1. ქალი, რომელიც ყალბია და თამაშობს - ასეთ ქალს აქვს ძალიან ბევრი საიდუმლოება. მას ყოველთვის სურს, იყოს განსხვავებული ყველასგან და თავის თავს უჩვეულო გოგონად მიიჩნევს. ადრე თუ გვიან კაცი ხვდება, რომ ქალი რომლის გვერდითაც არის მას ეთამაშება და ცდილობს ასეთ ქალს გაექცეს.
2. არასტაბილური ნატურა - ასეთი ქალი იცვლის აზრს და სურვილებს ყოველ ორ წუთში. ის ვერ ახერხებს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას და საყვარელი ადამიანისგან მხარდაჭერას ითხოვს. ასეთი ქალის გვერდით კაცმა არასოდეს იცის, რას უნდა ელოდოს და მასთან ცხოვრება სტრესთან და შფოთვასთანაა დაკავშირებული.
3. ყველაფრის მცოდნე - ასეთმა ქალმა იცის რა სურსმამაკაცს. მან იცის, როგორ მოხიბლოს ის და მიიპყროს ყურადღება. მის სახლში მრავლად მოიპოვება ლიტერატურა ოჯახური ურთიერთობების შესახებ, თუმცა სამწუხარო ისაა, რომ ასეთი ქალებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი აზრია და სხვის აზრს ყურადღებას არ აქცევენ. ის ექსპერტის ფუნქციას ითავსებს ყველა სიტუაციაში და გამოხატავს ირონიას სხვების მიმართ. ასეთ ქალებს გაურბიან მამაკაცები.
4. ქალი, რომელიც ყოველთვის ცუდ ხასიათზე - მისთვის ყველაფერი რთულია და სულ ცუდზე ფიქრობს, სულ დეპრესიაშია, წუხს რთულ ცხოვრებაზე, არასრულყოფილ ფიგურაზე, ამინდზე, კარიერაზე, აბსოლუტურად ყველაფერზე და მუდამ დეპრესიაშია. კაცებს სურვილი უქრებათ ასეთ გოგონებთან ურთიერთობის.
5. ქალი, რომელიც ცხოვრების მთავარ ამოცანად დაქორწინებას მიიჩნევს - ის გამუდმებით ეძებს სასურველ კანდიდატს და ყველა მორიგი მამაკაცი ერთგვარი ელემენტია მის ძიებაში და არც ერთ კაცს არ სურთს რომ ის მცირე ნაწილად ჩათვალონ. ყველა მამაკაცი არ არის მზად ქორწინებისთვის და უფრო მეტიც შეიძლება „ალერგია“ ჰქონდეთ სიტყვა ქორწილზე, ამიტომაც გაურბიან ქალებს, რომლებიც ცხოვრების მთავარ ამოცანად ქორწინებას თვლიან.
6. დამოუკიდებელი ქალი - ასეთ გოგონებს მარტოობა არ ადარდებთ. მათ მარტივად შეუძკიათ საყვარელ ადამიანზე უარის თქმა. სულის სიღრმეში ისინი საკუთარ თავს ეთაყვანებიან. ისინი ვერ იტანენ კასებს, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი საქმე. კაცისთვის დამღლელია ასეთ ქალთან ცხოვრება, ასეთი ქალის გვერდით თავადაც იდეალური უნდა იყოს და მუდამ თვითგანვითარებაზე უნდა იზრუნოს, ეს ზოგჯერ ბევრს ბეზრდება.
7. ყინულის დედოფალი - ქალი, რომელთანაც კონტაქტის დამყარება რთულია და არათუ ქორწინებაზე, პაემანზეც კი ძნელია მისი დათანხმება. ასეთი ქალი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი კაცმა უნდა გააკეთოს, მიხვდეს მის სურვილებს. აჩვენებენ, რომ გულგრილები არიან. ასეთ ქალებს კაცები გაურბიან.
8. ყოველდღურ რუტინაში დაკარგული ქალი - მთელ ცხოვრებას სამსახურსა და სახლში ატარებს. სამსახურში არ არის ღირსეული მამაკაცი, ქუჩაში არავინ გამოგეკიდებათ, ბარებსა და კლუბებში კი კაცები გოგონებს სერიოზული ურთიერთობებისთვის არ ეძებენ. ყოველდღიური რუტინა თქვენს სახეს მოწყენილს და თვალებს ჩამქრალს ხდის.
ასეთი ქალები არ იზიდავენ მამაკაცებს. აუცილებელია, რომ თავადაც იმოქმედოთ. იპოვეთ ახალი ჰობი, სულ ცოტა ის მაინც გააკეთეთ, რომ სხვა გზით წადით სამსახურიდან სალხში. შეიძლება თქვენი ოცნების კაცი ყოველ დღე მოპირდაპირე ქუჩაზე დადის.
9. დედიკო - ის დარდობს თავის მამაკაცზე, იმაზეც კი აცვია თუ არა თბილად, ყოველთვის არკვევს რა ჭამა, მშიერი ხომ არ არის. დედასავით ზრუნავს მასზე. გახსოვდეთ, რომ მას მხოლოდ ერთი დედა ჰყავს და არ სჭირდება მეორე ადამიანი, რომლის შვილადაც იგრძნობს თავს. ის უკვე არის შვილი, ახლა კი სურს, რომ იყოს კაცი.
10. არაფერი აინტერესებს - ასეთ გოგონას არ აქვს საკუთარი ინტერესები და განსაკუთრებული მიზანი. არ აქვს განვითარებული საკუთარი აზრი. ასეთ ქალებთან ცხოვრება მამაკაცებისთვის მოსაბეზრებელი და მოსაწყენია.
თემები: რჩევები ქალებს, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია