეხი ეხებოდეს იატაკს. თუ ასე არ მოიქცევით, ჩათვლიან, რომ ნერვიულობთ და არ ხართ თავდაჯერებული.

6. ნუ გადააჯვარედინებთ ხელებს - გაურკვეველია რატომ, თუმცა ბევრი ადამიანი ხელებს აჯვარედინებს და ამ პოზაში მყოფი საუბრობს. ასე არ უნდა მოიქცეთ, ეს თქვენი ნერვიულობის ნიშანია.

7. დაჯექით მაგიდასთან - შეხვედრის ოთახში ხშირად, განსაკუთრებით ქალები, ამჯობინებენ, რომ დასხდნენ სავარძელში, თუმცა ეს შეცდომაა, აუცილებლად დაჯექით მაგიდასთან. ასე უფრო მეტი შესაძლებლობა გაქვთ დისკუსიაში ჩაერთოთ აქტიურად და წარმოაჩინოთ საკუთარი თავი.



<a href="https://www.forbes.com">https://www.forbes.com</a>