LIFE

10 ნიშანი იმისა, რომ ნამდვილ მამაკაცს ხვდებით და არა „ფლეიბოის“

10 ნიშანი იმისა, რომ ნამდვილ მამაკაცს ხვდებით და არა „ფლეიბოის“

ცხოვრებაში უამრავ ადამიანს ვხვდებით და რთულია მიხვდეთ ვინ არის ნამდვილი, გულწრფელი და ვინ მატყუარა და ყალბი. განსაკუთრებით რთულია ეს როცა საკითხი სასიყვარულო ურთიერთობას ეხება.

გთავაზობთ 10 ნიშანს იმისას, რომ თქვენ ხვდებით ნამდვილ მამაკაცს და არა „ფლეიბოის“:

1. მისი სასიყვარულო ისტორიები არ შედგება დიდი სიისგან - ზოგიერთი ადამიანი თავის პარტნიორს ყოველთვეში იცვლის. ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ არ მიუთითებს იმაზე, რომ ის „ფლეიბოია“, მაგრამ ასეთი ადამიანი ვერ იქნება თქვენთვის კარგი. ის არ არის დარწმუნებული როგორ ადამიანი სურს გვერდით და დიდი ალბათობით თქვენზეც ერთ თვეში იტყვის უარს.

2. ის ბევრს გესაუბრებათ - ნამდვილი მამაკაცი აუცილებლად გამონახავს დროს თქვენთან სასაუბროდ. საუბარი არ ნიშნავს, რომ საათების განმავლობაში დაუსრულებლად ილაპარაკოთ. აქ იგულისხმება ის, რომ მოგიკითხოთ, გაიგოს სად ხართ, როგორ ხართ, რამდენად უსაფრთხოდ გრძნობთ თავს და იზრუნოს თქვენზე.

10 ნიშანი იმისა, რომ ნამდვილ მამაკაცს ხვდებით და არა „ფლეიბოის“

3. გითმობთ დიდ დროს - ურთიერთობა დამოკიდებულია კომუნიკაციაზე და კომუნიკაცია მაშინ არის უფრო ძლიერი თუ პირისპირ ხვდებით ერთმანეთს და ასე ურთიერთობთ. თუ ის ხშირად გხვდებათ და გითმობთ დროს რამდენიც შესაძლებელია, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ნამდვილი მამაკაცი გიპოვიათ.

4. ის არ ცდილობს თქვენს შეცვლას და გიღებთ ისეთს, როგორიც ხართ - სასიყვარულო ურთიერთობების უმეტესობა წარუმატებლად სრულდება სწორედ იმიტომ, რომ ადამიანები ცდილობენ ერთმანეთის შეცვლას. თუ თქვენი საყვარელი მამაკაცი გიღებთ ისეთს, როგორიც ხართ და ასეთი უყვარხართ, გვერდით ნამდვილი მამაკაცი გყავთ.

10 ნიშანი იმისა, რომ ნამდვილ მამაკაცს ხვდებით და არა „ფლეიბოის“

5. უყვარხართ ვნებიანად და უპირობოდ - თუ ის პატივს სცემს თქვენს ეგოისტურ სურვილებსაც კი, დარწმუნებული იყავით რომ უკეთეს ადამიანს ვერ იპოვით.

6. ის თქვენ გვერდითაა როცა თავს ცუდად გრძნობთ - როცა ბედნიერი ხართ, ამ დროს ყველა თქვენ გარშემოა, მაგრამ როცა ცუდად ხართ და რთული დღეები გაქვთ, ძალიან ცოტა ადამიანი რჩება თქვენთან, ან მხოლოდ ერთი და ის საუკეთესოა.

10 ნიშანი იმისა, რომ ნამდვილ მამაკაცს ხვდებით და არა „ფლეიბოის“

7. ის აკეთებს ყველაფერს კონფლიქტის მოსაგვარებლად - არაფერია იმაზე უფრო სენსიტიური ვიდრე მამაკაცის ეგო. თუ ის ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ კამათის შემდეგ გუნება გამოგისწოროთ და არ მოგცეთ უფლებადასაძინებლად ცუდ ხასიათზე დაწვეთ, ბედნიერი ხართ.

8. ცდილობს გაგამხიარულოთ - თუ ის დიდ ყურადღებას იჩენს, ცდილობს გაგამხიარულოთ და ტელეფონსაც კი არ შეხედავს, როცა თქვენ გვერდითაა, ეს ნიშნავს, რომ მისთვის პრიორიტეტი თქვენ ხართ.

10 ნიშანი იმისა, რომ ნამდვილ მამაკაცს ხვდებით და არა „ფლეიბოის“

9. ის ცდილობს იპოვოს სხვადასხვა გზები იმისთვის, რომ გაგრძნობინოთ როგორ უყვარხართ - ის ცდილობს სიყვარულის გამოსახატად სხვადასხვა კრეატიული გზები გამოანახოს და ამას ერთხელ და ორჯერ არ აკეთებს. მას სურს, რომ ხშირად დაინახოს თქვენი ბედნიერი სახე.

10. სიამოვნებს თქვენთან ერთად ყოფნა - თუ ის არასოდეს იწყენს თქვენ გვერდით და ყოველთვის ცდილობს, რომ თქვენთან ერთად იყოს, ის ნამდვილად თქვენი და ნამდვილი მამაკაცია.

10 ნიშანი იმისა, რომ ნამდვილ მამაკაცს ხვდებით და არა „ფლეიბოის“



<a href="http://sarcasm.co">http://sarcasm.co</a>