10 საოცარი ფილმი, სადაც ჩანს რომ ქალისა და კაცის მეგობრობიდან-სიყვარულამდე არც ისე შორია
- 14.06.2017
ცხოვრებაშიც ხშირად ხდება, რომ საუკეთესო მეგობრობა ჯერ რომანტიკული ურთიერთობაში, შემდეგ კი დიდ სიყვარულში გადაიზრდება ხოლმე.
გთავაზობთ 10 ფილმს, რომლებიც გვიამბობს როგორ დაიწყო დიდი ლამაზი სიყვარული - მეგობრობით.
1. „უბრალოდ მეგობრები - (Just Friends, 2005 წ.)
ცნობილ მუსიკოსსა და პროდიუსერს ყველაფერი აქვს. კარგი გარეგნობა, ფული, სამსახური, მაგრამ სკოლის პერიოდში ჭარბწონიანობის გამო ყველა დასცინოდა, გარდა ერთი გოგონასი, რომელსაც მეგობრად მიაჩნდა. წლების შემდეგ ბავშვობის მეგობარს ბარში შეხვდება და მიხვდება რომ კიდევ უყვარს.
2. „უფრო მეტი, ვიდრე სიყვარული“ – (A Lot Like Love, 2005 წ.)
ორი ახალგაზრდა თვითმფრინავში გაიცნობს ერთმანეთს და დამეგობრდება. მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ მიხვდებიან, რომ ამ წლების მანძილზე ერთმანეთს ეძებდნენ.
3. „მარტოსულობის უპირატესობანი“ – (The Perks of Being a Wallflower, 2012 წ.)
ფილმში საინტერესოდ არის გადმოცემული თინეიჯერი ბიჭის ისტორია, რომლის ცხოვრებასაც ორი მეგობარი შეცვლის. ახალი მეგობრები კომპლექსების დაძლევაში ეხმარებიან.
4. „უფრო მეტი ვიდრე სექსი“ – (No Strings Attached, 2010 წ.)
ემა საკმაოდ დაკავებული ექიმია და კარიერას დიდ დროს უთმობს. საუკეთესო მეგობარს, ადამს შეუთანხმდება რომ მისი სექსუალური პარტნიორი გახდეს, მაგრამ რთული გახდება სექსის შემდეგ მეგობრობის გაგრძელება.
5. „სექსი მეგობართან“ – (Friends with Benefits, 2011 წ.)
დილანი და ჯეიმსი კარგი მეგობრები არიან, მაგრამ ამ ურთიერთობაში სექსის დამატებამ ყველაფერი ძალიან გაურთულათ.
6. „ერთი დღე“ – (One Day, 2011 წ.
ემა რომანტიკული და საყვარელი გოგონაა, რომელსაც სურს სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს. დექსტერი მისი მეგობარია. პირველად ერთმანეთს 15 ივლისს კოლეჯში შეხვდნენ. მას შემდეგ ამ დღეს ყოველ წელს განსხვავებულად აღნიშნავენ. რამდენიმე წელი დასჭირდებათ იმისთვის რომ მიხვდნენ ერთმანეთისთვის მეგობრები კი არა შეყვარებულები არიან.
7. „სიყვარულით როზი“ – (Love, Rosie, 2014 წ.)
როზი და ალექსი ჯერ კიდევ ბავშვობიდან მეგობრობდნენ, ხოლო სკოლის დამთავრების შემდეგ აპირებენ ერთად გააგრძელონ სწავლა უნივერსიტეტში. სწორედ ამ დროს დგება წყვილი არჩევანის წინაშე...
8. „რა მოხდება თუ...“ – (What If, 2013 წ.)
უოელსიმ და შანტრიმ ერთმანეთი წვეულებაზე 20 წლის ასაკში გაიცნეს და ურთიერთობა მეგობრობით დაიწყეს. თუმცა იმდენი საერთო აღმოაჩნდათ რომ...
9. „რაღაც მშვენიერი“ – (Some Kind of Wonderful, 1987 წ.)
უოტსი და კეიტი ერთმანეთისთვის რომ მხოლოდ მეგობრები არ არიან, ამას მას შემდეგ მიხვდებიან რაც უოტსი სკოლის ყველაზე პოპულარულ გოგოსთან იწყებს შეხვედრას და ფლირტს.
10. „ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი“ – (My Best Friend’s Wedding, 1997 წ.)
ჯულიან პოტერი და მაიკლ ონილი დიდი ხნის მეგობრები არიან, მაგრამ ჯულიანი მაშინ მიხვდება რომ მაიკლი უყვარს როდესაც მამაკაცი ცოლად კიმპერლის, მაღალი წრის ქალს ირთავს.
თემები: სიყვარული, კინო, ფილმები, მეგ
<a href="https://www.adme">https://www.adme</a>