11 საკვები, რომლებიც დაგეხმარებათ რომ თქვენი კანი იდეალურად გამოიყურებოდეს
- 15.06.2017
მოგეხსენებათ, რომ ბოსტნეულის მირთმევა განსაკუთრებულად სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ არსებობს საკვების სახეობები, რომლებიც გამორჩეულად ეხმარება კანს ახალგაზრდობის შენარჩუნებაში.
1.ლურჯი ყურძენი
ლურჯი ყურძენი უდიდესი საბადოა ანტიოქსიდანტებით, მდიდარია ბოჭკოთი და ვიტამინებით. დიეტის დაცვისას იდეალურია თქვენი კანისთვის. იცავს გამოფიტვისგან.
2. ვაშლი
ვაშლი აუცილებლად უნდა იყოს წითელი და სასუქების გარეშე მოყვანილი. წითელი ვაშლი შეიცავს კოლაგენს, რაც ხელს უწყობს კანის ელასტიურობას.
3. საზამთრო
საზამთროს შემადგენლობაში 90 % წყალია, რაც ხელს უწყობს სახის კანის დატენიანებას.
4. ბანანი
ბანანში შემავალი კალიუმის დიდი რაოდენობა ხელს უწყობს კანის ტენიანობის შენარჩუნებას. მათ ვისაც მშრალი კანის პრობლემები გაწუხებთ, ყოველდღიურ რაციონში ჩართეთ ერთი ბანანი.
5. ანანასი
ანანასი ზოგიერთ კულტურაში გამოიყენება როგორც სამკურნალო მცენარე. მისი ნაყოფი შეიცავს ბრომელს, რაც ებრძვის კანის ანთებასა და შეშუპებას.
6. მარწყვი
სეზონზე ყოველდღიურად მწიფე მარყწვს თუ მიირთმევთ თქვენი სახის კანი მადლობას გეტყვით, რადგან მასში შემავალი მჟავა ებრძვის კანის დაზიანებასა და ნაოჭებს.
7. პაპაია
ხილი აფეთქებულია ვიტამინებით. მასში შემავალი პროტეინები ხელს უწყობს კანის გამოცოცხლებას და მკვდარი უჯრედების აღდგენას.
8. კივი
კივი ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს, რაც ხელს უწყობს კანის სიჯანსაღეს.
9. ბროწეული
ბროწეული დაჯილდოებულია „საუკეთესო ხილის“ ღირსეული სტატუსით. მისი წვენი ხელს უწყობს დაბერებული უჯრედების გაახალგაზრდავებას და რეგენერაციას.
10. ალუბალი
ალუბალი შეიცავს ანტიოქსიდანტების მაღალ კონცენტრაციას, რაც ანელებს დაბერების პროცესს.
11. კარტოფილი
თუ იღლიის მიდამო გამუქებული გაქვთ მისი მოშორება უმი კარტოფილის საშუალებით შეგიძლიათ. გაიჩერეთ გაჭრილი კარტოფილი ყოველდღე ათი წუთით და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
თემები: კანის მოვლა, თავის მოვლა, რჩევები ქალებს, სილამაზე ყველა ასაკში
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>